x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ემოციების გარეშე ვიტყვი, როგორც პროფესიონალი" – ნახეთ, რას წერს მაია ნიკოლეიშვილი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე

image


სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი ტვ "პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება, რომელიც 5 ივლისს სიძულვილის ჯგუფების მიერ "სირცხვილიას" ოფისის დარბევისას ძალადობის მსხვერპლი გახდა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, მიმდინარეობს ცხედრის ექსპერტიზა: "ძალიან ვწუხვარ ახალგაზრდა ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო, თანავუგრძნობ მის ოჯახს და კოლეგებს. ემოციების გარეშე ვიტყვი, როგორც პროფესიონალი: გარდაცვალების მიზეზი დასადგენია, ტრავმასთან მიზეზობრივი კავშირი დასადგენია, შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში დასადგენი იქნება ჩატარებული დიაგნოსტირების და მკურნალობის სისრულე და ადექვატურობა. დასკვნები მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაკეთდეს!!! ყველა ნაადრევი დასკვნა ფანტაზია და/ან სპეკულაციაა. რაც შეეხება პოლიტიკურ-ემოციურ მდგენელს- ანნუშკამ უკვე დაღვარა ზეთი!!!!!! (მიხეილ ბუგაკოვი.); სცენარი მოქმედებაშია, სცენარი, რომელიც მეორდება და აფრიკული ქვეყნების გამათავისუფლებელი მოძრაობებიდან დაწყებული, დღემდე უცვლელია. როგორ მინდოდა, ჩვენი ქვეყანა არჩევნებამდე მშვიდად მისულიყო. . ." - განაცახადა მაია ნიკოლეიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ტვ "პირველის" ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა საკუთარმა დედამ დღეს, დილით ლოგინში გარდაცვლილი იპოვა.









0
662
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
662