x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ველური სექსუალობა: სელებრითების პროვოკაციული კადრები ბეტინა რეიმსის ავტორობით

image


მისი ნამუშევრები - დადგენილი წესების ერთგვარი ფარული გამოწვევაა. ის ყოველგვარი მორიდების გარეშე დასცინის დამკვიდრებულ fashion - ფოტოგრაფიის ტრადიციებს და თავის ღიმილს მადონასა და ანჯელინა ჯოლის პორტრეტებზე "ხატავს", რომლებიც ბეტინა რეიმსის ფოტოებზე დროებით თავიანთ ჩვეულ ამპლუას ივიწყებენ და სრულიად განსხვავებული, თუმცა ბევრად უფრო რეალური სახით გვევლინებიან.


image


"ქალები - ჩემი ნამუშევრების მთავარი ბირთვია", - ამბობს ბეტინა. ამასთან, მის შემოქმედებაში სიშიშვლე არც იმ მასშტაბებს აღწევს, როგორც მისი კოლეგების ნამუშევრებში, თუმცა ბეტინა რეიმსის ფოტოებზეც კი სიშიშვლე - მკერდი იქნება ეს თუ უკანალი სულაც არ არის თვალში საცემი და ყურადღების მიმქცევი, რაც მისი აზრით, ასეც უნდა იყოს.


image


"ადამიანებისთვის სამოსის გახდით, მე ვცდილობ ისინი სულიერადაც გავაშიშვლო. ეს არ არის მხოლოდ მკერდი და უკანალი, ან რაღაც მისი მსგავსი, ეს კიდევ უფრო მეტია, თითქოს ადამიანები თავიანთ სოციალურ სტატუსს სწორედ აქ, საგრიმიოროში ტოვებენ!".

image


ცნობილი ფრანგი ფოტოხელოვანი და "ქალების ფოტოგრაფად" წოდებული ბეტინა რეიმსი 1953 წელს პარიზში დაიბადა. 26 წლის ასაკში გოგონა ფოტოგრაფიით სერიოზულად დაკავდა, მანამდე კი მან მუშაობა არა მხოლოდ მოდელად და ჟურნალისტად მოასწრო, არამედ სამხატვრო გალერეის გახსნაც შეძლო. პირველად ბეტინამ როგორც ანგარიშგასაწევმა ფოტოგრაფმა სერიოზული განაცხადი სამოცდაათიანი წლების ბოლოს გააკეთა, გამოაქვეყნა რა ფოტოების სერია "Nicole Wisniak" - ის სვეტში.


image


მას შემდეგ რეიმსი ქალის სექსუალობას იკვლევს. "მე მიყვარს ხორცი. მე კანის ფოტოგრაფი ვარ", - აღნიშნავს ხელოვანი საკუთარ თავზე, რაც სრული სიმართალეა. რეიმსის წარმატების საიდუმლო მარტივია - მას საზოგადოების ყურადღების მიპყრობა ისე შეუძლია როგორც სხვას არავის. გულწრფელი, სენსუალური კადრები უკვე დიდი ხანია რაც მის სავიზიტო ბარათად იქცა. გთავაზობთ თანამედროვე მოდის ფოტოგრაფის ბეტინა რეიმსის თვალით დანახულ ცნობილი სელებრითებს, რომლებიც გულგრილს ვერცერთ თქვენგანს ვერ დატოვებენ.


image


მარიონ კოტიარი


image


ჯინა გერშონი და ელიზაბეტ ბერკლი



image


სალმა ჰაიეკი და ლივ ტაილერი


image


ანჯელინა ჯოლი


imageimage


მონიკა ბელუჩი


image



მადონა



image


ტრეისი ლორდსი


imageimage


კლაუდია შიფერი და სიბილ ბაკი


imageimageimageimageimageimageimage


კლერ სტენსფილდი


image



შერონ სტოუნი


image



ქეით მოსი


imageimage


მადონა



image



ვანესა პარადი



image


ლივ ტაილერი















0
365
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
365