x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
სწორი კვების ოქროს წესები, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

image

* საკვების მიღება სასურველია ყოველ 3-4 საათში ერთხელ.
* საუზმეს ნუ გამოტოვებთ!
* საკვებს ნუ მიიღებთ ძილამდე 3 საათის მანძილზე.
* თუ ისე მოხდა, რომ დღის მანძილზე ვერ ისადილეთ და ვახშმის დრო მხოლოდ ძილის წინ გამონახეთ, სასურველია მხოლოდ მსუბუქი საკვები მიიღოთ, ცხიმების და ნახშირწყლების დაბალი და ცილების მაღალი შემცველობით.
* დღე ცილებით დაიწყეთ, ხოლო ნახშირწყლები სადილისთვის ან ვახშმისთვის შემოინახეთ.
* არასდროს ივარჯიშოთ მშიერ კუჭზე. ასეთი დატვირთვისთვის თქვენს ორგანიზმს ენერგია ესაჭიროება. მაგრამ, კარდიო ვარჯიშების შესრულება, საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე შეიძლება. რაც შეეხება სხვა ვარჯიშებს, როგორც აღნიშნული იყო, მშიერი არ უნდა იყოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საუზმის ან სადილის შემდეგ უნდა ივარჯიშოთ. თუ 4-5 სთ. მანძილზე არ მიგიღიათ საკვები, ვარჯიშის წინ, შეგიძლიათ მაგ., ბანანი ან ჩირი მიირთვათ — კალორიულიც არის, ორგანიზმის მიერ ათვისება სწრაფადაც ხდება და ვარჯიშისთვის საჭირო ენერგიასაც იძლევა.

* საკვების მიღება, ყოველ ჯერზე, ცილებით დაიწყეთ, შემდეგ უკვე დანარჩენი მიაყოლეთ. ცილები სიგნალს გზავნის ტვინში, იმის შესახებ, რომ ორგანიზმმა უკვე მიიღო საჭირო რაოდენობის საკვები და ამიტომ, თქვენ იმდენ საკვებს მიიღებთ, რამდენიც საჭიროა.

ცილების და ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები

imageაქვე გთავაზობთ პროდუქტების ურთიერთშეთავსებადობის ცხრილს, რომელიც დღის რაციონის სწორედ შედგენაში დაგეხმარებათ:

image

და ბოლოს, პროდუქტების სია, რომელსაც ორგანიზმის გაწმენდა ძვირადღირებულ პროცედურებზე და წამლებზე ნაკლებად არ შეუძლია:

1. წითელი ჭარხალი

ეს არის ორგამიზმოს ნომერ პირველი გამწმენდი. ჭარხალი, დიდი რაოდენობით, შეიცავს ბოჭკოვანას, ფოსფორს, სპილენძს, C ვიტამინს და რიგ ორგანულ მჟავეებს, რომლებიც აუმჯოსებენ ორგანიზმში საკვების მოძრაობას და ანადგურებენ ნაწლავებში მავნე ბაქტერიებს. ჭარხლის შემადგენლობაში შედის ლიტოტროპული ნივთიერება «ბეტაინი», რომელიც ღვიძლს წმენდს ტოქსიკური ნივთიერებებისგან. ჭარხალი, ასევე შეიცავს ფოლიუმის მჟავას, რომელიც ახალი უჯრედების შექმნას უწყობს ხელს, რითაც აახალგაზრდავებს უჯრედებს.
მიღება: მოხარშული და უმი, წვენის სახით (თავდაპირველად, საჭიროა სტაფილოს წვენში განზავება მცირე რაოდენობით და დოზის თანდათანობით გაზრდა. გახსოვდეთ, რომ ახლად გამოწურული წვენი, სასარგებლო თვისებებს, გამოწურვიდან, 7 წთ-ის მანძილზე ინარჩუნებს).

2. თეთრთავიანი კომბოსტო

ის დიდი რაოდენობით საკვებ ქსოვილს შეიცავს, რომელიც «კრავს», მძიმე მეტალებს და
ტოქსინებს, ხოლო შემდეგ, გამოჰყავს ის ნაწლავების გავლით. გარდა ამისა, ის მდიდარია ორგანული მჟავეებით, რომლებიც აუმჯობესებენ საჭმლის მონელების პროცეს და ნორმაში მოჰყავთ საჭმლის მონელების სისტემის მიკროფლორა. მაგრამ, ეს კიდევ ყველაფერი არ არის. კომბოსტო შეიცავს, ძალიან იშვიათ, U ვიტამინს, რომელიც ანეიტრალებს მავნე ქიმიურ ნივთიერებებეს და ხელს უწყობს კუჭის წყლულის შეხორცებას.
მიღება: უმი, წვენის სახით.

3. ნიორი

ერთი კბილი ნიორი, 400-ზე მეტ კომპონენტს შეიცავს. ნიორი აქვეითებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და ასუფთავებს სისხლძარღვებს, ანადგურებს, თავის სიმსივნის გამომწვევი, გლიობლასტომის უჯრედებს. ებრძვის დიფტერიას, ტუბერკულიოზს და ჰელიკობაქტერიებს, «გამოჰყავს» ჭიები ორგანიზმიდან.
მიღება: უმი, განაყოლი (წყლის გარეშე).

4. ხახვი

ხახვის მთავარი ფასეულობა - ფიტონციდებია, რომლებიც ეთერზეთების შემადგენლობაში შედის. ამ ნივთიერებებს შეუძლია რამოდენიმე წამში მოკლას მავნე ბაქტერიები და სოკო. გარდა ამისა, ხახვი აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, ხელს უწყობს სასარგებლო ნივთიერებების შეთვისებას და აუმჯობესებს მადას. ხახვი შეიცავს დიდი რაოდენობით გოგირდს, რომელიც ანადგურებს «ყოველივე მავნეს» ორგანიზმში.
მიღება: უმი, ალყა-ალყა დაჭრილი.

5. ვაშლი

პექტინისა და ბოჭკოვანას შემცველობის გამო, ვაშლი აუმჯობესებს საჭმლის მონელების სისტემის მუშაობას, აგროვებს შლაკებს და ტოქსიკურ ნივთიერებებს, აუმჯობესებს მადას, ასტიმულირებს ნაღვლის გამოყოფას, ხსნის მუცლის შებერილობას და ა.შ. გარდა ამისა, ვაშლი ანადგურებს დიზინტერიის, ოქროსფერი სტაფილოკოკის და A ტიპის ვირუსული გრიპის გამომწვევ ბაქტერიებს.
მიღება: უმი და მოხარშული სახით.

6. ავოკადო

ავოკადო შეიცავს გლუტატიონს, რომელიც ბლოკირებას უწევს 40-მდე სხვადასხვა კარცეროგენს და ასუფთავებს ღვიძლს. ის, ასევე, დაბლა სწევს ქოლესტერინის დონეს სისხლში, აუმჯობესებს საჭმის მონელების პროცესს, აწვდის უჯრედებს ჟანგბადს და ა.შ.

მიღება: უმის სახით.

7. მოცვი

მოცვი არის ყველაზე ძლიერი ანტიბიოტიკი და ვირუსების საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც ეფექტურად ასუფთავებს შარდის ბუშტს და საშარდე გზებს, მავნე ბაქტერიებისგან. ამის გარდა, მოცვი ებრძვის კიბოს წარმოქმნელ უჯრედებს და ტრომბის განვითარებას სისხლძარღვებში.
მიღება: 1 ჭიქა მოცვის კენკრა 15 დღის მანძილზე. გაციების დროს, ასევე სასარგებლოა მოცვის მურაბა.

imageimageimageimageimageimageimage

1
376
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
376
  
2021, 12 ივლისი, 15:24
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

0 1 1