x
image
ირინა მ.
ხუთი ცხოველი, რომელთა შექმნისას დედა-ბუნება "ცუდ ხასიათზე იყო" (+ვიდეო)

image


ევოლუცია Windows-ის განახლებას ჰგავს, როცა იმ ფუნქციებს ამატებს, რომლებსაც არავითარი აზრი არ აქვს და უბრალოდ ყველაფერს აფუჭებენ. ყოველ აშკარა გაუმჯობესებაზე (მაგალითად, საწინააღმდეგო მიმართულებით განლაგებული ცერები), მოდის ერთი "გიჟური" გამოუსწორებელი შეცდომა, რომელიც არავითარ მიზანს არ ემსახურება, გარდა იმისა, რომ ცხოველის ცხოვრება უარესი გახადოს. აი, ასეთი "პრობლემური" რამდენიმე ცხოველის მაგალითი:

ზვიგენის ზურგზე გადაბრუნება მის პარალიზებას იწვევს

ზვიგენები-დიადი მკვლელი არსებები, იმდენად სრულყოფილები არიან, რომ მილიონი წლის განმავლობაში სრულებით არ შეცვლილან. იგი ჭეშმარიტად ევოლუციის მწვერვალია, მანამ სანამ ზურგზე არ გადააბრუნებთ-ასეთ შემთხვევაში ისინი უსუსურები ხდებიან. ამ პროცესს ტონიური უძრაობა ეწოდება. ტონიური უძრაობის დროს ცხოველები უძრავები ხდებიან, თითქოს ჰიპნოზის ქვეშ იმყოფებიან. ამას შეიძლება "გამორთვის ღილაკიც" უწოდოთ. მყვინთავები, მეცნიერები და უბრალოდ ცუდი ხალხი, სარგებლობენ ამ მოვლენით, რათა შეისწავლონ და მართონ ცხოველები ველურ ბუნებაში ან ლაბორატორიაში. ხსენებული ზვიგენები უმრავლეს შემთხვევაში ვერ გამოდიან ამ მდგომერეობიდან, სანამ ისევ არ გადმოაბრუნებენ.

image

თავის მხრივ "კასატკებმა" (მკვლელი ვეშაპები. მიეკუთვნებიან დელფინების ოჯახს) ისწავლეს ამ თავისებურების გამოყენება ზვიგენების საწინააღმდეგოდ და თავის სასარგებლოდ. თეთრი ზვიგენების ტონიური უძრაობა სასიკვდილოდ სახიფათოა, რადგან მათ გამუდმებით უნდა იცურონ, რათა წყალმა იმოძრაოს ლაყუჩების გავლით. "კასატკები" იყენებენ ამ "ტაქტიკას" იმისთვის, რომ ჩაძირონ თეთრი ზვიგენები და მათი ნოყიერი ღვიძლით გამოიკვებონ. ამისთვის მათ მხოლოდ ზვიგენის გადაბრუნება სჭირდებათ, რომ იგი უსუსური ხორცის ნაჭრად აქციონ.

დიარეა, რომელიც ბამბუკის კვებასთანაა დაკავშირებული, ანადგურებს პანდებს

ორი მილიონი წლის წინ პანდები მცენარეულ დიეტაზე გადავიდნენ, ალბათ ზედმეტი კილოგრამების მოშორების მიზნით. სამწუხაროდ მათი საჭმლის მომნელებელი სისტემა აქამდე ვერ ადაპტირდა ცვლილებებთან, ეს კი ნიშნავს, რომ ისინი საფრთხის ქვეშ არიან.

image

რაც პანდას გააჩნია, ყველაფერი ადაპტირებულია ბამბუკით კვებასთან: მძლავრი ყბები, უკეთ რომ დაღეჭოს, "დიდი თითები", უკეთ რომ დაანაწევროს და ა.შ. ყველაფერი ადაპტირებულია კუჭის გარდა, მისთვის ევოლუციამ რატომღაც არ იზრუნა. როგორც ყველა ხორცისმჭამელი დათვი, პანდები საჭმელს გადაამუშავენ 10 საათზე ნაკლებ დროში, მაშინ როცა მალახისმჭამელებს ჩვეულებრივ ამისთვის 24 საათზე მეტი დრო სჭირდებათ. ეს ნიშნავს, რომ პანდებმა მთელი დღე კვებაზე უნდა დახარჯონ, რათა მოხმარებული საკვებიდან ასეთი რაოდენობის ენერგია მიიღონ. ეს თავის მხრივ მათში დიარეას იწვევს, ამასთან გართულებულს.

იმდენად, რამდენადაც პანდები უმეტესწილად თავიანთ ტოქსიკურ ექსკრემენტებში არიან ამოსვრილი, ეს მათ რეპროდუქციულ სისტემაზეც აისახება. პანდები ძალიან დელიკატურები არიან, და თავისი ექსკრემენტების გარემოცვაში მყოფთ ხშირად მადა ეკარგებათ. ამას თუ მათი კუჭის თავისებურებასაც დავუმატეთ, მიხვდებით, დედალ პანდებს რატომ უძნელდებათ ნაყოფის შენარჩუნება. ეს სამწუხაროა მთელი სახეობისთვის.

ლემური უზარმაზარი კვერცხებით, რომელიც მათ ტკივილს აყენებს

ჩრდილოეთის გიგანტური ლემური (მირზა ზაზა) დაახლოებით ჩვეულებრივი ციყვის ზომისაა, ერთი გამონაკლისით: მას, სხვა ცხოველებთან შედარებით, ყველაზე დიდი კვერცხები აქვს პრიმატების სამყაროში.

image


image

მეცნიერების სიტყვებით (რომლებმაც ეს სახეობა აღმოაჩინეს), მამაკაცებს რომ ასეთი ზომის კვერცხები ჰქონოდათ, ისინი ორი გრეიფრუტის ზომის მსგავსი კვერცხებით ივლიდნენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საცოდავი ლემურები ჯუნგლებში გამუდმებით ეჯახებიან ხეებსა და ტოტებს ამ ორგანოებით. საეჭვოა, რომ ეს მათ სიამოვნებას ანიჭებდეთ. ალბათ ფიქრობთ, ნუთუ მათი კვერცხები ზომას არ იცვლიან გამრავლების სეზონის შემდეგ? არა! სხვა ლემურებისგან განსხვავებით, მირზა ზაზას კვერცხები მთელი წლის განმავლობაში ერთი ზომისაა. მათ არ აქვთ გამრავლების გარკვეული სეზონი, ე.ი. ისინი ყოველვის აღგზნებულია. ეს პრიმატები აღნიშნული ორგანოს გამუდმებული ტკივილით ცხოვრობენ.

ზარმაცა შეიძლება სავსე კუჭით შიმშილისგან დაიღუპოს

ზარმაცები თავის სიზანტით არიან განთქმული. მათ არ შეუძლიათ თავისი სხეულის ტემპერატურის რეგულირება, ამიტომ მათმა ორგანიზმმა რომ იფუნქციონიროს, აუცილებელია ძალიან ცოტა ენერგიის ხარჯვა. ზარმაცებს მეტაბოლიზმის ძალიან დაბალი დონე აქვთ. მათი შინაგანი ორგანოებიც კი "ზარმაცები" არიან, იმიტომ რომ საკვებს 30-50 დღის განმავლობაში ამუშავებენ.

image

მცენარეები, რომლითაც ზარმაცები იკვებებიან, არც ისე ნოყიერია, ამიტომ ბევრ ენერგიას ვერ ღებულობენ. მათ ორგანიზმში არის ნაწლავის ბაქტერიები, რომლებიც საკვების გადამუშავებაში ეხმარება. მაგრამ რამდენადაც ზარმაცებს არ შეუძლიათ სხეულის ტემპერატურის რეგულირება, ხანდახან ძალიან სცივათ. როცა ასეთი რამ ხდება, ბაქტერიები იღუპებიან და ცხოველი ვეღარ ამუშავებს საკვებს. სწორედ ამოტომ, იმ ადამიანების თქმით, რომლებიც მშველელებად მუშაობენ, ზარმაცები შიმშილობენ, თუმცა მათი კუჭები სავსეა. მათ შეუძლიათ უსასრულოდ იკვებონ, მაგრამ ენერგიას ვერ მიიღებენ.

პრიმატები Tarsius

ისინი პლანეტაზე ყველაზე საყვარელი არსებები არიან, მაგრამ სამწუხაროდ სტრესს განიცდიან, როცა ადამიანების გარემოცვაში ხვდებიან, და მიდრეკილი არიან ჭკუიდან გადავიდნენ და თავი მოიკლან. საკმარისია ერთი თითის დაკარება, "სუიციდის რეჟიმის" აქტივაცია რომ დაიწყოს.

image

image

ის რაც ამ პრიმატებს ემართებათ, მეცნიერებაში "სტერეოტიპის" სახელწოდებით არის ცნობილი. ეს ეხება ნებისმიერ განმეორებად ქცევას, მაგალითად, როცა ცხოველები ქანაობენ ან წრეზე დადიან. Tarsius თავს ურტყავს კედელს და ხის ტოტებს, სანამ არ მოკვდება. არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც არ შეგვიძლია ამ პრიმატის სახლში ყოლა: მათ დაახლოებით 100 ათასი კვ. მეტრი პირადი სივრცე სჭირდებათ. ეს ცხოველები იმდენად ნაზი და მგრძნობიარენი არიან, რომ ზოოპარკშიც კი არ ჰყავთ, რათა არ დაუშვან მათი მასიური თვითმკვლელობები.





ნახეთ ასევე:





დაიჭირეს 75 წლის ნიანგი "უსამა", რომელმაც 80-მდე ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს

image


ლომი განრისხებულ კამეჩებს ძლივს გაექცა და....ხეზე აძვრა

image


ყველაზე უცნაური პრიმატი მსოფლიოში, რომელიც საკვების ძიებისას შუა თითს იყენებს (ვიდეო)

image


ცნობისმოყვარე ცხოველები, რომლებიც ფოტოგრაფებს მუშაობაში ხელს უშლიან

image


ცხოველთა ჰიბრიდები, რომელთა შესახებ ბევრს არც სმენია (ვიდეო)

image


ბედნიერი, უდარდელი, ცეკვის მოყვარული სიფაკები, რომლებსაც ადამიანებს ამსგავსებენ

image


საოცარი ფაქტები ჩვენთვის ნაცნობი და უცნობი ცხოველების შესახებ

image









0
919
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
919
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0