ჯანმრთელი კვება კაკაო დადებითად მოქმედებს მხედველობის ორგანოებზე – მეცნიერებმა კვლევის ახალი შედეგები გამოაქვეყნეს (+ ცხელი კაკაოს მომზადების 2 რეცეპტი) 2021, 12 ივლისი, 9:29
კვლევის ავტორებმა ორი ნივთიერების: ფლავანოლების (შედის კაკაოს შემადგენლობაში) და ანტოციანების (წითელი კენკრის შემადგენლობაშია) ორგანიზმზე ზემოქმედების შედეგები გაანალიზეს. ექსპერიმენტის დაწყების წინ, ექსპერტებმა მოხალისეებს, 4 მეტრის დისტანციაზე, მხედველობა შეუმოწმეს. ამის შემდეგ, რძის დალევა შესთავაზეს, კაკაოს ან ხილის წვენის დამატებით. «დაპირისპირება» ნივთიერებებს შორის, პირველის სასარგებლოდ დამთავრდა. გაირკვა, რომ ფლავანოლები, რომელიც კაკაოს ფხვნილის შემადგენლობაში შედის, ნერვულ სისტემას ასტიმულირებს, ამაღლებს ყურადღების კონცენტრაციის ხარისხს, აძლიერებს მხედველობით მეხსიერებას და ყველაფერთან ერთად, მხედველობასაც აუმჯობესებს. აქვე გთავაზობთ, კაკაოს შესახებ, სხვა საინტერესო ფაქტებს და მისი მომზადების რეცეპტებს:
2. კაკაო არეგულირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში. ჭიქა კაკაო, აუმჯობესებს ადამიანის განწყობას და ამაღლებს სასიცოცხლო ტონუსის! 3. კაკაოს მიღება რეკომენდირებულია დღის პირველ ნახევარში. მასში შემავალი ბუნებრივი პიგმენტი – მელანინი, შთანთქავს მზის სხივებს, კანს იცავს ულტრაიისფერი სხივებისგან და მზის დამწვრობისგან. 4. კაკაო აღიარებული ლიდერია სასარგებლო მიკროელემენტების შემცველობის მიხედვით, ხოლო თუთიის შემცველობით, საერთოდ, უკონკურენტოა! 5. კაკაოს მარცვლები შეიცავს ცილებს (12-15%), ცხიმებს, ნახშირწყლებს (6-10%), В ჯგუფის ვიტამინებს, ცელულოზას და ანტიოქსიდანტებს. 6. უახლესმა კვლევებმა აჩვენა, რომ კაკაო კოკოხილის შენაერთს შეიცავს, რომელიც კანის უჯრედების გამრავლებას და ზრდას უწყობს ხელს. მას ასევე, შეუძლია ჭრილობის შეხორცების დაჩქარება და ნაოჭების წარმოქმნის შეჩერება. 7. კაკაოში არის კიდევ ერთი ნივთიერება — ეპიკატეხინი, რომლიც ორგანიზმს სხვადასხვა საშიში დაავადებისგან იცავს. მაგ., როგორიც არის: სიმსივნე, დიაბეტი, ინფარქტი და ინსულტი. 8. ამერიკელმა მეცნიერების მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ კაკაო უფრო კალორიულია, ვიდრე ჩაი და ყავა, ის მაინც არ იწვევს წონაში მატებას. თუ გახდომაზე ოცნებობთ — სვით კაკაო! 9. კაკაო ძლიერი ანტიოქსიდანტია, მდიდარია მაგნიუმით და ვიტამინებით. რაც იმას ნიშნავს, რომ ის წარმოუდგენლად სასარგებლოა, განსაკუთრებით, 40 წელს გადაცილებული ქალბატონებისთვის! 10. კაკაო ძალიან სასარგებლო პროდუქტია, მაგრამ თუ მას მიხაკს და დარიჩინს დავამატებთ, მისი მოქმედების ეფექტი უფრო მეტად გაიზრდება! სამივე პროდუქტი მავნე მიკრობებს ანადგურებს და ავად გახდომის რისკებს ამცირებს, განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დარიჩინი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს ანთების პროცესს ორგანიზმში. ხოლო, მიხაკს ძლიერი ანტისეპტიკური და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები აქვს. კაკაო დარიჩინით და მიხაკით ინგრედიენტები: რძე – 2 ჭიქა (ვისაც ალერგია აქვს ან არ უყვარს, ნუშის რძის გამოყენება შეუძლია) კაკაოს ფხვნილი – 1 ს. კ. მომზადება: I. მოათავსეთ ყველა მშრალი ინგრედიენტი ქვაბში. III. მიიყვანეთ დუღილის ტემპერატურამდე და ხარშეთ 1-2 წთ. კაკაოს მომზადება როგორც სახლში, ისე ღია ცის ქვეშ შეიძლება, ყველგან რადაც შესაძლებელია წყლის ადუღება. გეოლოგების ანუ საველე კაკაოს რეცეპტი, კი ასეთია: ინგრედიენტები: შესქელებული რძე – 3 ჩ. კ. მომზადება: ჭიქაში მოათავსეთ შესქელებული რძე > დაამატეთ კაკაოს ფხვნილი > კარგად შეურიეთ ერთმანეთს > დაასხით მდუღარე წუალი > მოურიეთ და უგემრიელესი კაკაო მზად იქნება. არხის სხვა სიახლეები:1. სტალინმა II მსოფლიო ომის დამთავრების და საკუთარი გარდაცვალების თარიღი წინასწარ იცოდა
|
|