კინო Romeo Must Die - რომეო უნდა მოკვდეს 2021, 20 ივლისი, 10:43 საინტერესო ფაქტები
სცენა სადაც ჯეტ ლი და აალია ებრძოლებიან ჩინელ მოტოციკლეტისტ გოგოს, იყო თავად ჯეტ ლის იდეა.
„რომეო უნდა მოკვდეს“ არის აალიას სადებიუტო ფილმი.
4 წლით ადრე სანამ ამ ფილმზე აიყვანდნენ, აალია განიხილებოდა ჯულიეტას როლზე ფილმ „რომეო და ჯულიეტა“-ში, სადაც პარტნიორობას ლეონარდო დიკაპრიოს გაუწევდა, თუმცა უარი განაცხადა ჯულიეტას როლზე, რადგან თვლიდა, რომ მისთვის ჯერ ძალიან ადრე იყო მსახიობობა.
ფილმის პროდიუსერმა ჯოელ სილვერმა მთავარი როლზე მიიწვია ჯეტ ლი იმის გამო, რომ მას ძალიან მოეწონა ჯეტ ლის თამაში ფილმ „სასიკვდილო იარაღი 4“-ში.
როდესაც ტრიში (აალია), მორისს აუდიო-ვიდეო სალონიდან გამოეპარება და ტაქსის მანქანაში დაემალება, მორისი ყვირილით გამორბის და იძახის: „ტრიშ! მაინც ვიპოვი შენს აალიას მაგვარ ტრაკს!“ „ტრიში“-ს როლს სწორედ რომ აალია ასრულებს ფილმში.
ჯეტ ლი, დი ემ ექსი და ენტონი ანდერსონი ერთად მონაწილეობენ ფილმ „აკვნიდან სამარემდე“. მათთან ერთად ასევე უნდა ყოფილიყო აალიაც, მაგრამ მისი ტრაგიკული სიკვდილის გამო მის ნაცვლად როლზე მოიწვიეს გებრიელ უნიონი.
აალიას ტირილის სცენის დროს, მისი ცრემლები ბუნებრივი იყო, რადგან ის ბებიამისის სიკვდილზე ფიქრობდა რათა როლში შესულიყო, რომელიც მის ცხვორებაში დიდ როლს თამაშობდა. ამგვარად, მას არ დასჭირვებია რაიმე ხრიკი რათა ცრემლი წამოსვლოდა.
ჯეტ ლი დათანხმდა უარყოფითი როლი ეთამაშა ფილმ „სასიკვდილო იარაღი 4“-ში იმ პირობით, რომ ის მთავარ როლს შეასრულებდა მის მომდევნო ჰოლივუდურ ფილმში, სადაც იქნებოდა მეტი „ექშენი“ და საბრძოლო ხელოვნების მეტი დემონსტრირება.
„რომეო უნდა მოკვდეს“ არის აალიას ერთადერთი ფილმი, რომელიც მის სიცოცხლეშივე გამოვიდა.
ფილმს ჰქონდა ალტერნატიული დასასრული სადაც ფილმის ბოლო სცენაში აალია და ჯეტ ლი ერთმანეთს კოცნიან, თუმცა ეს ვერსია დაწუნებული იყო სატეტსო ჩვენებაზე, რადგან მაყურებელს არ მოეწონა ის ფაქტი, რომ ფილმში იყო რასთაშორისი რომანი. მაგრამ ჯეტ ლის სიტყვებზე დაყრდნობით კოცნის სცენა შეუფერებლად მიიჩნიეს ჯეტ ლის პერსონაჟისთვის, რადგან ის მოწმე იყო თავისი მამის თვითმკვლელობის და ამის შემდეგ კოცნის სცენა უკვე გაუმართლებელი იქნებოდა. ამიტომ ფილმის დასკვნითმა სცენამ კოცნის გარეშე ჩაიარა.
ფილმის ბიუჯეტი: 25 მილიონი - 91 მილიონი.
ავტორი: ბესო ჭიკაიძე
შეგიძლიათ ნახოთ
128 შეფასება არ არის
|