სხვა საფრანგეთმა პარტნიორ ქვეყნებს მოუწოდა არ აღიარონ ჩინური და რუსული ვაქცინა 2021, 8 ივლისი, 16:42 ევროკავშირის ქვეყნებმა არ უნდა აღიარონ რუსეთში და ჩინეთში შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები. ამის შესახებ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სახელმწიფო მდივანმა კლემან ბონმა განაცხადა. "აუცილებელია, რომ იმ მედიკამენტების ჩამონათვალს, რომლითაც ვაქცინირებული იქნება ხალხი, საფრანგეთის ტერიტორიაზე დაშვების უფლება მიეცეს, მხოლოდ იმ ვაქცინებს, რომელთა ეფექტურობაშიც დარწმუნებული ვართ. ამჟამად საფრანგეთში და ევროპაში მხოლოდ ოთხი მათგანია აღიარებული. რიგ სხვა ვაქცინებთან, კერძოდ, რუსულ და ჩინურთან დაკავშირებით, საფრანგეთი პარტნიორ ქვეყნებს ეუბნება: "ფრთხილად იყავით, უარი თქვით ამ ვაქცინებზე." - გავრცელდა France 2-ის არხზე. 119 შეფასება არ არის
|