x
მეტი
  • 30.06.2024
  • სტატია:135691
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510054
Django Unchained - ჯანგო გათავისუფლებული

საინტერესო ფაქტები

image⭕️ სცენაში სადაც კალვინ კენდიმ (ლეონარდო დიკაპრიო) სადილის მაგიდაზე ხელი დაარტყა, მან შემთხვევით პატარა ჭიქა გატეხა, რითაც ხელი გაეჭრა და სისხლდენა დაეწყო. ლეონარდოს კი ამის გამო თამაში არ შეუწყვიტავს და რეჟისორისთვის ეს იმდენად განმაცვიფრებელი იყო, რომ გადაწყვიტა ეს კადრი ფილმიდან არ ამოეჭრა. ტარანტინო იხსენებდა, რომ როდესაც ეს სცენა გადაიღეს, დიკაპრიოს ყველა ფეხზე მდგარი ოვაციებით შეხვდა მისი ასეთი პროფესიონალიზმის გამო.

⭕️ სადილობის სცენის გადაღების დროს ლეონარდო დიკაპრიოს რამდენჯერმე მოუწია გადაღების შეჩერება, რადგან ძალიან ცუდად გრძნობდა თავს ბევრი რასობრივი დისკრიმინაციის გამოყენების გამო. სემუელ ელ ჯექსონმა შემდეგ ის ცალკე გაიყვანა და უთხრა: „შე დედამოტყ... რა გეტაკა, ეს უბრალოდ გადაღებებია და ჩვენი მორიგი სამშაბათი დღე“.

⭕️ ჯეიმი ფოქსი ფილმში თავის საკუთარ ცხენს იყენებდა სახელად ჩიტა. მან ის დაბადების დღის საქურად მიიღო 4 წლით ადრე ფილმის გადაღებამდე.

⭕️ ლეონარდო დი კაპრიო ძალიან არასასიამოვნოდ გრძნობდა თავს იმის გამო, რომ მისი პერსონაჟი ასეთი საშინელი და რასისტული იყო. ტარანტინომ შემდეგ დაარწმუნა ის, რომ ან უნდა ყოფილიყო რაც შეიძლებოდა საშინელი და დაუნდობელი ან არა და ხალხი მას ზედაპირულ თამაშს არასოდეს აპატიებდა.

⭕️ ამ ფილმზე მუშაობის შემდეგ ენიო მორიკონემ განაცხადა, რომ ის აღარასოდეს იმუშავებდა კუენტინ ტარანტინოსთან, იმიტომ რომ მას არ მოსწონდა თუ სად და როგორ და რა დოზით ანთავსებდა ტარანტინო მუსიკებს ფილმში. თუმცა, ამის შემდეგ მათ მაინც იმუშავეს ერთად ფილმზე „საძულველი შვიდეული“, რაზეც მორიკონემ მიიღო პირველი აკადემიის ჯილდო.

⭕️ ცხენზე ჯდომის ვარჯიშის დროს კრისტოფ ვალცმა მენჯი მოიტეხა როდესაც ის ცხენიდან გადმოვარდა. ამის შემდეგ ჯეიმი ფოქსმა მას საჩუქარი გაუკეთა. მან კრისტოფს უნაგირიანი ცხენი აჩუქა ღვედით, რასაც ორივე სიცილით იხსენებს.

⭕️ კრისტოფ ვალცის შესრულება ამ ფილმში ყველაზე გრძელია როგორც ოსკარის მფლობელი მეორეხარისხოვანი როლისთვის.

⭕️ ფილმი გადაღებულ იქნა 130 დღეში, რაც ითვლება კუენტინ ტარანტინოს ყველაზე გრძელვადიან ფილმად გადაღების თვალსაზრისით.

⭕️ ჯანგოს როლზე განიხილებოდნენ უილ სმიტი, კრის ტაკერი, ტერენ ჰოვარდი, მაიკლ კენეტ უილიამსი და ტაირეს გიბსონი. კუენტინ ტარანტინო როლს სპეციალურად უილ სმიტისთვის წერდა და ასევე სმიტის აგენტებსა და მენეჯერსაც სურდათ, რომ მას როლზე თანხმობა ეთქვა, თუმცა სმიტისთვის ეს როლი უინტერესო აღმოჩნდა. მხოლოდ ამის შემდეგ ტარანტინომ როლი ჯეიმი ფოქსს შესთავაზა.

⭕️ კუენტინ ტარანტინომ განაცხადა, რომ მისი შექმნილი პერსონაჟებიდან არცერთი პერსონაჟი არ ეზიზღება ისე ძალიან როგორც კალვინ ჯ. კენდი.

⭕️ როდესაც კუენტინ ტარანტინო პირველად შეხვდა ფრანკო ნეროს (ჯანგოს როლის შემსრულებელი 1966 წელს) რომში, მან უთხრა ნეროს, რომ ჯანგო პირველად ნახა მაშინ როდესაც ვიდეო მაღაზიაში მუშაობდა. მან შემდეგ დაიწყო სტრიქონების წარმოთქმა და სიმღერებიც კი უმღერა ნეროს ყველა მისი ფილმიდან რაც ნერო ძალიან განაცვიფრა თუ როგორ ყველაფერი ჰქონდა დაზეპირებული ტარანტინოს.

⭕️ „ჯანგო“ არის ტარანტინოს ყველაზე ძვირადღირებული ფილმი, რომლის ბიუჯეტი 100 მილიონი დოლარია.

⭕️ ჯანგოს როლზე მნიშვნელოვნად განიხილებოდა კუბა გუდინგ უმცროსი, თუმცა ტარანტინოს მისი კანდიდატურა არ მოსწონდა.

⭕️ Smitty Bacall Gang-ის ერთ-ერთ წევრს ერქვა ჯერალდ ნეში. ეს სახელი გამოყენეული იყო ფილმ „მკვლელებად დაბადებულნი“-ში, სადაც ერთ-ერთ პოლიციელს ერქვა, რომელიც მიკიმ და მელორიმ მოკლეს და ასევე ფილმ „ცოფიანი ძაღლები“-ში. ზოგადად, ტარანტინოს სჩვევია ერთი და იგივე სახელების გამოყენება თავის სხვადასხვა ფილმებსა თუ სცენარებში.

⭕️ სახელი „ჯანგო“, რომაული სახელია რაც ნიშნავს „მე ვიღვიძებ“. ეს სახელი ძალიან პოპულარული იყო მუსიკოსებსა და ჯაზმენებს შორის. ბევრი ფსევდონიმადაც იყენებდა ამ სახელს. მაგალითად ჟან-ბაპტისტ რეინჰარდტი, რომაელ-ბელგიელი ჯაზ-გიტარისტი, რომელმაც ფსევდონიმად გამოიყენა სახელი „ჯანგო“ როგორც ჯანგო რეინჰარდტი. სწორედ ამ ჯაზ-გიტარისტის ისტორიაა მოყოლილი ფილმში „ჯანგო“.

⭕️ დოქტორ კინგ შულცი ნაწილობრივად ასახავს დოკ ჰოლიდეის რეალურ ცხოვრებას, სტომატოლოგი რომელიც გახდა მსროლელი.

⭕️ ფილმში უნდა ყოფილიყო პერსონაჟი სახელად ეის ვუდსი, რომელიც სპეციალურად კევინ კოსტნერისთვის იყო დაწერილი, მაგრამ კოსტნერმა როლზე უარი განაცხადა და პერსონაჟი საერთოდ ამოიღეს ფილმიდან.

⭕️ ტარანტინოს არაერთი როლი აქვს შეთავაზებული კევინ კოსტნერისთვის, მაგრამ ის ყოველთვის უარს ამბობდა შეთავაზებულ როლებზე. მაგალითად, როდესაც ტარანტინო მუშაობდა სცენარზე „მოკალი ბილი“, ბილის როლი კევინ კოსტნერისთვის იწერებოდა რაზეც კევინმა უარი განაცხადა და საბოლოოდ როლი ხვდა დევიდ კარადინს.

⭕️ ლეონარდო დიკაპრიომ განაცხადა, რომ პერსონაჟებმა დრექს სპაივი ფილმიდან “ნამდვილი სიყვარული“ და დოკ ჰოლიდეი ფილმიდან „ტუმსტოუნი: ველური დასავლეთის ლეგენდა“, თავისი როლის კალვინ კენდის შესრულებაზე მოახდინეს მნიშვნელოვანი გავლენა.

⭕️ მიუხედავად იმისა, რომ ფილმს ხშირად თვლიან ვესტერნის ჟანრად, კუენტინ ტარანტინო ყოველთვის განმარტავს, რომ ფილმი სამხრეთული ჟანრისაა და არა დასავლური (ვესტერნი), რადგან ფილმის მოქმედება ხდება ამერიკის ღრმა სამხრეთ ნაწილში და არა დასავლეთში.

⭕️ იყო საუბარი იმის შესახებ, რომ ფილმი ორ ნაწილად გაეკეთებინათ როგორც „მოკალი ბილი“-ა. საბოლოოდ ტარანტინომ გადაიფიქრა და მოუწია უამრავი კადრისა და სცენის ამოჭრა. მათ შორის იმ სცენების ამოჭრა სადაც ზო ბელის პერსონაჟის ისტორიაა ნაჩვენები, საიდანაც ირკვევა თუ რატომ აქვს მას ნახევარი სახე ბენდენით დაფარული რათა საშინელი ნაიარევი დამალოს.

⭕️ ბევრი მსახიობთაგანი სწორედ მათთვის დაწერილ როლებს თამაშობენ. მათ შორის არიან ლეონარდო დიკაპრიო, კრისტოფ ვალცი და სამუელ ელ. ჯექსონი.

⭕️ ჯანგოს როლზე განიხილებოდა დენზელ ვაშინგტონი, მაგრამ ის პერსონაჟისთვის ცოტა უფრო ხნიერი იყო.

⭕️ სამუელ ელ. ჯექსონმა ინტერვიუში ფილმი დაახასიათა შემდეგნაირად: „დეტექტივი შაფტი ცხენზე“.

⭕️ ზო ბელი და ლედი გაგა განიხილებოდნენ ლარა ლი ქენდი-ფიცვილის როლზე.

⭕️ ფილმმა მიიღო აკადემიის ჯილდო როგორც საუკეთესო სცენარი და საუკეთესო შესრულება.

⭕️ ფილმს ჰყავს 4 ოსკაროსანი მსახიობი: კრისტოფ ვალცი, ლეონარდო დიკაპრიო, ჯეიმი ფოქსი და კუენტინ ტარანტინო.

⭕️ დონალდ ტრამპმა თავის ტვიტერზე გამოაქვყნა შემდეგი პოსტი როდესაც ეს ფილმი ნახა: „ჯანგო ეს არის ყველაზე რასისტული ფილმი რაც კი ოდესმე მინახავს. ფილმმა ჩაისვარა“.

⭕️ ფილმის ბიუჯეტი: ????100 მილიონი - ????425 მილიონი


ავტორი: ბესო ჭიკაიძე


შეგიძლიათ ნახოთ
image
0
26
შეფასება არ არის
ავტორი:G.A.G.
G.A.G.
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0