x
მეტი
  • 30.06.2024
  • სტატია:135691
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510053
Hachi: A Dog's Tale - ჰაჩიკო: ძაღლის ისტორია

საინტერესო ფაქტები

image???? რიჩარდ გირი და ჯეისონ ალექსანდერი ერთად თამაშობდნენ ფილმში „ლამაზმანი“.

????
American Human Association აკვირდებოდა მთელი ფილმის გადაღების დროს ცხოველების ქცევებს. არცერთი ცხოველი ფილმის გადაღების დროს არ დაშავებულა.

????
ფილმის დიდი ნაწილი გადაღებულია ბრისტოლში, როდ აილენდში და ვუნსოკეტში.

????
ჰაჩის პრემიერა შედგა 2009 წლის 13 ივნისს, სიეტლის საერთაშორისო ფილმის ფესტივალზე, ხოლო პირველი ჩვენება კი იაპონიაში 8 აგვისტოს.

????
რიჩარდ გირი ამბობდა, რომ „ამ ჯიშის ძაღლები არ არიან ისეთები, რომელთა გულის მოგება საჭმლის ან რაიმე ტკბილეულობით შეგიძლიათ. მათ ან მოსწონხარ ან არ მოსწონხარ! აკიტასები ძალიან გამჭრიახი და თავისებური ძაღლები არიან და მომთვინიერებლებიც კი ძალიან შიშობდნენ ჩემს გამო როცა ჩემსა და ძაღლებს შორის უნდა მომხდარიყო პირველი შეხვედრა, რადგან ჩემი მათდამი დამოკიდებულება ძაღლების პირველ შეხედულებაზე იყო დამოკიდებული თუ როგორი თვალით შემომხედავდნენ და მადლობა ღმერთს, რომ მათი მოწონება დავიმსახურე“. (სიცილით იხსენებს)

????
ფილმის დახურვითი სცენის თანახმად ნამდვილი ჰაჩიკოს სიკვდილის თარიღი მითითებულია 1934 წლის მარტი, მაშინ როცა 1987 წელს ჰაჩიკოზე გადაღებულ ფილმში „ჰაჩიკო მონოგატარი“ ნაჩვენებია, რომ ის მოკვდა 1935 წელს, 9 წლისა და 9 თვის შემდეგ, რაც მისი პატრონი დაიღუპა.

????
მას შემდეგ, რაც ჰაჩიკოს მეპატრონე გარდაიცვალა, ჰაჩიკო უენოს ოჯახის მებაღემ აიყვანა.

????
ჰაჩი არის იაპონური აკიტა აინუ იაპონიის ჩრდილოეთ მთიანი რეგიონიდან.

????
იმისათვის, რომ ჰაჩი დაებერებინათ, მას ბეწვი გაუმკრთალეს და პატარა სიმძიმეები დაჰკიდეს ყურებსა და კუდზე რათა დაშვებული ჰქონოდა.

????
როდესაც პარკერი ინტერნეტში ინფორმაციას ეძებს აკიტაზე, ის წააწყდება ნამდვილ უენოსა და ჰაჩიკოს სურათს, რომელიც 1924 წელსაა გადაღებული.

????
2012 წლის 19 მაისს, იაპონური ძაღლის ბრინჯაოს ქანდაკება იქნა დადგმული Woonsocket Depot Square-ზე, იმ რკინიგზის სადგურზე სადაც ფილმი იყო გადაღებული. ქანდაკება ზუსტი გამეორებაა ჰაჩიკოს იმ ბრინჯაოს ქანდაკების, რომელიც დგას იაპონიაში Shibuya Station-ზე.

????
ფილმში ჰაჩიკოს განასახიერებს სამი ძაღლი: ჩიკო, ლაილა და ფორესტი.

????
ფილმის ბიუჯეტი: ????16 მილიონი - ????46 მილიონი.




ავტორი: ბესო ჭიკაიძე
შეგიძლიათ ნახოთ
0
23
შეფასება არ არის
ავტორი:G.A.G.
G.A.G.
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0