განათლება ჩიკაგოში უმცროსკლასელებს პრეზერვატივებს დაურიგებენ 2021, 8 ივლისი, 14:44 ახალი სასწავლო წლიდან, ჩიკაგოს დაწყებითი სკოლის მოწაფეებს (10 წლიდან და ზემოთ)უფასოდ დაურიგდებათ პრეზერვატივები, იუწყება FoxNews. ინოვაცია ადგილობრივი მომხმარებელთა უფლებების ზედამხედველობის დეპარტამენტის (CPS) ინიციატივაა, ”როგორც ნაწილი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების, აივ ინფექციის, ასევე არასასურველი ორსულობის შემცირების მცდელობებისა”. ახალი წესების ინიციატორია მომხმარებელთა უფლებების ზედამხედველობის ადგილობრივი დეპარტამენტი ( CPS), რომელიც მიზნად ისახავს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების, აივ ინფექციის, ასევე არასასურველი ორსულობის შემცირებას ”. CPS- ის მთავარმა ექიმმა კენეტ ფოქსმა აღიარა, რომ ამ გადაწყვეტილების გამო "უკვე ზოგიერთი აიჯაგრა", მაგრამ ეს იყო აუცილებელი ნაბიჯი სკოლის მოსწავლეების ჯანმრთელობის დასაცავად". - ინფექციის და სქესობრივი გზით გადამდები დაავადების მაღალი რისკი გვაქვს. პრეზერვატივის განაწილება შეაჩერებს ამ რისკს". - დასძინა ფოქსმა. ქალაქის დაწყებით სკოლებს 250 ცალი პრეზერვატივი დაურიგდება თვეში, ხოლო საშუალო სკოლებში(უფორსკლასელებში) მათი რაოდენობა 1000 იქნება. სკოლის პედაგოგები კონტრაცეფციის გამოყენება-აღრიცხვაზე პასუხისმგებლები იქნებიან, ასევე მასწავლებლებს მოეთხოვებათ გაიარონ სრულყოფილი ტრენინგი სექსუალურ განათლებაზე. დაწყებითი სკოლის მოსწავლეების მშობლები აღშფოთებულები არიან და აპირებენ სასამართლოს მიმართონ, რათა გააუქმონ CPS გადაწყვეტილება ან კიდევ გაზარდონ ასაკობრივი ზღვარი სკოლის მოსწავლეებისთვის. 532 4-ს მოსწონს
|