საზოგადოება ჰანდე სორალი - ვინ არის მშვენიერი თურქი მსახიობი ქალი (+ფოტოები) 2021, 9 ივლისი, 10:00 სახელი და გვარი: ჰანდე სორალი დაბადების თარიღი: 2 თებერვალი, 1987 წელი დაბადების ადგილი: ბურსა, თურქეთი ეროვნება: თურქი პროფესია: მსახიობი კარიერა: 2008 წლიდან ზოდიაქო: მერწყული სიმაღლე: 160 სმ წონა: 56 კგ თურქი მსახიობი, ჰანდე სორალი, დაიბადა 1987 წლის 2 თებერვალს, ქალაქ ბურსაში, ინეგოლის რაიონში. გოგონამ ანატოლიის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო ბილგის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიურ ფაკულტეტზე. ჰანდე სორალის სამსახიობო კარიერა მაშინ დაიწყო, როდესაც იგი, 2008 წელს, გამოჩნდა კომედიურ სერიალში, როგორც მიწვეული მსახიობი. პროექტი მეტად წარმატებული აღმოჩნდა გოგონასთვის, რადგან მისი დასრულების შემდეგ, შოუს პროდიუსერმა ჰანდეს სხვადასხვა როლი შესთავაზა. თავდაპირველად, იგი ცნობილი გახდა სერიალით "პატარა ქალები" ("Küçük Kadınlar"). ბოლო დროს, ახალგაზრდა მსახიობს აღიარება მოუტანა პოპულარულმა თურქულმა სერიალმა "ერთხელ ჩუქუროვაში" ("Bir Zamanlar Çukurova"), სადაც იგი უმითის როლს ასრულებს. ამჟამად, ჰანდე სორალი, თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსახიობი ქალია, რომელსაც უკვე არაერთი კინოსახე აქვს შექმნილი. აღსანიშნავია, რომ ასევე ცნობილი მსახიობია ჰანდე სორალის და, ბენსუ სორალი, რომელიც ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა სერიალით "İçerde" (სერიალი ქართულ ტელესივრცეში ცნობილია სახელწოდებით "ძმა"). რაც შეეხება ოჯახურ მდგომარეობას, ჰანდე სორალი, 2017 წლის 14 ოქტომბრიდან, ქორწინებაში იმყოფება. მისი მეუღლე თურქი მსახიობი ისმაილ დემირჩია. ფილმოგრაფია: 2008 - Komedi Dükkan 2008-2009-2010 - Küçük Kadınlar 2010 - Gecekondu (kendisi) 2011 - Bir Günah Gibi (Figen) 2012 - Alev Alev (Ümran) 2012 - Budala (Seslendirme) 2012–2013 - Böyle Bitmesin (Nilay) 2012 - Gizli Oturum (Kısa Film) 2013 – Fatih (Gevher) 2013 - Çalıkuşu (Azelya) 2014 - Birleşen Gönüller (Genç Cennet) 2014 - Yılanların Öcü (Fatma) 2016 - Biz Size Döneriz (Lale) 2016 - Kalbim Yangın Yeri (Leyla Günsoy) 2017 - Evlat Kokusu (Zeynep Gündoğan) 2017 - Tahin Pekmez 2017 - İsimsizler (Handan) 2018-2019 - Diriliş Ertuğrul (İlbilge) 2021 - Kovala (Oyku) 2021 - Bir Zamanlar Çukurova (ümit) დები - ჰანდე და ბენსუ სორალები ჰანდე სორალი, დედასთან და დასთან ერთად ჰანდე სორალი და მისი მეუღლე - ისმაილ დემირჩი ასევე დაგაინტერესებთ: როგორ გამოიყურება დღეს ჯოვანა ანტონელი - ჰადეს გმირი, ბრაზილიური სერიალიდან "კლონი" (+ფოტოები) 389 შეფასება არ არის
|