x
image
პოკაჰონტასი
6 მთავარი რჩევა ბედნიერების მოსაპოვებლად - რას გვასწავლის დალაი ლამა
image

ტიბეტური ბუდიზმის მიმდევართა სულიერი ლიდერი, დალაი ლამა, რომელსაც მისი უწმინდესობათაც მოიხსენიებენ, ამბობს, რომ ბედნიერება არის ყველა ადამიანის სიცოცხლის მიზანი, ამიტომ ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ მის მოსაპოვებლად.


მაგრამ რა არის ბედნიერება? დალაი ლამას აზრით, ბედნიერება არის ადამიანთა განთავისუფლება ტანჯვის ყველა ბორკილისაგან, რაც შეესაბამება განმანათლებლობისა და ნირვანას ბუდისტურ მოძღვრებებს.



უფრო მეტიც, დალაი ლამამ განასხვავა ბედნიერება და სიამოვნება. მან თქვა, რომ ბედნიერება უფრო მარადიული და სულიერია, ხოლო სიამოვნება - დროებითი და ფიზიკური. რელიგიური ლიდერის აზრით, მთავარია გონებისა და გრძნობების ორგანიზება და მომზადება. ყველა ის მეთოდი, რასაც დალაი ლამა გვასწავლის, მან საკუთარ ცხოვრებაში გამოიყენა. ამჯერად, წარმოგიდგენთ მის მიერ შემუშავებულ ექვს გზას იმისათვის, თუ როგორ გავხდეთ ბედნიერები:


1. იყავი მართალი

”ბედნიერება არ არის გამზადებული. ის მოდის საკუთარი ქმედებებიდან”. - დალაი ლამა.

დალაი ლამა გვასწავლის, რომ როდესაც გულწრფელნი ვიქნებით, ნაკლებად დავიტანჯებით შფოთვისა და შიშისგან. თუ საკუთარი თავისა და სხვების ერთგულნი ვიქნებით, ნამდვილ ბედნიერებას განვიცდით. გულახდილობის წყალობით, ჩვენ ვქმნით მშვიდობიან გარემოს. სიმართლის თქმა ყოველთვის ნაკლებად საზიანოა, ვიდრე ფაქტების დამალვა.

2. აღშფოთება და სიძულვილი

”რისხვა არის თქვენი საკუთარი სიმშვიდის საბოლოო დამანგრეველი.” - დალაი ლამა.

დალაი ლამა განმარტავს, რომ ჩვენ ხშირად თავს მსხვერპლად ვგრძნობთ და გვჭირდება ვინმე, ან რაიმე, ვისკენაც თითს გავიშვერთ და ამის მიზეზად დავასახელებთ, შედეგად სიბრაზე გვიპყრობს. რისხვის აღმოსაფხვრელად, პირველ რიგში, უნდა ამოვიცნოთ და გავიგოთ მისი ბუნება. შემდეგ, აუცილებლად უნდა ჩავახშოთ და გავუშვით ის, რაც გავიგებთ, რომ ეს უშედეგოა და არცერთ პრობლემას არ ხსნის.

3. იპყრობთ ნეგატიურ აზრებს

”ნამდვილი გმირი არის ის, ვინც საკუთარ სიბრაზესა და სიძულვილს იპყრობს.” - დალაი ლამა.

დალაი ლამას აზრით, ნეგატივი იწვევს იზოლაციას, მარტოობას და შიშს. სიძულვილი, სიხარბე, შური, ზიზღი და სიბრაზე ეს ყველაფერი უარყოფითი აზრია, რომელსაც ხშირად განვიცდით. თუ გვსურს მივიღოთ სრულყოფილი ბედნიერება, ცუდი აზრები პოზიტიურით უნდა ჩავანაცვლოთ. უარყოფითი აზრების კვების ნაცვლად, ფოკუსირება სუნთქვაზე უნდა გავაკეთოთ. დავიმახსოვროთ, რომ ნეგატივი უფრო მეტ ნეგატივს წარმოშობს.

4. განავითარეთ თანაგრძნობა

”ჩვენი მთავარი მიზანი ამ ცხოვრებაში სხვების დახმარებაა. და თუ ვერ დავეხმარებით, ნუ ვავნებთ მაინც მათ.” - დალაი ლამა.

ბედნიერების მისაღწევად, უნდა განვავითაროთ აზრი, რომ ირგვლივ მყოფი ადამიანები ღირებულნი არიან და ჩვენი ბედნიერების წყაროს წარმოადგენენ. რაც უფრო მზრუნველები ვიქნებით სხვების მიმართ, მით უფრო ბედნიერები ვიქნებით. ამასთან, როდესაც მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობთ, გონება ვიწროვდება, ხოლო სხვებზე ფიქრისას - ფართოვდება. ემპათია აუცილებელია ჩვენი ბედნიერებისთვის და ამაზე უფრო ხშირად უნდა ვივარჯიშოთ. ყურადღება მივაქციოთ ენერგიას, რომელიც წარმოიქმნება ჩვენს სხეულში, როდესაც სხვისთვის კარგები ვართ. ასე ბედნიერებას შევიგრძნობთ.

5. დაუკავშირდით თქვენს სულიერ ბუნებას

”ჩემი რელიგია ძალიან მარტივია. ჩემი რელიგია არის სიკეთე“. - დალაი ლამა.

დალაი ლამა დაჟინებით მოითხოვს სულიერი ბილიკის გავლას. ზოგი ადამიანი სულიერებას რელიგიის საშუალებით აღწევს, ზოგიც პირადი გამოცდილებით. არ აქვს მნიშვნელობა რა გზას ავირჩევთ, რადგან ის დაგვეხმარება ჩვენი ნამდვილი ბუნების პოვნაში. სულიერება გვეხმარება ბედნიერების მიღწევაში. ჩვენს სულიერ მხარესთან კონტაქტის საშუალებით აღმოვაჩენთ, რომ უდიდესი ბედნიერება საკუთარ თავში მდგომარეობს.

6. გადაიტანეთ თქვენი პერსპექტივა

”ოპტიმიზმი აირჩიეთ; ეს უკეთესად გაგრძნობინებთ თავს.” - დალაი ლამა.

მისი უწმინდესობა გვთხოვს, ჩვენი ცხოვრების სიტუაციებს ყველანაირი კუთხით შევხედოთ, რადგან სადღაც აუცილებლად იმალება კარგი რამ. დალაი ლამა ამბობს, რომ ნეგატივზე საუბრის ნაცვლად, მასში კარგის დანახვა უნდა ვისწავლოთ.


ამ ყველაფერს აკეთებს დალაი ლამა, როდესაც ის ტიბეტში მიდის. ის განმარტავს, რომ ვიწრო პერსპექტივით არ უყურებს სიტუაციას, რადგან ის უიმედოდ გამოიყურება. ის ხვდება, რომ ყველაფერი შეიძლება უარესიც ყოფილიყო. დალაი ლამა ირჩევს შეხედოს ლოტოსს და არა ტალახს.












1
700
შეფასება არ არის
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
700
  
2021, 8 ივლისი, 22:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1