საქართველო "შენზე ბნელი და დაკომპლექსებული არავინაა! " - ნახეთ, რისთვის დაუპირისპირდა ნუკა არველაძე ზურაბ ჯაფარიძეს 2021, 7 ივლისი, 15:46 ჟურნალისტი ნუკა არველაძე "გირჩი – მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის გუშინდელ ლაივ ჩართვას სოციალურ ქსელში ეხმაურება, სადაც ოპოზიციის ერთ - ერთმა ლიდერმა მოქალაქეებს ბოლო პერიოდში დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებსა და მომხდარ ძალადობაზე პარლამენტის წინ, მდუმარე აქციაზე დასწრებისკენ მოუწოდა. არველაძე ოპოზიციონერს მსოფლიოში ყველაზე დაკომპლექსებულ და სასოწარკვეთილ ადამიანს უწოდებს, რომელიც მისივე აზრით ისეთივე რადიკალია, ვისზეც ის თავის გუშინდელ ვიდეო მიმართვაში საუბრობდა: "Zurab Girchi Japaridze - შენზე ბნელი, დაკომპლექსებული და სასოწარკვეთილი არავინაა ამ ქვეყანაში! გუშინ გადარჩა საქართველო და უკვე ზუსტად ვიცი რომ ვეღარ შეძლებთ ავნოთ ქვეყანას!! ხო შენ თითქოს არ გინდა ხელისუფლებაში მოსვლა და რა გინდა თავად არ იცი - მაგრამ იგივე რადიკალური ხარ ' - ვისზეც ლაპარაკობდი გუშინდელ ვიდეო მიმართვაში!!! ერთნი ხართ, ერთი ხელით მართული - უბრალოდ სხვადასხვა მხარეს!!! აი შენ ვერასოდეს იქნები საქართველოს იდეოლოგი და ვერც რამიშვილი გიქაჩავთ!!!" - წერს არველაძე. შეგახსნებთ, რომ მდუმარე აქცია გუშინ, პარლამენტის წინ, 8 საათზე დაიწყო და 3 საათში დასრულდა. აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 5 ივლისს თბილისის ცენტრში ულტრამემარჯვენე ჯგუფების ძალადობის შედეგად სულ 53 ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა. ჰომოფობიურად განწყობილმა დაჯგუფებებმა, პარლამენტის წინ ტერიტორია მას შემდეგ დაიკავეს რაც ლგბტ თემის მხარდამჭერი აქცია დასრულდა. რადიკალებმა უკვე მეორედ, პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა დროშა 5 ივლისსაც ჩამოხსნეს.395 შეფასება არ არის |