საქართველო ევროკავშირის დროშას რო წვავ და ლიბერალური არაფერი მინდაო ამბობ. მაშინ არც ლორეალის პომადა უნდა წაისვა, არც H&M ჩაიცვა-ვერა ქობალია 2021, 7 ივლისი, 12:09 ![]() „ამ მოძალადეების ყურებით და მათი ფბ კომენტარების გადახედვის მერე რა გამახსენდა, რუსეთს და თურქეთს რომ დაეძაბა ურთიერთობა და რუსები დარბოდნენ თურქულ პროდუქტებს და დროშებს წვავდნენ, ამათი არაფერი გვინდაო. მაშინ ვფიქრობდი, ეგ ჯინსებიც გაიხადეთ და დაწვით მაშინ. თუ თურქული არაფერი გინდათ. ხომ და ფბ პოსტებს როცა ვკითხულობ, „ამათ რა ჰგონიათ, ევროპის შუაგულში ვართ? არა ბატონო, ჩვენ კავკასიის შუა გულში ვართ!“. ევროკავშირის დროშას რომ წვავ და ლიბერალური არაფერი მინდაო, ამბობ. მაშინ არც ლორეალის პომადა უნდა წაისვა, არც H&M ჩაიცვა, არც მაკბუკი ან მაიკროსოფტი გამოიყენო (ამ და ათასობით სხვა დასავლურ კომპანიას აქვთ ჰომოფობიის წინააღმდეგ მკაცრი წესები) და სამკურნალოდ „სწორი ტრადიციების“ მქონე რუსეთში იარო და არა გარყვნილ ევროპაში.“ იქვე ვერა ქობალიას დიპლომატმა და ჟურნალისტმა მამუკა გამყრელიძემ უპასუხა, რომ "იქ ლორეალ-H&M-მაკბუკიანი არავინ იყო. ჯანსაღი ქართული ხინკლის და ლუდის მომხმარებლები უფრო. ასე რომ..." მამუკა გამყრელიძე ეხმაურება გუშინდელ აქციასაც და წერს: "დავბრუნდით აქციიდან, რომელზეც ძალადობას ვაპროტესტებდით. მთელი ოჯახით იქ გახლდით. პირველად მქონდა შეგრძნება, რომ პოლიციის კორდონს იქით იდგა ქართველი ხალხი და პარლამენტთან ვიდექით უკანასკნელი მოჰიკანები. პირველად შემეშინდა, რომ ვერ შევძლებდი ოჯახის დაცვას.
ასე იმედდაკარგული არასდროს ვყოფილვარ."
![]() დღეს დილით პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ევროკავშირის დროშა საკანონმდებლო ორგანოსთან საკუთარი ხელით აღმართა. ![]() 96 3-ს მოსწონს
|