x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ვარდისფერი ბანდა" - ძლიერი ქალები, რომლებისაც ეშინიათ და პატივს სცემენ

image


ინდოეთი - ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის სადაც "ქალის უფლებების" შესახებ ბევრი არაფერი სმენიათ, და თუ ბედმა იმდენად "გაგიღიმათ" რომ ღარიბი კასტის ოჯახში დაიბადეთ, იცოდეთ რომ იმაზე უფრო ნაკლები უფლებებით ისარგებლებთ ვიდრე ჩვეულებრივ პირუტყვს აქვს, და მერწმუნეთ, რომ ეს სულაც არ არის გაზვიადებული ნათქვამი. მაგალითად, ღარიბ ოჯახში ფიზიკური ძალადობა არა თუ კანონდარღვევად, არამედ ნორმადაც კი ითვლება, უმრავლესობა ინდოელი ქალის აზრით, ისინი ვალდებულები არიან მეუღლეებისგან ამგვარი დამოკიდებულება უბრალოდ აიტანონ. ქალებს ასწავლიან, რომ მათ არ აქვთ წინააღმდეგობის გაწევის უფლება, და ამას ვერც შეცვლიან.


image


მიუხედავად ყველაფრისა, 2006 წელს ჩრდილოეთ ინდოეთის ერთ-ერთ უღარიბეს პროვინციაში ცვლილებები მაინც მოხდა. სწორედ იქ ცხოვრობდა სამპატ პალ დევი - ჩვეულებრივი, ერთი რიგითი ინდოელი გოგონა ღარიბი ოჯახიდან. 12 წლის ასაკში ის გაათხოვეს, ხოლო 15 წლის ასაკში სამპატს უკვე პირველი შვილი შეეძინა. მისი მეუღლეც ღარიბი ოჯახიდან გახლდათ, რომელიც ოჯახს ნაყინის გაყიდვით არჩენდა, ხოლო ზოგჯერ წარუმატებული სამუშაო დღის ბოლოს ჯავრს თავის ახალგაზრდა მეუღლეზე იყრიდა.


image

ერთხელ, ქალმა ვეღარ მოითმინა და გადაწყვიტა, ქმრის ასეთ უღირს დამოკიდებულებას აღარ შეგუებოდა. მან ის მიატოვა და თავი ჩვეულებრივი ქალების უფლებებისთვის ბრძოლას მიუძღვნა. სამპატმა შეძლო მეზობლის დახმარებაც, რომლის ქმარიც მას ფიზიკურად რეგულარულად უსწორდებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ, მეზობელი რეგიონებიდან ქალებმა უფლებადამცველთან ჩასვლა მასიურად დაიწყეს. ასე გაჩნდა "ვარდისფერი ბანდა", რომელიც ინდოელ ტირან - ქმრებს დღემდე შიშის ზარს სცემს.


image


"ვარდისფერი ბანდის" წევრი გოგონები სწავლობენ თავდაცვის ტექნიკას და ასევე კარგად ფლობენ საბრძოლო ხელოვნებასაც, თუმცა ორგანიზაციის მთავარი სიძლიერე - მაინც მათ რაოდენობაშია. აღნიშნულ ორგანიზაციას არა მხოლოდ ქალები, არამედ საკმაოდ ბევრი მამაკაციც უერთდება. სწორედ თავისი მრავალრიცხოვნობის გამო აქვს "ვარდისფერ ბანდას" ქვეყანაში საკმაოდ ძლიერი და დიდი გავლენა. ორგანიზაცია ღარიბ ოჯახებში ქალთა ჩაგვრის, მათი უუფლებობის, ადრეული ქორწინებებისა და ქალებისთვის თანაბარი შრომის ანაზღაურებისთვის ყოველდღიურად იბრძვის. ჟურნალისტისთვის მიცემულ ერთ - ერთ ინტერვიუში სამპატ პალ დევიმ ორგანიზაცია და მისი მიზნები ასე აღწერა: "ნამდვილი ძალა ჯოხებში არ არის. ის ჩვენს მრავალრიცხოვნებაშია. ერთ დღესაც ჩვენ გავხდებით საკმარისი იმისთვის რომ დელი შევარყიოთ".


imageimageimage












0
347
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
347