x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"თქვენი საქმე ჩვენ გავაკეთეთ, ესენი არიან თავდამსხმელები" – ნახეთ, რა ფოტოებს აქვეყნებს ნოდარ მელაძე

image


"ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი და გადაცემა "ნოდარ მელაძის" შაბათის ავტორი და წამყვანი ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯაროდ, სპეციალური განცხადებით მიმართვას, რომელსაც ზედ იმ რადიკალური დაჯგუფებების თავდამსხმელთა ფოტოებსაც ურთავს, რომლებიც გუშინ "ტვ პირველის" ოპერატორებსა და ჟურნალისტებს თავს დაესხნენ და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს: "შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia თქვენი საქმე ჩვენ გავაკეთეთ. ესენი არიან ტვ პირველის ოპერატორზე და ჟურნალისტებზე თავდამსხმელები. მათ განზრახ, ჯგუფურად თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს ჩვენს რეპორტიორებს, სცემეს და სრულად გაანადგურეს სამაუწყებლო აპარატურა" - წერს ნოდარ მელაძე. შეგახსენებთ, გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წესით სულ 8 პირია დაკავებულია, - ამის შესახებ შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, 55 პირის მიმართ გამოვლინდა ძალადობის ფაქტები, მათ შორის 53 არის სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელი.


image







0
443
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
443