x
image
თამილა გურაშვილი
"არ დავუშვებთ გარე ძალის ჩვენს საქმეში ჩარევას.."- ჩინეთის მინისტრი

image





ჩინეთი არ შეეგუება მის საგარეო საქმეებში გარე ჩარევას და სხვებს არ მისცემს მის განვითარების ხელის შეშლის საშუალებას. ეს განცხადება გააკეთა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იიმ პეკინში IX გლობალური მშვიდობის ფორუმის გახსნის ცერემონიაზე.






”ჩინეთი არ ერევა სხვა ქვეყნების საშინაო პოლიტიკაში, ხელს არ უშლის მათ განვითარებას, მაგრამ ჩვენ ასევე არ დავუშვებთ, რომ რომელიმე ქვეყანა ჩაერიოს ჩვენს შიდა საქმეებში, ან, ხელი შეუშალოს მათ.” - თქვა მან






მისივე თქმით, ამ დროისთვის ჩინეთი აღარ არის ის ქვეყანა, რაც 100 წლის წინ იყო. საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ”ყველამ უნდა შეაფასოს ჩინელი ხალხის ურყევი ნება და შესაძლებლობა დაიცვან ქვეყნის სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და ქვეყნის განვითარების ინტერესები.”

0
52
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0