ვარსკვლავები ბრაზილიელ გოგონას ეფექტური პოზების მიღებაში მშობლები ეხმარებიან 2021, 3 ივლისი, 18:32 ![]() 21 წლის ბრაზილიელმა თეოდორა მოუტინიომ მრავალმილიონიანი ფანების არმია შეიძინა ყველაზე ადვილად ხელმისაწვდომი გზით - სოციალურ ქსელებში სექსუალური ფოტოების განთავსებით. მაგრამ მისი ამ საკითხისადმი მიდგომა ოდნავ განსხვავდება საყოველთაოდ მიღებული სტანდარტისგან, რადგან ფოტოების გადასაღებ ადგილებს, რაკურსებს და პოზებსაც კი გოგონას მშობლები ირჩევენ. ![]() მოდელის თქმით, ის დედ-მამას სურათების გადაღებას არც კი სთხოვს, რადგან ისინი საკითხს მთელი სერიოზულობით უდგებიან. ფოტოსესია შეიძლება საათობით გაგრძელდეს და ამ ხნის განმავლობაში გოგონას ათობით პოზის შეიცვლა მოუწიოს. ![]() "ჩემი მშობლები ყველგან მიღებენ: სანაპიროზე, ქუჩაში, სახლში. როგორც კი დედა ნახავს საინტერესო ლოკაციას, მაშინვე ვაწყობთ იქ გადაღებებს. მიუხედავად იმისა, რომ დედა ძალზე მორცხვი ადამიანია, ის მზად არის ყველას თვალწინ ასფალტზე გაწვეს კამერით ხელში, რათა კარგი რაკურის შეარჩიოს"-ამბობს თეოდორა მოუტინიო. ![]() ![]() "მე და მამაჩემი სპორტდარბაზში დავდივართ. ფიტნესის მთელი კონტენტი მისი ნამუშევარია. სანამ ვარჯიშობ, ის საუკეთესო რაკურსს პოულობს და სოციალური ქსელისთვის მიღებს სურათებს"-ამბობს თეოდორა. ![]() თეოდორას მეგობრები აღიარებენ, რომ მათი მშობლები არასდროს მისცემენ უფლებას მათ სოცქსელში განათავსონ ასეთი ფოტოები. მაგრამ თეოს გაუმართლა: დედა და მამა მზად არიან თავიანთი ქალიშვილი ყველაფერში დაუჭირონ მხარი. ![]() "მას ყოველთვის სურდა რომ ყურადღების ცენტრში ყოფილიყო. როდესაც მან სოციალური ქსელისთვის კონტენტის გაკეთება დაიწყო, მეც ჩავერთე და ვეხმარებოდი. მე ვამაყობ მისით! ის ნამდვილად ცდილობს და ამიტომ იმსახურებს ყველაფერს საუკეთესოს."-თეოს დედა. ![]() "მისთვის ფოტოგრაფია ყოველთვის სასიამოვნოა. ჩვენ გვიყვარს ერთად დროის გატარება" თეოს მამა. ![]() ყველაზე ცხელი ფოტოსესია, რაც მშობლებმა თეოსთვის გააკეთეს, 2019 წლის დეკემბერში მოხდა. გოგონა იხსენებს, რომ სურათების სერია შობას მიეძღვნა და ყველაზე მოღიავებული იყო ბოლო პოსტი, როდესაც მკერდი "კინაღამ ამოუვარდა". ![]() 896 3-ს მოსწონს
|