ქალი და მამაკაცი სამი ტყუპი ბოდიბილდერი და გულთამპყრობელი დის გასაოცარი ამბავი 2021, 2 ივლისი, 16:33
ის ფაქტი, რომ ტყუპებს შორის მუდმივად არსებობს მყარი კავშირი - არავის არ აკვირვებს. შესაძლოა, ასეთ დებსა და ძმებს მსგავსი ბედიც კი ეწვიოთ, თუმცა ისეთი ერთიანობა, როგორიც ამ სტატიის მთავარ "პერსონაჟებს", სამ დას ბრაზილიიდან - ადრიანა, ალესანდრა და ანდრეა, გააჩნიათ იშვიათად თუ შეხვდებით.
სამივე ტყუპისცალი ბავშვობიდანვე ერთმანეთს უჭერდა მხარს ნებისმიერ წამოწყებაში, შესაბამისად, როდესაც ერთ-ერთმა გადაწყვიტა ბოდიბილდერობა, დანარჩენ ორ დას არც კი გასჩენია სურვილი ცხოვრების სხვა მიმართულება აერჩია.
დროის უმეტეს ნაწილს ლამაზმანები ერთად ატარებენ. სხვანაირად არც კი გამოვა, კვირაში ხუთჯერ ვარჯიშობენ ერთ ფიტნეს-კლუბში, თავისუფალ დროს კი უთმობენ ფოტოსესიებსა და რეკლამებში გადაღებებს. მათ ექიმიც კი საერთო ჰყავთ და როდესაც ადრიანამ გადაწყვიტა მკერდის გაზრდა, მას არც ალესანდრა და ანდრეა ჩამორჩნენ და მალევე მიბაძეს. ალბათ, ისიც გასაგებია, რომ პლასტიკური ოპერაცია სამივე დამ ერთი და იმავე პლასტიკურ ქირურგთან გაიკეთა. მიუხედავად იმისა, რომ გოგონები ასეთი განუყოფელნი არიან, სპორტში ისინი ერთმანეთს მტკიცე მეტოქეობას უწევენ, აქტიურად მონაწილეობენ ბოდიბილდინგის შეჯიბრებებში და მწვავედ კონკურირებენ ერთურთთან. ერთ-ერთ შეჯიბრებაში, მათ სამივე საპრიზო ადგილიც კი დაიკავეს. ერთადერთი რამ, რაშიც სპორტსმენი ლამაზმანები ერთმანეთისაგან გასხვავდებიან - სასიყვარულო ურთიერთობებია. კერძოდ, ხვდებიან ერთმანეთისაგან განსხვავებული ტიპაჟის ბიჭებს. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორს ხედავენ ისინი საკუთარ თავს მომავალში, დები დანტესები პასუხობენ, რომ მათ ყველაფერი აკმაყოფილებთ და ერთადერთი რაზეც დარდობენ - ესაა ლამაზად დაბერება. როგორც ხედავთ, გოგონებს, ყველაფერთან ერთად, იუმორის კარგი გრძნობა აქვთ. 66 1-ს მოსწონს
|