x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134556
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508614
თუ გადარჩა,ეს იქნება სასწაული-ცნობილი გახდა ახალი დეტალები მომღერალ მაქსიმის(МакSим)გარშემო
image

კომაში მყოფი მომღერალი MakSim, საავადმყოფოში მიყვანამდე რამდენიმე დღის განმავლობაში თვითნებურად მკურნალობდა . ახლა ექიმები ამბობენ, რომ თუ 38 წლის მომღერალი გადარჩა, ეს იქნება სასწაული.


მომღერალ MakSim– ის მძიმე ავადმყოფობის აქამდე უცნობი დეტალები გაირკვა. როგორც ცნობილი გახდა, მას კონტაქტი ჰქონდა დაცვის თანამშრომელთან რომელიც ინფიცირებული იყო კორონავირუსით. როდესაც მან თავი ცუდად იგრძნო, იმის მაგივრად, რომ სამედიცინო დაწესებულებისთვის მიემართა, დაიწყო თვითმკურნალობა, იგი თვითნებურად იღებდა ანტივირუსულ პრეპარატებს და ანტიბიოტიკებს, რამაც დამალა კორონავირუსი, სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ კოვიდზე ტესტი ორჯერვე უარყოფითი იყო.


ბოლო მონაცემებით, MakSim– ს ფილტვების 80 პროცენტი აქვს დაზიანებული, იგი კომაშია და აპარატზეა მიერთებული. ვარსკვლავის ოფიციალური დიაგნოზია მწვავე ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია, წერს life.-ი ამჟამად მომღერლის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მას აღენიშნება მთლიანი სხეულის ინტოქსიკაცია, სისხლის დაბალი სატურაცია, ასევე ცუდი რეაქცია გარე სტიმულაციაზე. ექიმების აზრით, თუ მომღერალმა შეძლო გამოძრომა, ეს სასწაული იქნება.



შეგახსენებთ, გაცივების პირველი ნიშნები MakSim–ს ივნისის პირველ რიცხვებში ჰქონდა, COVID-19– ის ტესტზე პასუხი უარყოფითი იყო და ამიტომ მან კონცერტის ჩატარება გადაწყვიტა .


ამის შემდეგ მას ს ხველა დაეწყო და ტემპერატურამ 39, 7-მდე აიწია.14 ივნისს, 38 წლის მომღერალი სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში, COVID-19– ზე ტესტი კვლავ უარყოფითი იყო. ექიმმა დაადგინა მწვავე ბრონქიტის წინასწარი დიაგნოზი, მალევე დადგინდა, რომ მომღერალს ფილტვების 40% დაზიანებული ჰქონდა. ინტენსიური თერაპიის მიუხედავად, MakSim- ის მდგომარეობა გაუარესდა.

image

MakSim-მა, (ნამდვილი სახელი მარინა აბროსიმოვა) პირველ წარმატებას მიაღწია 2006 წელს ალბომით "«Трудный возраст", რომელიც 1, 5 მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა, რითაც 2007 წელს MakSim-ი გახდა კომერციულად ყველაზე წარმატებული მომღერალი რუსეთში.



MakSim– მა ორჯერ მოიგო "საუკეთესო შემსრულებლის" ნომინაცია MTV Russian Music Awards და Muz-TV Awards– ზე. 2008 წლის 2 თებერვალს, გაზეთ "მოსკოვსკი კომსომოლეცის " "Sound Track" ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაზე, მომღერალმა მოიგო ნომინაცია "წლის საუკეთესო შემსრულებელი"

მომღერლის მეორე ალბომი " Мой рай»", გაიყიდა 1.3 მილიონზე მეტი ასლი, ხოლო მთლიანად გაყიდული ალბომების ტირაჟი ექვს მილიონზე მეტია.


MakSim ერთადერთი მომღერალია, რომლის 7 სინგლმა პირველ ადგილი დაიკავა დსთ-ს ქვეყნების რადიო ჩარტში .

MakSim - "ოქროს გრამაფონის"სტატუეტის 15-გზის მფლობელია

0
797
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
797
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0