x
image
თამილა გურაშვილი
ზვიად ტომარაძე: "ყველამ თავის მამიდას მიხედოს!"

image

გავეცანი ელჩების განცხადებას ლგბტ პრაიდთან დაკავშირებით და ჩემი ძველი სტატუსი გამახსენდა სახელწოდებით: რომელი ქვეყნები გვასწავლიან ტოლერანტობას?
ლათინური ამერიკის ქვეყნების ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილის მჟლეტავი ესპანეთი? ინდიელების გამჟუჟავი აშშ? 10 მილიონი კონგოელის გამჟლეტი და კაუჩუკის პლანტაციებზე მუშაობით სულის ამომხდელი ბელგია? კოლონიური ომებისთვის "უცხოური ლეგიონის" შექმნელი საფრანგეთი? აღმოსავლეთ აფრიკის პატარა სახელმწიფოების გამანადგურებელი და ბრაზილიის დამპყრობი პორტუგალია? ირლანდილების "თეთრ მონებად" გამყიდველი ინგლისი? არიული რასის მქადაგებელი გერმანია? თუ ფაშიზმის სამშობლო იტალია?
ამ ქვეყნების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს გამბედაობა იმის სათქმელად, რომ მათგან ტოლერანტობის სწავლას საქართველო ვერ მიიღებს! პირიქით, იქით ვასწავლით შემწყნარებლობას! რადგან, როდესაც ქართველებს ტოლერანტობას გვასწავლიან, იცოდნენ რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც 26 საუკუნის მანძილზე ებრაელებს არ დევნიდნენ.
როდესაც ქალის კაცთან თანასწორობას გვასწავლიან, იცოდნენ რომ ჯერ კიდევ მე–12 საუკუნეში გვყავდა მეფე ქალი, მეფე და არა დედოფალი.
როდესაც სხვისი რელიგიის პატივისცემას გვასწავლიან, იცოდნენ რომ ჯერ კიდევ მე–11 საუკუნეში გვყავდა მეფე, რომელიც ებრაელებს და მუსლიმებს ქართველებზე ნაკლებს გადასახადს ახდევინებდა.
როდესაც სხვისი სექსუალური ორიენტაციის პატივისცემას გვასწავლიან, იცოდნენ რომ მათ საქართველოში არ დევნიდნენ, პრობლემა გაჩნდა მას შემდეგ, რაც მოინდომეს ცოდვის დადებითი კუთხით წარმოჩენა და ავადმყოფობის ბუნებრივ ნორმად აღიარება! არცერთი ელჩის საქმე არ არის სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, დიპლომატებს ქართველი ერის მიმართ მეტი მოკრძალება და პატივისცემა მართებთ, როგორც ძველი ქართული გამოთქვა გვეუბნება: "ყველამ თავის მამიდას მიხედოს!"
ორგანიზაცია ერი და სახელმწიფოს" ხელმძღანელი ზვიად ტომარაძე
1/07/2021
0
267
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
267
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0