x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
"დაუშვებელია, ქალს, რომელსაც სურს გააკონტროლოს საკუთარი ბედი, არ მიეცეს უფლება იცხოვროს ისე როგორც სურს" - კრისტინა აგილერა ბრიტნი სპირსზე

ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ამერიკელი პოპ-ვარსკლავის დრამატული ცხოვრება ბოლოს და ბოლოს შეიძლება ჰეპი-ენდით დასრულდეს. ვერავინ წარმოიდგენდა რომ მისი ცხოვრება ასე გაგრძელდებოდა. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ მას საკუთარი ცხოვრების დაბრუნება სურს, რის უფლებასაც 13 წლის განმავლობაში მისი მეურვეები - მშობლები არ აძლევდნენ, ბოლო დროს კი შვილის გაჩენის ნებასაც არ რთავენ.



ბრიტნის ამ მდგომარეობას გამოეხმაურა სწორედ კრისტინა აგილერა და ბავშვობისდროინდელი ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა:


image



”ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვფიქრობდი ბრიტნიზე და ყველაფერზე, რაზეც ის განიცდიდა.
დაუშვებელია, რომ ნებისმიერ ქალს, ან ადამიანს, რომელსაც სურს გააკონტროლოს საკუთარი ბედი, არ მიეცეს უფლება იცხოვროს ისე, როგორც სურს.



თითოეულ ქალს უნდა ჰქონდეს საკუთარი სხეულის, საკუთარი რეპროდუქციული სისტემის, საკუთარი პირადი ცხოვრების, საკუთარი სივრცის და საკუთარი ბედნიერების უფლება.


ამ შემთხვევაში მე რაც შემიძლია გავაკეთო არის ის, რომ გულით გავიზიარო ის, რაც მედიაში მოვისმინე, წავიკითხე და ვნახე.


თავისუფლებისადმი ამ თხოვნის რწმენა და სასოწარკვეთა მაძლევს იმედს, რომ ეს ადამიანი, ვისაც ოდესმე ვიცნობდი, ცხოვრობდა თანაგრძნობისა და წესიერების გარეშე, იმათ მხრიდან ვინც აკონკროლებდა მის ცხოვრებას.


ქალი, რომელიც მუშაობდა ზეწოლის პირობებში, რაც წარმოუდგენელი რამაა, იმსახურებს ყველა შესაძლო თავისუფლებას, რათა იცხოვროს თავისი ბედნიერი ცხოვრებით.

გული მწყდება ბრიტნის გამო. იგი იმსახურებს მსოფლიოსგან ჭეშმარიტ სიყვარულსა და მხარდაჭერას." - წერს კრისტინა აგილერა.


შეგახსენებთ რომ ბრიტნი სპირსს 13 წელია ფსიქიკური პრობლემების მოტივით ჩამორთმეული აქვს უფლებები: განკარგოს საკუთარი ცხოვრება და ქონება დამოუკიდებლად. ამას მისი მამა ჯეიმი სპირსი აკეთებს. ბოლო დროს კი ბრიტნიმ გადაწყვიტა დაიბრუნოს საკუთარი ცხოვრება და ის მამას უჩივის მისი ქონებისა ბოროტად გამოყენებისთვის.







0
64
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0