x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
იაპონელები სხეულის სასიამოვნო არომატს ინარჩუნებენ, მიუხედავად იმისა, რომ პარფიუმს და დეოდორანტს არ იყენებენ და აი როგორ

მსოფლიოს ყველა ქვეყანა გარკვეულ სურნელთან ასოცირდება: ინდოეთი სანელებლების სურნელთან, საფრანგეთი კრუასანების სურნელთან და ა. შ. იაპონიას ძალიან სპეციფიკური სუნი აქვს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის არ არსებობს. ამ ქვეყანაში მათ არ მოსწონთ ძლიერი არომატები და ამიტომ სუნამოებიც კი იშვიათად იყენებენ. იაპონია ასოცირდება მხოლოდ ახლად გარეცხილი ტანსაცმლის სუნთან და სიჯანსაღესთან მაგრამ როგორ ძლებენ იაპონელი ქალები დეოდორანტებისა და სუნამოების გარეშე?

image

იაპონური ტრადიციების მიხედვით, ადამიანისგან გამომავალი ნებისმიერი ძლიერი სურნელი ითვლება უხამსობად, გამომწვევად. სწორედ ამომავალი მზის ქვეყანამ შექმნა «smell harass­ment» ან «sume-hara» კონცეფცია ანუ სხვებისთვის დისკომფორტი შექმნა ძლიერი სუნით. ქვეყანა ყიდის ელექტრონულ მოწყობილობებსაც კი, რომლებიც ზომავს სუნის ინტენსივობას.

ალბათ, ზუსტად ასეთი დელიკატური დამოკიდებულება სუნამოების სამყაროს მიმართ, საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა, რამაც გამოიწვია ის ფაქტი, რომ იაპონელები სხვებზე უკეთ არჩევენ არომატებს. ნებისმიერ სიტუაციაში იაპონელებს არაფრის სუნი არ აქვთ სუფთა ტანსაცმლის გარდა, ზაფხულშიც კი, როდესაც ძალიან ცხელა, დეოდორანტებზე მოთხოვნა არარის.
image

მეცნიერებმა უკვე დაადგინეს, რომ ბუნება თავად დაეხმარა იაპონელებს უსიამოვნო სუნისგან გათავისუფლებაში. ფაქტია, რომ მათ აქვთ დაბალი პროტეინის დონე ოფლის შემადგენლობაში, კერძოდ, იშლება ცილა და უსიამოვნო სუნს აქრობს. გარდა ამისა, იაპონიის კუნძულების მცხოვრებლებს პლანეტის სხვა მცხოვრებლებთან შედარებით ნაკლები საოფლე ჯირკვლები აქვთ.

image
პირის ღრუს ჰიგიენა იაპონიაში ისეთივე სერიოზულად მიიღება, როგორც ხელების, სახისა და ტანსაცმლის გაწმენდა. იაპონელები ქუჩიდან მიდიან სახლში, იბანენ ხელებს და პირის ღრუს სიჯანსაღისთვის ივლებენ სპეციალურ გამაგრილებელ სითხეს სახელწოდებით "ugai-do". ამ პროცედურას იტარებენ ჭამის შემდეგ, სტუმრად წასვლამდე ან ეკლესიაში წასვლამდე. ზოგიერთი იაპონელი ქალისთვის ესეც არ არის საკმარისი, ამიტომ ისინი იყენებენ სპეციალურ საკვებ დანამატებს, რომლებიც პირის ღრუს ნებისმიერი სუნის აღმოფხვრას უწყობს ხელს.

image

ასევე, იაპონელები კბილებს იხეხავენ ყოველი საკვების მიღების შემდეგ, ისინი კბილის ჯაგრისს ყველგან თან ატარებენ. რაც შეეხება აბაზანას, ჯერ შხაპს იღებენ და იყენებენ დასაბან გელებსა და შამპუნებს, მხოლოდ ამის შემდეგ კი უკვე აბაზანაში წვებიან, რომელშიც აუცილებლად ეთერზეთებია.

image

იაპონიაში მრავალი კოსმეტიკური და ჰიგიენური საშუალება მზადდება, რომელთა შესახებ არაფერი ვიცით. მაგალითად დეოდორანტი, რომელსაც კოლგოტის გარედან იყენებენ, ტანინის გასაშრობი სპრეი და კრემი და ა. შ.

image

რაც შეეხება სუნამოებს, იაპონელ ქალებს აქვთ ისინი, მაგრამ სუნამოები მზადდება ძალიან დახვეწილი, ძლივს აღქმადი სუფთა არომატით, რომლებიც თითქმის შეუმჩნეველია. ასევე აქვთ უნიკალური სუნამოები ტაბლეტების სახით, ასეთი პროდუქტის მიღების შემდეგ არომატი გამოიყოფა კანის ფორების საშუალებით.


0
194
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
194
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0