x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ეს იყო თანამედროვე "სოდომი და გომორი"-კლუბი Studio 54
image

სტუდია 54 კლუბი 70-იანი წლების ველური წვეულებების ლეგენდარული სიმბოლოა. აბსოლუტურად ყველანი ცდილობდნენ იქ მოხვედრას, ოლიგარქებიდან და შოუბიზნესის ვარსკვლავებიდან დაწყებული და რიგით გართობის მოყვარულით დამთავრებული. იქ ადამიანებს ჰქონდათ აღვირახსნილი სექსი, ხოლო კოკაინი ზეციდან მანანებივით ცვიოდა.


თუმცა დაწესებულებაში შესვლა უმკაცრესი ფეისკონტროლით ხდებოდა. სტუდია 54 მხოლოდ 33 თვე იარსება, მაგრამ მასზე ლეგენდები დღემდე დადის და დღემდე აღაგზნებს გონებას. რა ხდებოდა "გარყვნილების ბუდის" დახურულ კარს მიღმა?

image


"ამ ადგილმა ჩვენზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. ეს სოდომის და გომორის მსგავსი იყო. სხვა შედარება არ მომდის თავში"-იან შრაგერი კლუბი Studio 54-ის დაამარსებელი.

image

თავად შენობა 1927 წლიდან არსებობდა, სადაც მანამდე თეატრები ფუნქციონირებდა .1977 წლის 26 აპრილს ნიუ-იორკში ღამის კლუბი ოფიციალურად გაიხსნა მანჰეტენის და ბროდვეის 54-ე ქუჩის გადაკვეთაზე.



Studio 54 გამოირჩეოდა უზარმაზარი ზომებით - 100 მეტრი სიგრძისა და 80 მეტრი სიგანე. ძველი თეატრიდან მასში დარჩა გიგანტური სვეტები და აივნები, რაც მას საზეიმო და ბოჰემურ იერს აძლევდა. საცეკვაო მოედნის ზემოთ აივანი იყო მაგიდებით. საცეკვაო ზონის კედელზე მოძრავი ინსტალაცია იყო Man in the Moon(ადამიანი მთვარეზე), რომელიც შედგებოდა ნახევარმთვარისგან, რომელსაც ჰქონდა ადამიანის სახე და კოკაინით სავსე კოვზი.

image


image

როდესაც კოვზი მთვარის კიდეს უახლოვდებოდა, ჭერიდან ნარკოტიკული ფხვნილი იყრებოდა. კლუბის დახურვის შემდეგ, ეს დეკორაცია გადაიტანეს ლას – ვეგასის MGM Grand Club– ში, სადაც ის დღემდე რჩება.


Studio 54 ისტორიაში შევიდა, როგორც "გარყვნილების და ნარკომანიის სავანე, თავისუფლების აპოგეა და შეშლილი დისკო მოძრაობა". მანჰეტენის ცნობილი კლუბის იდეოლოგია იყო ჰედონიზმი და ნარკოტიკები. ბარის დახლი ნამდვილი ბრილიანტებით იყო მოპირკეთებული. შენობის შიდა ანტურაჟი მთლიანად იცვლებოდა ყოველი მორიგი ღრეობის დროს.

image

გარდა ამისა, დაწესებულებაში შექმნილი იყო სპეციალური ოთახი ორგიებისთვის. მას მეტსახელად "რეზინის ოთახი" უწოდეს - იქ კედლები სპეციალური მასალისგან იყო გაკეთებული, რომელიც ადვილად ირეცხებოდა ნებისმიერი ჭუჭყისგან. აქ სტუმრებს შეეძლოთ წყნარად დაკავებულიყვნენ სექსით და ასევ შეეძლოთ გაოეყენებინათ აკრძალული ნივთიერებები.

ასევე კლუბის სარდაფში განთავსებულია იმავე ზომის რამდენიმე პატარა ოთახი.

”სოდომი და გომორი საბავშვო ბაღი იყო, ვიდრე Studio 54 -ის ორგიებთან შედარებით.” - თქვა ერთხელ ამერიკელმა დიჯეიმ და კლუბის რეზიდნეტმა ნიკი სიანომ.

image


ამერიკელმა მომღერალი გრეის ჯონსი, თავის მემუარებში "მე არასოდეს დავწერ ჩემს მოგონებებს"(I’ll Never Write My Memoirs), დეტალურად აღწერს, თუ როგორ გამოიყურებოდა 54-ე სტუდიის სექსოთახები.


"ეს ლეგენდარული ოთახები იყო ბინძური, არასასიამოვნო, დაუდევრად გაფორმებული წინა წვეულებების დეკორით. აქ ხდებოდა ყველაზე ველური ფანტაზიების და სურვილების ახდენა. კვნესა და კივილი ფაქტიურად ყველა მხრიდან ისმოდა.“ ეს იყო ადგილი, სადაც ადამიანები იღებდნენ ყველაზე ბინძურ სიამოვნებებს, განურჩევლად სქესისა და ასაკისა."

image

კლუბ 54-ის მუდმივი სტუმარი უამრავი ცნობილი ვარსკვლავი იყო, მათ შორის იყო ლიზა მინელი და ენდი უორჰოლი, ასევე ელიზაბეტ ტეილორი, მიკ ჯაგერი თავის ყოფილ მეუღლეს ბიანკა, დიანა როსი, მაიკლ ჯექსონი, არნოლდ შვარცნეგერი, სილვესტერ სტალონე, ჯონ ტრავოლტა, კალვინ კლეინი, რუდოლფ ნურეევი, მიხეილ ბარიშნიკოვი, ჯია დებორადა სხვა მრავალი ... მაგრამ აუდიტორია შედგებოდა არა მხოლოდ ცნობილი სახეებისგან, არამედ ყველაზე უბრალო ადამიანებისაგან. კლუბს სტუმრობდა ხოლმე აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც, მაშინ ტრამპს ბევრი ვერც სცნობდა.

image

image
image


image

1978 წლის 14 დეკემბერს სტუდიო 54 –ს აშშ-ს საგადასახადო ინპექცია დაეცა. მათ კლუბში იპოვნეს კოკაინი.კლუბის ყოველდღიური შემოსავალი 70 000 აშშ დოლარი იყო, საბოლოოდ დადგინდა, რომ სახელმწიფოს გადასახადის სახით წლიურად 2, 5 მილიონი აშშ დოლარს უმალავდნენ.
image
მფლობელები დააპატიმრეს და მიუსაჯეს 3, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც მხოლოდ ცამეტი თვე გაატარეს ციხეში. გამოსამშვიდობებელ წვეულებაზე, 1980 წლის 4 თებერვალს, სხვა სტუმრებთან ერთად, მოვიდნენ რიჩარდ გირი, გია კარანჯი და სილვესტერ სტალონე (ლეგენდის მიხედვით, მან იყიდა ალკოჰოლური სასმელი), და ლიზა მინელიმ შეასრულა მისი ჰიტი "New York ნიუ იორკი ”.
ამის შემდეგ კლუბი სხვებმა იქირავეს, ამის შემდეგ კიდევ ცოტა ხანი იარსება და საბოლოოდ დაიხურა 1986 წელს, შიდსის გავრცელების გამო სექს-ორგიებს უკვე ყველა ერიდებოდა.

0
1471
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1471
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0