x
მეტი
  • 11.07.2024
  • სტატია:135914
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510261
მიჯაჭვულობის ტიპის გავლენა ბავშვის ქცევაზე

image

ბავშვს დაბადებიდანვე უყალიბდება რწმენა იმისა, რომ მისი მოთხოვნილებები დაკმაყოფილებული იქნება, ამას გარდა, ისინი საკუთარ მომვლელებთან ურთიერთობის ფორმირებას იწყებენ. რა თქმა უნდა, თავდაპირველად ასეთი მნიშვნელოვანი კავშირი ყალიბდება დედასა და ჩვილს შორის, თუმცა შეიძლება იყოს სხვა ძირითადი მზრუნველიც და მათ შორის ფორმირდს ემოციური კავშირი, ანუ მიჯაჭვულობა. მიჯაჭვულობა სინქრონულია: ის მოიცავს მზრუნველსა და ჩვილს შორის თანამშრომლობითი გზით გამოცდილებების გაზიარებას, რაც მათ მუდმივ ინტერაქტიულ პროცესში რთავს. ცნობის სიტუაციის ტესტის გამოყენებით, მერი ეინსვორტმა აღმოაჩინა მიჯაჭვულობის ორი ძირითადი ტიპი. საშუალო ფენის ამერიკელი ბავშვების 60-70%-მა მიჯაჭვულობის პირველი ტიპი გამოავლინა, რომელსაც უსაფრთხო/ სანდო მიჯაჭვულობა ეწოდება. ამ დროს, ჩვილსა და მომვლელს შორის ძლიერი ემოციური კავშირია ჩამოყალიბებული. ბავშვებს ადვილად შეუძლიათ, დაშორდნენ დედებს და დაინტერესდნენ სხვადასხვა სათამაშოებით უცხო ადამიანთანაც კი. მოსალოდნელია ისიც, რომ განაწყენდნენ დედის წასვლისას, მაგრამ შემდეგ ადვილად მშვიდდებიან და თბილად ხვდებიან დაბრუნებულ დედას. ამდენად, ამ შემთხვევაში დედა წარმოადგენს სანდო/უსაფრთხო საფუძველს, რომლის სიახლოვეს მის ჩვილს შეუძლია სიტუაციის კონტროლი და შეუძლია მიმართოს მას, თუ გარემო საფრთხის შემცველად გამოიყურება. სხვა ბავშვების, დაახლოებით, 30-40%-მა არასანდო მიჯაჭვულობა გამოავლინა. არასანდო მიჯაჭვულობა სამი განსხვავებული ფორმით ვლინდება. პირველ ფორმაში, რომელიც ამბივალენტური (რეზისტენტური) მიჯაჭვულობის სახელითაა ცნობილი, ბავშვი ბრაზდება, როცა დედა ტოვებს, ხოლო დაბრუნებისას თავს არიდებს მას. არასანდო მიჯაჭვულობის შემდეგ ფორმაში, რომელსაც განრიდებული მიჯაჭვულობა ეწოდება, ბავშვი, დედასთან მიმართებით, განსხვავებულად რეაგირებს; ერთსა და იმავე დროს შეიზლება ეძებდებს და უარყოფდეს მას, დედის მიერ ოთახის დატოვებისას კი, ისინი არ გამოხატავენ განაწყენებას. მოგვიანებით, ეინსვორტი აღიარებს არასანდო მიჯაჭვულობის მესამე ფორმის არსებობასაც: დეზორგანიზებული/ დეზორიენტირებული მიჯაჭვულობის დროს ბავშვი იქცევა ურთიერთსაწინააღმდეგო და დაბნეული მანერით, მაგალითად, როცა ის დედას აჰყავს, ბავშვი გაურბის დედის მზერას ან, ყოველგვარი ემოციის გამოხატვის გარეშე, ეკვრის დედას. ბევრი პრაქტიკოსი დეზორგანიზებულ/დეზორიენტირებულ მიჯაჭვულობას განიხილავს, როგორც ყველაზე საფრთხილო ფორმას. ბოულბის მიხედვით (1969/1982), ჩვილები ქმნიან შინაგან სამუშაო მოდელებს, თუ როგორია ურთიერთობა, რაც მიმჯაჭველ პირებთან მათი ურთიერთობის გამოცდილებას ეყრდნობა. თუმცა ეს მოდელები არ არის ცნობიერი, ისინი ამზადებენ ბავშვის სოციალური და ემოციური განვითარების საფუძველს. იღებენ თბილ, ყურადღებით აღსავსე და რეაგირებად მზრუნველობას მთავარი მომვლელისაგან, ვისაც მათთან ყოფნა სიამოვნებს. ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, ისინი სხვა ადამიანებისათვის ქმნიან შინაგან სამუშაო მოდელებს და ხვდებიან, რომ შეუძლიათ ის მიიღონ გარემოსგან, რაც სჭირდებათ. მათ დადებითი შეხედულება უყალიბდებათ ცხოვრებაზე, იციან, როგორ მართონ და გამოხატონ გრძნობები, აქვთ კარგი სოციალური უნარ-ჩვევები, მაღალი თვითშეფასების უნარი და ჰყავთ ბევრი მეგობარი. ისინი ასევე კარგად უმკლავდებიან პრობლემებს, როცა სჭირდებათ, დახმარების თხოვნაც შეუძლიათ. ბავშვების დაახლოებით 55% საიმედოდ მიჯაჭვულია. იმ ბავშვის ძირითადი მომვლელი, რომელსაც განრიდებული მიჯაჭვულობა ახასიათებს, კონფლიქტური, გაბრაზებული, გაღიზიანებული და მტრულია. ბავშვები, რომლებიც იზრდებიან ამ პირობებში, თვლიან, რომ სიყვარულის ღირსები არ არიან და არ სჯერათ, რომ ადამიანები მათ გვერდში დაუდგებიან. თავი რომ დაიცვან უარყოფისაგან, უარს ამბობენ გრძნობებზე და მოქმედებენ ისე, თითქოს არაფერი აინტერესებთ, მაგრამ ამ გარეგნული უხეშობის მიღმა გულნატკენები, მოწყენილები და გაბრაზებულები არიან. ბავშვების დაახლოებით 23% თავის ამრიდებელთა კატეგორიას მიეკუთვნება. მთავარი მომვლელი, რომელსაც ბავშვთან ამბივალენტური მიჯაჭვულობა აკავშირებს, ბავშვის სიგნალებზე არაპროგნოზირებულად რეაგირებს. რადგან ბავშვს არ შეუძლია დაეყრდნოს მას და უსაფრთხოდ და მშვიდად იგრძნოს თავი, ის შინაგან სამუშაო მოდელებს ავითარებს, სადაც ვერ იღებს იმას, რაც სჭირდება და ვერ ენდობა სხვებს. არ არის გასაკვირი, რომ ბავშვები, რომლებსაც ამბივალენტური მიჯაჭვულობა აკავშირებთ სხვებთან, ხდებიან უფროსებზე მიწებებულები, დამოკიდებულები და მომთხოვნები. ხანგრძლივი კვლევების საფუძველზე ლ. ალან სროუფემ დაასკვნა, რომ ასეთი ბავშვები იოლად ბრაზდებიან, არიან იმპულსურები და ადვილად უცრუვდებათ იმედი. დაბალი თვითშეფასება, ხშირად, მათ ძალადობის მსხვერპლად აქცევს. ბავშვების დაახლოებით 8%-ს ამბივალენტური მიჯაჭვულობა ახასიათებს. იმ ბავშვის ძირითად მომვლელს, რომელსაც არაორგანიზებული/დეზორიენტირებული მიჯაჭვულობა ახასიათებს, თავად აქვს სერიოზული პრობლემები, მას შეიძლება ჰქონდეს ფსიქური პრობლემები, ძლიერ დეპრესიაში, ხანდახან ის შეშინებულია და არ შეუძლია საკუთარი ცხოვრების მართვა, ხანდახან კი საშიში, გაბრაზებული, მტრული და გარიყული. ისინი ხშირად ძალადობენ ბავშვებზე. ბავშვების 48%-ს, რომლებსაც ცუდად ეპყრობოდნენ, არაორგანიზებული მიჯაჭვულობა ახასიათებდა. ერთსა და იმავე დროს ის არის საშიშროებისა და საიმედოობის, განგაშისა და სიმშვიდის წყარო. ამ რთული გამოცდილებით ბავშვები აყალიბებენ იმ ადამიანების შინაგან მოდელებს, რომლებსაც ვერ ენდობიან, რომ მათზე იზრუნებენ და მათ სამყაროს მართავენ. მათ ცუდი სოციალური უნარ-ჩვევები, დაბალი თვითკონტროლის უნარი აქვთ და იმედგაცრუებას ადვილად ეგუებიან რადგან ვერ განავითარეს სტრესთან ან ძლიერ ემოციასთან გამკლავების ორგანიზებული სტრატეგია, ბევრ მათგანს ხშირად აქვს სერიოზული ქცევითი პრობლემები.

0
33
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო არდაშელია
ნინო არდაშელია
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0