x
მეტი
  • 11.07.2024
  • სტატია:135915
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510261
ობსესიურ-კომპულსური აშლილობა (ოკა) და პანდემია
image

ობსესიურ-კომპულსურ აშლილობას ახასიათებს აკვიატებული, განმეორებითი აზრები, იგივე, ობსესიები და იძულებითი ქცევები, ანუ, კომპულსიები. ობსესიები არის ისეთი აკვიატებული აზრები, რომლისგან თავის დაღწევასაც ცდილობს ინდივიდი. ის იწვევს შფოთვასა და დისტრესს, ხოლო კომპულსიები ობსესიების საპასუხოდ ხორციელდება და ამცირებს წარმოქმნილ დისტრესს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კომპულსიები არ ხორციელდება სიამოვნების მიღების მიზნით.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ობსესიურ-კომპულსური აშლილობის მქონე ადამიანი აცნობიერებს მისი სურვილების აბსურდულობას. ეს ობსესიური აზრები ადამიანის ნებისგან დამოუკიდებლად იჭრება მის ცნობიერებასა და აზრებში. მათი აკვიატებული ფიქრები შეიძლება ზოგჯერ სამარცხვინოც და მათთვის ხიფათის შემცველიც კი იყოს. მაგალითად, გზაზე მოძრავი ტრნსპორტის წინ გადარბენა და ა.შ.

პანდემიის პერიოდში მოსახლეობაში შფოთვამ და სტრესმა საგრძნობლად იმატა, შესაბამისად ასეთ სიტუაციაში ალბათ თითოეულ ჩვენგანს გვინახავს გარშემო ადამიანები, რომლებსაც გაუმძაფრდათ ხელის დაბანისა და სახლის სპეციალური ხსნარებით გაწმენდისა და დალაგების სურვილი. ადამიანებს, რომლებსაც ოკას სკალაზე შედარებით მაღალი მაჩვენებელი აქვთ, დღევანდელ სიტუაციაში შექმნილი გაძლიერებული შფოთვისგან განსაკუთრებით დაუცველები არიან.


ობსესიურ-კომპულსურ აშლილობაზე კონცენტრირებული ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაციის, OCD UK-ის წევრი, ეშლი ფულვუდი კი აცხადებს, რომ მოიმატა ორგანიზაციაში შემავალმა ზარებმა და მეილებმა იმ ადამიანებისგან, რომლებთაც ეპიდემიამდე არ აწუხებდათ აკვიატებები და კორონავირუსის გამო განუვითარდათ.

ფულვუდისვე თქმით, ოკას სკალაზე მაღალი მაჩვენებლების მქონე ადამიანებს ვირუსის შეყრის საფრთხის გამო დასუფთავებისა და ხელების დაბანის დაუძლველი სურვილი უჩნდებათ. ამ ადამიანებში შეიმჩნევა აკვიატებები, რომლებიც აქამდე არ ქონდათ. ისინი უფრო მეტად იცავენ უსაფრთხოების წესებს და იმაზე ხშირად იბანენ ხელებს, ვიდრე მთავრობისგანაა რეკომენდირებული. ზოგიერთის აკვიატებები კი იმდენად გამწვავებულია, რომ 20 წუთის განმავლობაში ან უფრო დიდხანსაც იბანს ხელებს.

ლილი ბეილი ავტორია წიგნისა, იმიტომ, რომ ცუდად ვართ, რომელიც მოგვითხრობს, როგორია მსგავსი ფიქრებითა და აკვიატებებით ცხოვრება. პირადად მისთვის დაუძლეველი იყო ბაქტერიების გადადების შიში. ის ამბობს, რომ ხელების დაბანის რჩევა, იმ ადამიანებისათვისაც კი, რომლებიც ოკას-გან უკვე განიკურნენ, აკვიატების დაბრუნების საშიშროებას შეიცავს.

სკალაზე მაღალი ქულის მქონე ადამიანებს სურვილი აქვთ განუწყვეტლივ გადაამოწმონ საინფორმაციო სიახლეები, რათა თვალი ადევნონ პანდემიის მიმდინარეობას. მათ აქვთ დაუოკებელი სურვილი, ყველაფერი იცოდნენ კორონა ვირუსის შესახებ, ისინი დღეში რამდენჯერმე ამოწმებენ მედია საშუალებებს, რადგან ფიქრობენ, რომ თუ არ იქნებიან საქმის კურსში თუ რახდება მათ გარშემო დაკარგავენ სიტუაციის კონტროლის უნარს.

0
13
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო არდაშელია
ნინო არდაშელია
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0