x
მეტი
  • 11.07.2024
  • სტატია:135914
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510261
რა არის ფსიქოფიზიკა?

image

შეგრძნებების გაზომვა და მისი შესწავლა ფსიქოლოგიისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო გამოწვევაა. ფსიქიკურ განცდებსა და ფიზიკურ გამღიზიანებლებს შორის მიმართების გაზომვას დიდი პრაქტიკული ღირებულებაც გააჩნია. სწორედ ფიზიკური სტიმულაციისა და ფსიქოლოგიური შეგრძნებების შესატყვისობას შეისწავლის ფსიქოფიზიკა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ფსიქოფიზიკის კვლევას აქვს პრაქტიკული მნიშვნელობაც, მაგალითად იმისათვის, რომ მუსიკალურმა ბენდმა სტერეოგამაძლიერებლები ჩართოს ადრინდელთან შედარებით ორჯერ უფრო მეტი ენერგიით, სინამდვილეში იმისათვის, რომ მსმენელმა ის აღიქვას, როგორც ორჯერ უფრო ხმამაღალი ენერგიის დონე ათჯერ უნდა გაიზარდოს. ეს არის თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ რა ღირებულება შეიძლება ჰქონდეს ფსიქოფიზიკის კვლევებსა და მიგნებებს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში.


აღსანიშნავია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა ფსიქოფიზიკის ისტორიაში იყო ფიზიკოსი გუსტავ ფეხნერი. სწორედ მან შემოიტანა ტერმინი ფსიქოფიზიკა და შექმნა მეთოდიკა, რომელიც აკავშირებდა ფიზიკური გამღიზიანებლის ინტენსივობას სენსორული განცდის სიდიდესთან. რელევანტური იქნება თუ განვმარტავთ აბსოლუტურ ზღურბლს, რაც ნიშნავს ფიზიკური ენერგიის იმ მინიმალურ რაოდენობას, რომელიც საჭიროა სენსორული განცდის წარმოსაქმელად. ფსიქოფიზიკურ კვლევებში მკვლევარები იყნებებდნენ ზღვრების მეთოდს, თუმცა მოგვიანებით შემოიტანეს სიგნალის შემჩნევის მეთოდები, ვინაიდან ამ მეთოდის გამოყენებით შესაძლებელი გახდა სენსიტიურობისა და ტენდენციურობის გაზომვა, რასაც ვერ ახერხებდნენ ზღვრების მეთოდის შემთხვევაში. სიგნალის შემჩნევის თეოორიის თანახმად, როდესაც ადამიანი ცდილობს სიგნალის შემჩნევას ყოველთვის არსებობს ხმაური, ანუ ხელშეშლა, რომელიც მას შეიძლება აერიოს სიგნალებში. სიგნალის შემჩნევის თეორია სენსორულ პროცესებზე მკაცრად ფოკუსირების ნაცვლად, ყურადღებას ამახვილებს ინდივიდის მსჯელობის პროცესზე გამღიზიანებლის არსებობისა თუ არარსებობის შესახებ.


არაერთი ექსპერიმენტი ჩატარებულა სიგნალის შემჩნევასთან დაკავშირებით, მაგალითად ჰარდიმ, ვოლფმა და გუდელმა ჩაატარეს მრავალი ექსპერიმენტი, რომლებითაც ისინი შეისწავლიდნენ ადამიანების რეაქციებს სხივურ სითბოზე და იყენებდნენ ზღვრების მეთოდს. მონაწილეებს სითბო გადაეცემოდათ მკლავებზე თმის საშრობის მსგავსი მოწყობილობით, რომელსაც ალგეზიმეტრი ეწოდება. პატარა წერტილი სტიმულირდებოდა სხვადასხვა ინტენსივობით. მკლევარებს უნდა განესაზღვრათ, სითბოს რა ინტენსივობა იყო საჭირო, იმისთვის რომ ცდის მონაწილეს ტკივილი ეგრძნო ჯერ ანალგეტიკის მიღების გარეშე და შემდეგ იმ შემთხვევაში, თუ ის ანალგეტიკს მიიღებდა. თუ ექსპერიმენტში ანალგეტიკის მიღების შემდეგ სტიმულის ინტენსივობის გაზრდის საჭიროება იქნებოდა ამით დაადგენდნენ, რომ კონკრეტულ ანალგეტიკს, ამ შემთხვევაში ასპირინს ტკივილგამაყუჩებელი თვისებები აქვს. ჰარდიმ და მისმა კოლეგებმა მსგავსი შედეგი მიიღეს, თუმცა ამ შედეგის მიღება გამოწვეული იყო იმით, რომ ისინი დიდი გამოცდილების მქონე სუბიექტებზე ატარებდნენ ცდას. ხოლო, როდესაც უბრალო სუბიექტებზე ჩატარდა ექსპერიმენტი აღმოჩნდა, რომ ცდის მონაწილეების ნახევარზე მეტისთვის ასპირინის მიღების შემდეგ ტკივილის გამოსაწვევად საჭირო სითბოს ინტენსიობამ დაბლა დაიწია. ჰარდის და მისი კოლეგების ერთ-ერთი აღმოჩენა იყოს ის, რომ ასპირინი ტკივილის ზღურბლებს უფრო კონსისტენტურად ამაღლებდა გავარჯიშებულ დამკვირვებლებში, ვიდრე გამოუცდელ ცდის პირებში. ავტორებმა ისიც კი შენიშნეს, რომ შთაგონებამ შეცვალა ტკივილის ზღურბლები. მაგალითად, ზღურბლები იწევდა იმ შემთხვევაში, თუ მონაწილეები ფიქრობდნენ, რომ ტკივილგამაყუჩებლები მიიღეს. ანალგეტიკების მუშაობის დასადგენად კლარკმა და მისმა თანამშრომლებმა გამოიყენეს სიგნალის შემჩნევის პროცედურა. თავდაპირველად კლარკმა აღმოაჩინა, რომ ტკივლგამაყუჩებელი ამცირებდა სენსიტიურობას. შემდეგ კი კლარკმა შეისწავლა, ცვლიდა თუ არა პლაცებო და აკუპუნქტურა სენსიტიურობას ან ცვლიდა თუ არა ისინი მონაწილეთა მირეკილებას ეთქვათ, რომ იგრძნეს ტკივილი. კლარკმა აღმოაჩინა, რომ პლაცებო და აკუპუნქტურა ამცირებდა კვლევის მონაწილეთა შეტყობინებას ტკივილის შესახებ და მტკივნეული სტიმულებისგან უკან დახევის მცდელობების რაოდენობას.


0
89
შეფასება არ არის
ავტორი:ბარამიძე ანა
ბარამიძე ანა
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0