x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
როგორ წავედი საფრანგეთში, 17-23 ივნისი, 2021 და პარიზი მზის და ვარდების ქალაქი?! თუ სხვა რამ(ებ)ის?

image

ახლა თურქეთში ვარ უკანა გზაზე და ხმალი ავლესოთ ქართველებო, ხმალი ავლესოთ მემღერება. ის კი გამიკვირდა ლირა რომ 2-ჯერ უფრო გაუფასურებულია ვიდრე ლარი მაგრამ განვითარებული ეკონომიკაა და ნაკლებად იტყობენ.

საფრანგეთში წასვლამდე საზღვართან დაკავშირებული ყველაფერი გავარკვიე, 9 ივნისს დაუშვა ქვეყანამ ტურისტული ვიზიტები აცრის ან პისიარის საფუძველზე ნარინჯისფერი ზონებიდან, რომელშიც საქართველოც შედის, ეგ იმას ნიშნავდა რომ გზა ხსნილია. მე ჩემი სინოფარმი პისიარითაც დავაზღვიე რომელიც თიბისი დაზღვევამ ფასდაკლებით მაჩუქა კაი ევროპულ სახელიან კლინიკაში რეიმან ბაი რეიგან (თიბისი დაზღვევა აქ კი უნდა მაიდენტიფიცირებდეს როგორც ორგანულ ინფლუენსერს)

საქართველოს სასაზღვროსთანაც გავარკვიე რადგან გამეგონა საკუთარ ქვეყანაშივე შეიძლება შეგექმნას პრობლემებიო. თურმე მთავარი მონსტრი სწორედ სამშობლოა:)))) (პათეთიკისთვის ბოდიშიით) საზაზღვრომ ჩვენო ვუშვებთ ყველასო, ჩვენ რა უფლება გვაქვს დავტოვოთო:))) არადა როგორ არ აქვთ ხო? ნუ კაი, ეს ცალკე საკითხია. მეგობარმა მითრხა თვითონ ავიახაზები არიან გაფრთხილებული ხალხის არ გაშვებაზე, მოწვევის გარეშე ევროკავშირშიო. არადა მინიმუმ ბულგარეთზე ვიცოდი საფრანგეთს რომ თავი გავანებოთ რომ პისიარით ან აცრით უშვებს საქართველოს მოქალაქეებს. არ ჩავრიე თურქიშის საქართველოს წარმომადგენლობასთან სანაცნობო წრე რადგან ვიცოდი რომ მართალი ვარ, აბსურდია საქართველოდან არ გაშვება არ არსებული მიზეზებით და 17-ში აეროპორტში მივედი, თბილისი-სტამბოლი-პარიზის ბილეთით. ჩექინზე ეგრევე დამიხეთქა პარიჟში ვერ გაფრინდებითო:))) რა თქმა უნდა ძალიან უსიამოვნო მოსასმენია და საქმის გასარჩევად ავიახაზების წარმომადგენლობასთან გადავმისამართდი. დიპლომატია მოვიხმე და მე ვუთხარი პარიზი ჩემი იდეაფიქსი არ არის, სტამბოლი რითია ნაკლები ქალაქი-მეთქი. კაიო და შემავსებინეს თურქეთის ჯანმრთელობის სამინისტროს საიტი და ამიშვეს ბორდინგ პასსით ქართველ მესაზღვრესთან. მანდ არ ყოფილა არანაირი პრობლემა, დაჟე ლამაზი ბეჭედი, საყურეები, თმა და ყველაფერი ლამაზი ქონდა იმ ქალს თუმცა არ მითქვამს სანამ არ ჩამირტყა, რომ არ გამოჩენილიყო ფამილარულად:)

თურქეთში რომ ჩავედი არ ვიცი ფრენამ დააგვიანა თუ დროის სარტყელები ვერ გავთვალე, ტრანსფერიან ბილეთზე ეწერა ბოლო მომენტის ჩასხდომა:))) ძაან დავაწექი, გზაში ქართველ ქმარ-შვილიან ბრიუსელელ/დომენიკელ ლამაზ ქალს რომ ველაპარაკებოდი ფსიხივით დავემშვიდობე და ვიგრძენი რას გრძნობდნენ ჩემი მშობლები როცა 2002-ში ჩემს პირველ საზღვარგარეთში გასვლაზე საერთაშორისო და შიდა აეროპორტები აერიათ ერთმანეთში და მერე ყვებოდნენ კბილებიდან ოფლი გამოგვდიოდა ისე მივრბოდითო. თანაც 3-4 წლის და 6-7 წლის ბავშვებთან ერთად, ესე იმიტომ ვწერ ასაკებს რომ მე იქ გავხდი 7-ის და კარგი და ახალგაზრდა მაგრამ უყურადღებო მშობლებჯს გამო ვიხრჩობოდი კიდეც:))) მერეც ვიხრჩობოდი 19-ის რომ გავხდი ჩემს დაბადების დღეზე, ოღონდ ბათუმში. მოკლედ მე და ცურვა ვერც ისე და განსაკუთრებით დაბადების დღეებზე ვერ ვმეგობრობთ, ალბათ იმიტომ რომ მეორე შემთხვევაში დაბადების დღის პონტში წყალს ცოტათი ზედმეტად გავუთამამდი ჩემი უმონაცემობის გათვალისწინებით. ეს ლირიული გადახვევა იყო თუმცა ბოლო 1 წელია ვგრძნობ მსგავსებებს ჩემს მშობლებთან როცა მეც ტურისტი ვარ, როგორც ისინი იყვნენ ტურისტები ჩემს ასაკში, თუმცა მე არ მყავს პატარა შვილები.

თურქეთში 5 კაცი ნახულობდა ჩემს საბუთებს აშვება/არ აშვებაზე, ონლაინ ბორდინგ პასი ისედაც მქონდა და საერთოდ როგორც გავიგე სატრანსფერო ქვეყანას ვაბშე არ აქვს უფლება რომ არ აგიშვას ფრენაზე. არ უთქვამთ რამე პრობლემააო, მეც დასტოინი სახით ვიდექი ტრუსიკივით შორტებში მაგრამ თურქეთის პონტში კი მოვიცვი ტრენჩი:)) მაინც ვერაფერი გაიგეს, ისევ თიბისი დაზღვევა უნდა ვახსენო და მაგაზე მკითხეს აქ მუშაობო?:)) (რით ვერ ისწავლეს ინგლისური) მე ვუთხარი არა, კონტრაქტორი ვარ-მეთქი:)) ნაღდად არ მოვატყუებდი მარა პოლისის კონტრაქტორი კი ვართ საქართველოს საზღვარზე შემოსვლის მომენტამდე:))) ( TBC Insurance - თიბისი დაზღვევა მომხედეთ :))) მერე რაზე მიდიხარო და მეთქი "You know Demna Gvasalia of BALENCIAGA" და მაგ დროს რომელიმეს უნდა ცმოდა ბალენსიაგას ფეიქი ტუფლები მაგრამ არა:))) არაუშავს, გაჭედვის გარეშე ამიშვეს და ავტობუსში რომ ავედი ვიმალებოდი, მეთქი არ ჩამომათრიონ და მიმაბრუნონ, აი ასე სტრესავს დედა სამშობლო საკუთარ მოქალაქეებს თბილისიდანვე (აბა სხვა აეროპორტი არც მუშაობს და...)

საქართველოს მთავრობა, აქვე თქვენი კეთილები რა ვთქვი, მაგ დირექტივას რომ აძლევთ ავიახაზებს, ვითომ მთელი ევროკავშირი ჩაკეტილია საქართველოსთვის თქვენი აუტანელი სიბანძის გამო. 3.80-ით რომ ისედაც სადღაც მიდიხარ სასწაულია, გასაზიარებელი...

პარიზში რაის კომენდანტი, 21-დან ოფიციალურად მოიხსნა მაგრამ მანამდეც ჩვეულებისამებრ მიდიოდა ცხოვრება, თავის რესტორნებიანა, აი სად ყივის რევოლუციური სული და როგორ ქვეყანაში არ არიან მონები მოქალაქეები...

შარლ დე გოლში რომ ჩავედი ჯერ ხო სასახლეა და მერე მეორე პარიზი და ფრანგები ისე გხვდებიან სანამ მესაზღვრემდე მივედი აეროპორტის შიდა მატარებლით უკვე ბედნიერი ვიყავი. აი *ლებოდან რო მიდიხარ და ნელ-ნელა რო სხივოსნდები თურქეთის გავლით. ნარინჯისფერი ზონის კორიდორთან რომ მივედი პრინცესასავით გამატარეს, 20 კაცი დადის პარიზში ტურისტი, ძაან ელიან ტურისტებს. მესაზღვრემ პასპორტს რომ ჩახედა მერამდენედ ხარო, მეთქი მეორედ მარა წინაზე რამდენიმე საათით ვიყავი როცა ჯერ კიდევ ვიზები გვჭირდებოდა-მეთქი. ჩემი ინიციატივით მივაწოდე ჩემი აზრით ლოგიკურად დალაგებული საბუთები: უარყოფითი პისიარი, აცრა სინოფარმი, დაზღვევა როგორიც საჭიროა ავსტრიაში და საფრანგეთში (უფრანშიზო, მგონი 60K ევროზე, ) უკანა ბილეთი და ინფორმაცია ანგარიშზე არსებული ფულის შესახებ რადგან სასტუმროს ჯავშანი არ მქონდა. ერთი დახედა იმ პისიარს, აცრაზე არც შეუხედავს და ეგრევე შემიშვა თავისი მეღსიებით.

პარიზი - სირენების და Maison J Gatti-ს დაწნილი სკამების ქალაქი

შარლ დე გოლში რომ გამოვედი უინტერნეტობის გამო (შეურცხვათ ქართულ ჯიესემებს როუმინგის პაკეტები, იყიდე ბინა ბაკურიანებში კი მომდიოდა მთელი პარიზი სმს-ის სახით) 6 წუთის სავალზე RER-ს ანუ პარიზის ჩვენებურ მეტროს ვერ მივაგენი და ამიტომ ავტობუსით წასვლა გადავწყვიტე. თან ავტობუსიდან უფრო ათვალიერებ ქალაქის ინდუსტრიულ მხარეს და მართლაც ვნახე AIR France-ის უზარმაზარი შენობა თავისივე თვითმფრინავის ძეგლით და სხვა რამეებიც. მე როგორც მარკეტინგულ ადამიანს მიყვარს კამპანიების ცოცხლად თვალიერება და ამჟამად ნანახებიდან Celio-ს BE NORMAL კამპანიას გამოვარჩევდი რომელიც ამდენი ფსევდო, არაფსევდო და მეინსტრიმული ინდივიდუალიზმის პირობებში ავთენტურად ნორმალურობისკენ მოგვიწოდებს. ერთ დროს სანამ ძაან გავღატაკდებოდით ჩვენთანაც იყიდებოდა ეგ ბრენდი, პეკინზე ანუ იმ დროისთვის ჩვენებურ ჩანზ-ელიზეზე. ეგ იქით იყოს, ავტობუსის მოლოდინში თავიდან მხოლოდ მე და უტიპურესი ფრანგი ქალი ვიდექით, ოღონდ სალომესნაირი არა, ბევრად უბრალო და ნათელი. ავტობუსი რომ გამოჩნდა სიცილი ამიტყდა, არ მეგონა მაგ ადგილას თუ ის მოგონება ამომიტივტივდებოდა რაც ამომიტივდივდა და ამ ქალს ვუთხარი, იცით პოსტ-საბჭოთა ქვეყნიდან ვარ და ბავშვობაში ბებიაჩემმა მომიყვა, ასეთ გადაბმულ ავტობუსებს როგორიც ესაა, სსსრ-ში მიშკა-რაიკას ეძახდნენო:))) ეს ყველაფერი ინგლისურად უფრო სასაცილოდ ჟღერს და რა თქმა უნდა ავუხსენი პადრუჩკიან გორბაჩოვზე და მაგის ცოლ რაისაზე რომ იყო ლაპარაკი:))) ეს იყო ჩემი პირველი პარიზული გამოცდილება. ისე აეროპორტის RER-ი 3 ევროთი ნაკლები ღირს ვიდრე ავტობუსი თუ მერე ჩვეულებრივ მეტროში გადასაჯდომი ბილეთის ფასი არ ემატება 2€-მდე.

გარნიეს ოპერამდე მივედი, ოღონდ ის კი არა, მიცელარული წყალი გაღნიეს რომ აცხადებენ, როგორც აღმოვაჩინე ეს კაცი, მგონი ჩარლზ ან შარლ გარნიე ისევე როგორც დარვინი ან მენსონი, დიდი კაცი ყოფილა და თბილისისაზე ბევრად გრანდიოზული მაგრამ არც თბილისის ოპერის დამაკნინებელი შენობა აუგია რადგან რომ იცოდეთ ჩვენი ოპერაც კაია. ახლა არქიტექტორი თვითონ ალბათ არ იქნებოდა უშვალოთ და სიტყვაზე არ გამომეკიდოთ ძააან პაღიჟელი თბილისლები:)) იასნა იქვე ოქროსკბილებიანი ფრანგი ციგანი მომადგა ყრუ-მუნჯ ბავშვთა დახმარების თხოვნით:))) მაგრამ იქვე ლაფაიეტის გალერეებია და ვინმეს ბომჟური უბანი არ გეგონოთ:))) კიდევ ძაან ბევრი დეტალი და აზრი დამიგროვდა რომლებიც არც ჩამიწერია მაგრამ ჩემმა ტვინმა ჩაიწერა და ჩემს თვითგანვითარებას შეშად შეუკეთა.

მეორე დღეს გღევინის ცვილის მუზეუმთან აღმოვჩნდი სეირნობაში და ლამაზი ნივთების ბუტიკებიც იქვე დავათვალიერე. აა ხო, რაც შეეხება ჭამას, რა თქმა უნდა ბულანჟერიების სურნელი ყოველი დილის დასაწყისი იყო თუმცა ამ ვიზიტისას ფრანგული კულინარიის შემეცნების განწყობა ნამდვილად არ მქონია. მაკარუნების ცნობილი ბრენდი თბილისშიც გვაქვს და აქაც იგივე იყიდება რაც იქ თუმცა ვერსალში მაკარუნების ჭამა თავს პრინცესად გაგრძნობინებს. ამავე დღეს პირველად ვნახე ლუვრის ეზო რამაც ყბა მართლაც ჩამომიგდო, ნოტრ-დამიც რომელიც დაკეტილია და სხვა ბევრი დიადი ევროპული ძეგლ-შენობაც. შუადღეც შესანიშნავი მქონდა, აქ არ მოვყვები, შებინდებულზე კი მონმარტრისკენ დავიძარი რომელიც არ მომწონს რადგან ჩემთვის ზედმეტად არტისტულია.საქრე-ქორის კიბეებიდან რომელიც მგონი ყველაზე დიდი ბაზილიკაა პარიზში, ნიტო საფრანგეთში პარიზის ხედი ვნახე რომლის მსგავსიც, დაჟე ბევრად უკეთესი, ნუცუბიძის პლატოდან მაქვს თბილისში მაგრამ შესადარებლად მთაწმინდის ხედს უფრო გავდა რადგან ახლო დისტანციაზე ჩანს პარიზი, ოღონდ გეოგრაფიულადაც ზემოდან ქვემოთ, if you know what I mean, ანუ რუკაზე ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით.

პირველივე შესაძლებლობისას პომპიდუს ცენტრისკენ გავეშურე, ჯერ კიდევ ვიზების დროიდან მოყოლებული Tatia Tabatadze -ის გადმოცემული პომპიდუს ტერასა ვარდისფერი კადილაკ ელდორადოსავით მქონდა გულში და გონებაში გამჯდარი. სამწუხაროდ მოჩათლახებულა ამ წლებში თუმცა პანორამული ხედი პომპიდუდან, პირველ ადგილს პარიზზე საუკეთესო ხედობაში, მხოლოდ და მხოლოდ ტრიუმფალური თაღის სახურავთან შეიძლება იყოფდეს და ჩემი აზრით სწორედ ამ უკანასკნელზე გადაღებულ ფოტოზე ასახული პარიზულ-ფოთური დაგეგმარების მიუხედავად პომპიდუს ხედი უჯოკრავს კიდეც.

მთავარი პომპიდუშიც, პარიზშიც და საერთოდაც ყველგან, ადამიანები არიან რასაც ბოლოში კიდევ დავწერ და მართლაც გულის დამბუსთველად გამიხარდა ბილეთების რიგში უიქენდზე ნიდერლანდებიდან პარიზში გადმოსული Karchkha -ს დანახვა. Nata-ს გაცნობა საერთოდ ღვთის საჩუქარი იყო. თავიდან დროებითი ექსპოზიციები დავათვალიერეთ რომელშიც სხვა მუზეუმებშიც ძალიან მაგრად გამიმართლა და აქაც, 2 გამოფენიდან რომლებიდანაც ერთ-ერთი აბსტრაქციონისტი ქალების იყო, მეორე კი თანამედროვე ქალის, დავასკვენით რომ პირველის შემთხვევაში ეპოქა განსაზღვრავს კონტექსტს და მეორესთან მართლაც ვნახეთ მთელი პომპიდუს საუკეთესო ექსპონატი, მულტიმედიური ფორმატში ტაშ-ფანდურით მოცეკვავე მეხანძრეების ოთახი. იმედი მაქვს ის ბიჭი რომელიც ამ ყველაფერის ნახვის დროს ჩვენთან ერთად იყო და ბერლინში სწავლობს, მოახერხებს და აიღებს ამ არტისტის კურსს მომიჯნავე სკოლიდან თავისივე უნივერსიტეტში))) მუდმივმა ექსპოზიციამ მოლოდინი გამიცრუვა, რატომღაც დარწმუნებული ვიყავი ჯეფ კუნსის ან/და დამიენ ჰირსტის 1 ნამუშევარი მაინც დამხვდებოდა, ალბათ უელბექის რუკა და ტერიტორიის გავლენის ბრალია თუმცა მგონი ევროპაში ბილბაოს ნიუ-იორკის მუზეუმის ფილიალ მუზეუმში ნაღდად არის მაგ ავტორების ნამუშევრები, თუ გაქვთ რამე ინფო თუ შეიძლება გამიზიარეთ. 1-2 დალი და პიკასო ნაღდად იყო რომლებიც ცალსახად სხვებზე მეტნი არიან და ამას მტკიცება არ სჭირდება თუმცა პიკასოს პარიზის მუზეუმი ისედაც ცალკე მქონდა დაგეგმილი. პიკასოს ძირითადი მუზეუმი ბარსელონაშია, ისევე როგორც ბატონი დალის და პარიზში ჩასვლის სხვა მიზეზები რომ არ მქონოდა, ტურისტულად N1 მიმართულება ნამდვილად ბარსელონაა ამ ეტაპზე ჩემთვის. მერე წვიმდა და დრო აკლიმატიზაციას დავუთმე.

პარიზის ფლი მარკეტი ანუ 1 საუკუნის წინ გაჩენილი მსოფლიოს სხვენი ძაან სხვანაირი პარიზია. ანტიკვარიატი, ვინტაჟური ნივთები, სამუზეუმო ექსპონატებიც კი, საკმაოდ მისტიურ ადგილასაა გამოფენილი და ჰიპსტერი ფრანგი მოხუცები, მასკულინური ქალები და ჯეკ სფეროუსნაირი ახალგაზრდა ვაჭრობენ რომლისგანაც მე ის პიჯაკი ვიყიდე რომელიც სურათზე მმოსავს, მხოლოდ იმიტომ რომ იმ ადგილიდან შენაძენის გარეშე არ დავბრუნებულიყავი:))) 60 ევროო და მე ვუთხარი ჩემს ქვეყანაში 10-ადაც დავითრევ მასეთს მაგრამ რადგან პარიზია 20-მეთქი. იმან 40-იო და ბოლოს 30-ზე შევთანხმდით თუმცა ქეშად 10-ზე მეტი არ მქონდა და დანარჩენი 20 სხვებმა დამიდეს, შესაბამისად ჩემი ჯიბიდან მაინც 10 და ადეკვატური ფასი გავიდა:))) მანამდე იაპონური კიმონოები, კონცლაგერის ფორმები და ა.შ უკვე მორგებული მქონდა:)))

მაქედან როდენის მუზეუმისკენ გავეშურე, ძალიან მინდოდა მოაზროვნეს ნახვა. შესანიშნავი კოლაბორაცია დამხვდა, ექსპონატების ნაწილი გაცვლილი იყო ზემოთხსენებულ პიკასოს მუზეუმთან და მოგვიანებით მეტროშიც შევნიშნე ამ ამბის მაუწყებელი ბანერი. მთავარი მოაზროვნე ჩემთვის მეტროს სადგურშივე არსებული კოპიაა, რომელიც ხალხშია გამოტანილი. მუზეუმის ეზოში მდგარი დიდი მოაზროვნეც შთამბეჭდავია და რა თქმა უნდა ყველაზე მეტყველი, ქანდაკების ორგინალური ვერსიაა. აღმოვაჩინე რომ კივილის ავტორს ედვარდს, დაუხატავს როდენის მოაზროვნე და თვითონ როდენს უამრავჯერ გამოუქანდაკებია ონორე და ბელზაკი. მუზეუმის ულამაზეს ეზოში უდიდესი ნაწილი კერძო ინვესტორს უყიდია და "კორპუსს" დგამს:)) მერე ლუვრში შევიარე, უაზრო დროს მქონდა ჯავშანი, დაკვეტვამდე 1 საათით ადრე თანაც მაშინ როცა დაკეტვამდე ნახევარი საათით ადრე უკვე გარეთ გერეკებიან თუმცა ჯავშანი ამჟამინდელ პარიზში ლუვრშიც კი არ არის საჭირო. ლუვრი შემდეგი დღისთვის გადაიდო და მედიჩის 1 კილომეტრიან პარკს შევუყევი სადაც გზაზე ქართული და სანდომიანი ჭორაობა ჩამესმა და მორიდებით ვამცნე 2 ქართველ დიდი ხნის ემიგრანტ ქალს რომ მშობლიური მაინც მშობლიურია:) ამ ქალებიდან ერთ-ერთმა ეგრევე მიცნო, როგორც თვითონ მითხრა ხმით, რაც მე ყოველთვის ძალიან მიხარია რადგან გარეგნობით ან სახელით და გვარით ცნობის გარდა ჩემთვის მესამე მახასიათებელია რითიც ადამიანებს ვუცნივარ:) ბოლოში კონკოღდის მოედანთან 2 გოგოს მივმართე ზოგადი შეკითხვით რომლებმაც ძაან გავაბით და ასე ვილაპარაკეთ ესპანელმა, რუსმა და ქართველმა გეოპოლიტიკაზე და რუსეთის ოკუპანტობაზე. სხვა თემებზეც ბევრი ვილაპარაკე(თ) და დავმეგობრდით. შემდგომში ესპანელთან კიდევ ერთხელ გადავიკვეთე. იმ საღამოს მარაის უბანში პარიზული ქუჩის ბისტროს შემდეგ კრასავიცა ეიფელი ახლოდან ვნახე.

მომდევნო დილა ტკბილი იყო, შუადღე (თურმე) მოსაბეზრებელ ლუვრში გავატარე, თუმცა 10-მდე ნახატი მაინც გამოვარჩიე, ძირითადად ჩემი მეგობრებისთვის მიმსგავსებული პორტრეტები და რა თქმა უნდა ჯოკონდამაც მნახა:))) ტუილერის ანუ მედიჩის 1 კილომეტრიანი ბაღის გავლით ლ'ორანჟერის მივადექი, პირველ სართულზე კლოდ მონეს პანორამები ვნახე და დროებითი ექსპოზიციის სულ ბოლო დღეს ჩემ საყვარელ რენე მაგრიტს+რენუარშიც გამიმართლა. ბრუსელში მაგრიტის მუზეუმში ვერასოდეს მოვხვდი თვის პირველ კვირა დღეს უფასოდ და ევროკავშირში შესვლაც ვერ მოვასწარით, 2 თვეში 26 წლის ვხდები. ლ'ორანჟერის მუდმივი ნაკრები იმ ტილოებისა რომლებიც პარიზში ინახება შთამბეჭდავია, ჩემთვის განსაკუთრებით მოდილიანი. ჰენრი რუსოს მადამ მ-ში თეა წულუკიანიც დავინახე:)) მაგ საღამოს ბოლო სრული დღისთვის დატვირთული გრაფიკიც დავგეგმე.

პიკასოს მუზეუმში ლურჯ ფერებში შესრულებული ავტოპორტრეტი შემეგება, თუმცა ლუვრში ყველაზე ცნობილი ავტოპორტრეტისტის, რემბრანდტის ერთ-ერთი ავტოპორტრეტი უკვე ნანახი მქონდა. რამდენიმე საათში ოღსეს-ორსეს-ორსეის მუზეუმში ვან გოგის ცნობილი ავტოპორტრეტი, დიდებული "ოთახი" და "ვარსკვლავებიანი ღამის" პირველი ვარიანტიც ვნახე სხვა ნამუშევრებთან ერთად. აქ ნანახი პიკასოს ნახატებიდან კი გამოვარჩევდი აგრეთვე ლურჯ ფერებში შესრულებულ ბრმა ქალის და რა თქმა დორა მაარის პორტრეტებს, ახალგარზდა პიკასოს შექმნილ 120 წლის წინანდელ La Mort de Casagemas, Maya a La Poupee-ს, ცრემლების მწმენდელ ქალს და ბევრ სხვას. ქანდაკებებიდან ლახტზე მოხტუნავე გოგონას. რა თქმა უნდა ვერანაირი ფოტოსურათი სრულად ვერ გადმოსცემს ნამუშევრების შინაარსს.

სასწრაფოდ ოღსე-სკენ გავემართე თუმცა რაღა სასწრაფოდ, გზაში საკმაოდ შევყოვდნი და შევიყოვნე თავი ტრაფიკის გამო. ვერსალში ვიყავი წასასვლელი საშინელი წვიმის მიუხედავად და კიდევ კარგი მუზეუმებში და გამოფენებზე სწრაფად აღქმის უნარი მაქვს. ოღსემ გამაოცა, ნამდვილი მუზეუმი ეგეთი უნდა იყოს. ვინ აღარ ვნახე, სეზანი, გოგენი, რენუარი, პისარო, მონე, მანე, დეგა, როგორც ზემოთ აღვნიშნე ვან გოგი და სხვები. ყველა ვინც ექსპრესიონისტი, იმპრესიონისტი, პოსტ-იმპრესიონისტი ან კიდევ სხვა რამეა. 2-2 ჯერ ჩამოვუქროლე ყველაფერს მაგრამ ოღსე ის ადგილია სადაც მთელ დღესაც გავატარებდი, მითუმეტეს დიდებული კაფეტერია აქვს. დროებით ექსპოზიციაში აქაც ძალიან გამიმართლა, 2 იანვრამდე გრძელდება და ნეტავ კიდევ ერთხელ მქონდეს ოღსეში მოხვედრის შანსი, ამიეტის ვარდისფერმა პორტრეტმა და ჯაკომეტის ტილოებმა ჩემს გულში შემოაღწია. მე არტ ნუვოც მიყვარს და ოღსემ ინტერიერის დიზაინის ევროპული ნიმუშებითაც მასიამოვნა.

ვერსალამდე წვიმის გამო დიდხანს მომიწია RER-ის ლოდინი თუმცა ძალიან მარტივად ჩავედი და მოვიარე კიდეც. ვერსალის ბაღების ინტრიგით აუცილებლად ავისრულებდი ამ საწადელს და თვითკმაყოფილიც დავრჩი. ტყუილია ვინც ამბობს რომ პარიზს ტურისტულად რამდენიმე დღეში ვერ ამოწურავ. დატვირთული გრაფიკით და არც ამდენი მუზეუმით დაინტერესებული ადამიანისთვის ქალაქის შესაგრძნობად და ვერსალში ვიზიტიანად 4 სრული დღე საკმარისი უნდა იყოს. გააჩნია ახლა, თუ მხოლოდ ეიფელის და სიყვარულის ქალაქის სტერეოტიპული მოლოდინი გაქვს რა თქმა უნდა აცდენილი იქნები. სამომავლოდ მე საცხოვრებლად თუ გადავალ რადგან თბილისი უკვე ძალიან დიდი ხანია 1 ზომით პატარა ჩუსტებია ჩემთვის, გაცვეთილი და ცოტა ფეხი რო გადმოგდის ეგეთი)) რომ ჩამოვედი დეა კულუმბეგაშვილის ფილმის პრემიერაზე აღმოვჩნდი რომელმაც დიდ წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ფესტივალებზე და მეც ფილმი მომეწონა, მაგრამ მასშტაბებში ძალიან დიდი სხვაობაა საქართველოს ძალიან პროვინციული ქალაქის დაახლოებით 10 წლამდე სექტანტ ბავშვებს (რომლებიც ფილმში თითქმის დოკუმენტურად არიან ასახულები) და პიკასოს მუზეუმში დილის ექსკურსიაზე მოყვანილ 5 წლის ბავშვებს შორის რომლებსაც შევესწარი როგორ შეიმეცნებდნენ სად რომელი ორგანო აქვს პიკასოს ქანდაკებას.

წამოსვლამდე მთავარ წერტილში ასვლა მქონდა განზრახული - ტრიუმფალურ თაღზე. უკვე ბარგი მეჭირა და შანზ-ელიზეზე სრული გამზირის ფეხით გავლა დამეზარა, ამიტომ აღმოჩნდა რომ სამუშაო საათების დაწყებამდე 40 წუთით ადრე მივედი და ვუყურებდი როგორ მოძრაობენ თაღის წრეზე პარიზელი ადამიანები სხვადასხვა ვეჰილით, ძირითადად პარიზული შავი სკუტერ-მოტოციკლებით. და რა თქმა უნდა პარიზს და სხვა ქალაქებს ადამიანები ქმნიან და ქმნიდნენ, მე ისევე გამორჩეულად, ინდივიდუალისტად და კომფორტულად ვგრძნობდი თავს როგორც ყოველთვის და მსოფლიოს ერთ-ერთი დედაქალაქის მასს ბრენდებში გამოწყობილ მოქალაქეების ფონზე 2 ფეშენისტა დამამახსოვრდა, გეი ბიჭი ტუილერის ბაღში მომავალი როგორც დეფილეზე და გოგონა ბოლო დღეს მეტროში რომელსაც მოდასთან შეიძლება არა მაგრამ სტილთან აშკარად ახლოს ჰქონდა ჩავლილი.

უკანა გზაზე მეტი არ მინდოდა ვინმეს პისიარი მოეთხოვა, უფრო მეტად ჩვენს ქვეყანას ვგულისხმობ თორემ საფრანგეთში ადეკვატურები არიან. როგორ შეიძლება ანტი-ვაქსერული ზეობის ფონზე მწვანე ზონიდან მომავალ აცრილ ადამიანს პისიარი მოსთხოვო თუმცა კომენდანტის დროს დამხვედრისთვის საშვის დაშვებაზე სასწაული რეგულაცია მაინც არ ამცდა და სანამ მგზავრს საზღვრის კვეთა არ დაუფიქსირდება, დამხვედრს კომენდანტის საშვს არ აძლევენ. კომენდანტი:)) სასაცილოა ეს სიტყვა, მითუმეტეს პარიზის უკომენდანტობის მერე. სრულად ქართველი მესაზღვრის კომპეტენციაა პისიარის მოთხოვნა/არ მოთხოვნა, ხვალ-ზეგ ტესტის გაკეთების დავალების მიცემა და ასე შემდეგ. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მცნობს ხოლმე პატრულიც და ქუჩაში უპირბადეობაზე შემიმჩნევია რომ თვალი აურიდებია ჩემთვის. ალბათ იციან რომ ძალიან ბევრს ვიკაკანებ და მაინც გასაუქმებელი ჯარიმის დაწერას თუ შეეცდება თავს ავუტკიებ. ნიშნისმოგებით მომმართა, მაჩვენებინა აცრის ფურცელი და შემომიშვა, მეც მალევე გამგზავრების მხარეს გადავინაცვლე აეროპორტში და თერქიშის წარმომადგენლებს ჩემს პასპორტში საფრანგეთში შესვლა-გამოსვლა ვაჩვენე რომლებიც 1 კვირის წინ თბილისში მტოვებდნენ და ჩემს თვალწინ დატოვეს რამდენიმე ადმიანი, მათ შორის 1 ქალი რომლის შვილიც მოწვევით გაფრინდა გერმანიაში და ამ ქალისთვის სამკურნალოდ წასვლა შეუძლებელი აღმოჩნდა საქართველოს ბოროტი მთავრობის აუტანელი სიბანძის გამო. მოკლედ ესე, კაია პარიზი, კრიმინალისგან ყოველ 5 წუთში გაგონილი სირენებიანი რომელიც თავიდან გსტრესავს და მერე ეჩვევი და Maison J Gatti-ს სკამებიანი ქალაქი რომელიც მერიის ტენდერის გარეშე დამკვიდრდა და გახდა ტრენდი დიდი ხნის წინ.

Fin

პს. აქეთა გზიდანვე თურქეთში დავამუღამე რომ პირბადე ბევრს ჰიჯაბის ზემოდან უკეთია, ალბათ რადგან პირბადეს უფრო იხსნიან ვიდრე თავსაბურავებს. ასეთი ყოფილა პანდემიის კულტურული განსხვავებები


image

0
145
3-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
145