x
მეტი
  • 11.07.2024
  • სტატია:135914
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510261
მოზარდთა აზროვნების არსი
image

მოცემულ სტატიაში მოკლედ განვიხილავთ იმ მნიშვნელოვან და ძირითად საკითხებს, რომლებიც მოზარდთა აზროვნებას ახასიათებს. ზოგადად, ახალი და გაუმჯობესებული შემეცნებითი უნარების გამო, მოზარდების აზრები უფრო ფართო მოცულობისა და რთული შინაარსის მქონე ხდება. მათ შეუძლიათ გაუმკლავდნენ რეალობასთან შეუსაბამო სიტუაციებს. მსგავსი მიზეზებიდან გამომდნარე, მეცნიერების ან მათემატიკის მიმართ ინტერესი ხშირად სწორედ, რომ ამ ასაკში ყალიბდება. როგორც წესი, მოზარდების ეს ახლად შეძენილი უნარი, გაიგონ ფაქტები, რომლებიც ეწინააღმედეგება რეალობას, ხშირად ზემოქმედებს მშობლებთან ურთიერთობაზეც. მოზარდები ერთმანეთს ადარებენ „იდეალურ“ და რეალურ მშობლებს. თინეიჯერები კრიტიკულები არიან ყველა სოციალური ინსტიტუციის, განსაკუთრებით – თავიანთი ოჯახის და მშობლების მიმართ. შესაბამისად, ადრეული მოზარდობის პერიოდის ტენდენციას წარმოადგენს ოჯახში კამათის გამწვავება. ბევრი მკვლევარის აზრით, დაპირსპირებები მწვავდება ყოველდღიური ქმედებების გამო. სწორედ, ეს დაპირისპირებები აძლევს საშუალებას მოზარდებს, გამოსცადონ თავიანთი დამოუკიდებლობა შედარებით უმნიშვნელო პრობლემების გადაჭრის დროს და ისეთ, უსაფრთხო გარემოში, როგორიცაა სახლი.

ასევე, მოზარდობის ასაკში (განსაკუთრებით შუა და გვიან მოზარდობაში) აზროვნების სხვა ცვლილება უკავშირდება პოლიტიკურ, სოციალურ და მორალური საკითხებით დაინტერესებას. მას შემდეგ, რაც მოზარდები შეიძენენ გამოცდილებას და შეძლებენ თეორიების გააზრებას, სამყაროს შესახებ მათი აზრი უფრო კომპლექსური ხდება. ისინი იწყებენ კამათს პოლიტიკური და სოციალური საკითხების სხვადასხვა მხარეზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ საკუთარი აზროვნების, შეხედულებებისა და ღირებულებების შესწავლის განმავლობაში, ხშირად, მოზარდები ეგოცენტრულობამდე მიდიან. დევიდ ელკინდის აზრით, გამოყოფენ მოზარდობის ეგოცენტრიზმის შემდეგ ფორმებს. წარმოსახვითი აუდიტორია გულისხმობს, მოზარდის რწმენას, რომ მუდმივად „სცენაზე“ იმყოფება და გარშემო ყველა ისევე დაინტრესებულია და ისეთივე კრიტიკულია მათ მიმართ, როგორც თავად. მოზარდობის ეგოცენტრიზმის მეორე სახეს პიროვნული ფაბულა წარმოადგენს, რაც საკუთარი თავის და აზროვნებისა და განცდების უნიკალურობას გულისხმობს. და ბოლოს, კიდევ ერთ ეგოცენტრიზმის ნაირსახეობას პიროვნული იგავი წარმოადგენს – ამ დროს, მოზარდებს სჯერათ, რომ ისეთი განსაკუთრებულები და გამორჩეულები არიან, რომ მათ არ უნდა ეხებოდეთ ბუნების კანონები. ისინი თვლიან, რომ მათ არ შეიძლება რამე ცუდი დაემართოთ და რომ ისინი მუდმივად იცხოვრებენ.


სტატიის ბოლოს უნდა ავღნიშნოთ, რომ ელკინდის მოსაზრებების მიხედვით, სამივე – წარმოსახვითი აუდიტორია, პიროვნული ფაბულა და პიროვნული იგავი – დამახასიათებელია მოზარდთა აზროვნებისთვის. ამასთანავე, ეგოცენტრული აზროვნება არ არის მხოლოდ მოზარდებისთვის ნიშანდობლივი, ის თავს იჩენს როგორც ადრეულ მოზრდილობაში, ასევე, შესაძლოა, შემდგომ პერიოდშიც.









0
22
შეფასება არ არის
ავტორი:ბარამიძე ანა
ბარამიძე ანა
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0