სხვა ნაპოვნია ქათმის კვერცხის ზომის გიგანტური ალმასი 2021, 28 ივნისი, 9:25 ბოტსვანაში გიგანტური, 1098 კარატიანი ალმასია ნაპოვნი. ის სიდიდით მსოფლიოში მესამე ალმასია, წერს "ბი-ბი-სი". მისი ზომებია: სიგრძე-7, 3 სმ., სიგანე-5, 2 სმ., სისქე-2, 7 სმ. ალმასი 2021 წლის 1 ივნისს აღმოაჩინეს Jwaneng საბადოზე, რომელსაც კომპანია Debswana Diamond Company ამუშავებს. იგი ადგილობრივი ხელისუფლების და მსოფლიო ალმასის გიგანტის De Beers-ის ერთობლივი საწარმოა. აღნიშნული ალმასი ყველაზე მსხვილია, კომპანიის მიერ 50 წლის განმავლობაში აღმოჩენილ ქვებს შორის. ყველაზე მსხვილ ალმასად მსოფლიოში ითვლება "კულინანი". ის აფრიკაშია ნაპოვნი 1905 წელს, წონა 3106 შეადგენდა. შემდგომში 105 ნაწილად იქნა დანაწევრებული და აქედან ყველაზე მსხვილმა 9 ალმასმა, ბრიტანეთის გვირგვინს დაამშვენა. სიდიდით მეორე ალმასია lazedi la rona - 1109 კარატი. იგი 2015 წელს აღმოაჩინეს ბოტსვანაში. გადახედეთ სხვა სტატიებსაც:Silver Islet - სუფთა ვერცხლის კუნძული გიგანტური ხვრელი იაკუტიაში, ევროპა უფსკრულის პირას და სხვ. სტომატოლოგების ახალი "ფიშკა"-შოუბიზნესის ვარსკვლავების კბილების სამკაულები მილიონერების დახურული კუნძული-სამოთხე, სადაც თქვენ არ გელიან (ვიდეო) ყველაზე უსაფრთხო საცხოვრებელი ადგილები, სადაც აპოკალიფსის გადატანა შეიძლება ესპანეთის ქალაქი, რომელიც კლდის თავზეა გაშენებული და სულ ერთი ქუჩა აქვს 157 1-ს მოსწონს |