x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
პატარა დეტალები ცნობილი ფილმებიდან, რომლებიც ყელას გამოგვრჩა.

რეჟისორები ფილმებში ხშირად ტოვებენ პატარა ფარულ მითითებებს და ნიშნებს, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში ყურადღებას არ ვაქცევთ, ან გვიან ვაქცევთ:

1. ტიტანიკის დასასრულს საათი აჩვენებს ღამის 2:20 საათს. ეს ზუსტად ის დროა, როდესაც ნამდვილი ტიტანიკი ჩაიძირა.image

2. თუკი Warner Bros ის ემბლემებს დააკვირდებით, ჰარი პოტერის ყოველ ნაწილში ისინი სულ უფრო და უფრო ბნელი, მოღრუბლული ხდება.image

3. ფილმში “წარმოუდგენელი არის მომენტი, როდესაც მთავარი გმირი ბომბის განაიარაღებას Excel-ის პროგრამით ცდილობს.image

4. ფილმში “ვარსკვლავური გზა", კომპანია Dyson Airblade ის ჩვეულებრივი ხელის საშრობი წარმოდგენილია, როგორც მომავლის ულტრათანამედროვე მოწყობილობა.image

5. ფილმში “ბეტმენის დაბრუნება", სათვალის ჩრიდილები სელენა კაილის სახეზე მიგვანიშნებდა მის ქალი-კატას ტრანსფორმაციაზე.image

6. ფილმში “ინტერსტელარი" რეჟისორმა კრისტოფერ ნოლანმა სპეციალურად ამ სცენისთვის დაათესინა სიმინდი, რადგან არ უნდოდა კომპიუტერული გრაფიკის გამოყენება. გადაღებების შემდეგ მან მთელი მოყვანილი სიმინდი გაყიდა და ფული ბიუჯეტში გადარიცხა.image

7. ამ კადრის გადასაღებად მატრიცაში, პატარა კამერა სპეციალურად შეუხამეს მორფიუსის ტანსაცმელს, ამიტომაც ის თითქმის არ ჩანს კადრში.image

8. მულტფილმში “მაღლა" მეორე სურათში შენობების არსებობა გვიჩვენებს იმას, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა.image

9. თქვენ თუ შეამჩნიეთ ფილმში “იგი", კედელზე პენივაიზის გამოსახულება ჩანს. ეს დეტალი მიგვანიშნებს იმაზე, რომ კლოუნი ბავშვებს მუდმივად უთვალთვალებს.image

10. ფილმში “პოლტერგეისტი" (1982) აუზის სცენის გადაღებების შემდეგ, მსახიობმა ჯობეტ უილიამსმა გაიგო, რომ ჩონჩხები ნამდვილი იყო. როგორც არმოჩნდა, მათი ყიდვა სამედიცინო კომპანიისგან უფრო იაფი იყო, ვიდრე ხელოვნურის დამზადება.image

11. ფილმში “ურჩხული და ლამაზმანი" მას შემდეგ, რაც კოგსვორტი ადამიანად გადაიქცა, მისი ულვაშები ასიმეტრიული დარჩა, ისევე როგორც ისრები იყო საათზე.image

12. ფილმში “მაკულატურა" ვინსენტ ვეგა გამუდმებით გადის საპირფარეშოში. საქმე იმაშია, რომ ჰეროინზე დამოკიდებულებს შეკრულობა აწუხებთ.image

13. ფილმში “გაქცევა შოუშენკიდან" აჩვენებენ ახალგაზრდა რედის საქმეს ფოტოსურათთან ერთად. სინამდვილეში ეს ახალგაზრდა მორგან ფრიმანის შვილია, სახელად ალფონსო.image

14. მულტფილმში “ მანქანები", კანიონებსაც კი ავტომობილების ფორმა აქვთ.image

15. მულტფილმში “სათამაშოების ისტორია 2", ვარსკვლავებში დამალულია Pixar ის ლოგოტოპი, მათი ცნობილი სანათი.image










1
277
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
277
  
2021, 26 ივნისი, 13:47
სათაური...
0 1 1