x
მეტი
  • 11.07.2024
  • სტატია:135916
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510261
ძაღლის ყოლის 6 ფსიქოლოგიური სარგებელი
ყველა ადამიანი, ვისაც ძაღლი ჰყავს, გეტვის თუ რამდენად სიამოვნებთ მათთად დროის გატარება და მოისმენთ იმასაც, რომ ძაღლი მათი ოჯახის წევრია. თუმცა სანამ ძაღლთან ერთად ცხოვრებას თავად არ გამოცდი, რთული იქნება იმის გააზრება, თუ რამხელა პოზიტივი მოაქვთ მათ. ძაღლის პატრონობას უამრავი ფიზიკური სარგებელი აქვს, როგორიცაა გარეთ გასვლის მოტივაცია, ფიზიკური აქტივობა და ა.შ. თუმცა ადამიანებს მაინც სჯერათ, რომ ძაღლის ყოლას მაინც არ აქვს არანაირი გავლენა ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობასა და ემოციურ სტაბილურობაზე. ამ სტატიაში შენ იპოვი ძაღლის ყოლის 6 ფსიქოლოგიურ სარგებელს.

1. ამცირებს სტრესს

უამრავმა სამეცნიერო კვლევამ შეისწავლა და დაადასტურა, რომ ძაღლებთან დროის გატარება ეფექტური გზაა სტრესის შესამცირებლად და ხასიათის გასაუმჯობესებლად. აღსანიშნავია, რომ ძაღლებს ხშირად იყენებენ კლინიკებში პაციენტებთან მენტალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ძაღლებს შეუძლიათ გავლენა დადებითი გავლენა მოახდინონ პაციენტებზე, რომლებიც წარსული ტრავმული მოვლენებისგან იტანჯებიან. აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ ძაღლს შეუძლია გაარჩიოს პოზიტივი და ნეგატივი თავის პატრონში და მოერგოს იგი მის მდგომარეობას.

2. სტრუქტურა და დანიშნულება


ძაღლზე ზრუნვა ნიშნავს რეგულარულ რუტინაზე მორგებას, დარწმუნებას იმაში, რომ ისინი სწორად და ჯანსაღად იკვებებიან, აქვთ საკმარისი ფიზიკური დატვირთვა. ძაღლის ყოლის პასუხისმგებლობა გიდგენს რუტინას და დანიშნულების შეგრძნებას, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მენტალური ჯანმრთელობისვის.

3. კავშირი ბუნებასთან

შინაურ ცხოველებს სჭირდებათ ყოველდღიური გასეირნება, რაც ნიშნავს იმას, რომ თავად პატრონსაც უწევს გარეთ დროის გატარება. პარკში სიარული, ქალაქგარეთ გასვლა, სანაპიროზე სეირნობა, ვარჯიში, სუფთა ჰაერი, მზე აუმჯობესებს ჩვენს განწყობას და ამცირებს შფოთვას.

4. სოციალიზაცია

ძაღლის ყოლას შეუძლია უამრავი შესაძლებლობა მოგვცეს იმისთვის, რომ ვიყოთ სოციალურები, რაც ადამიანისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შინაური ცხოველის ხალხმრავალ ადგილებში სეირნობა გვაკავშირებს სხვა ძაღლის პატრონებთან და როცა ძაღლები ერთმანეთს ცნობენ, შენც შეგიძლია იმეგობრო მათ პატრონებთან. ასევე შეგიძლია შეუერთდე კინილოგთა შეხვედრებს და შეჯიბრებებს.

5. კომპანიონობა

მარტოობა და დეპრესია გავრცელებული სინდრომებია თანამედროვე საზოგადოებაში, თუმცა ძაღლის კომპანიონობას შეუძლია ამის აღმოფხვრა. ძაღლები თავიანთ პატრონებს უპირობო სიყვარულს აძლევენ, იღებენ ზუსტად ისეთებს, როგორებიც სინამდვილეში არიან და მხოლოდ ის უნდათ, რომ სულ მათ გვერდით იყვნენ. ეს კომპანიონობა ეხმარება ადამიანს სტრესის, მარტოობისა და დეპრესიის დავიწყებაში.

6. სავსე გონება

ძაღლები ცხოვრობენ მომენტით. ისინი არ დარდობენ იმაზე, თუ რა მოხდა წარსულში ან რა მოხდება მომავალში. ისინი ფოკუსირებულნი არიან აქ და ახლა და სიამოვნებას იღებენ თითოეული მომენტით, ადამიანებმა კი უნდა ისწავლონ მათგან. როცა მათ ასეირნებ, თავადაც უნდა ფოკუსირდე ამ მომენტზე, მოუსმინო ბუნებას, დატკბე მზით, წვიმით, ნიავით. გამონახე დრო, რომ ითამაშო მათთან, როცა თავს ცუდად გრძნობ, იზრუნე მათ ბედნიერებაზე. image

0
76
შეფასება არ არის
ავტორი:ანამარია კალმახელიძე
ანამარია კალმახელიძე
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0