საზოგადოება
მანჩო გიორგობიანი ლევან ვასაძის პირად შეტყობინებას ასაჯაროებს - ნახეთ, რას წერს "ერის" ლიდერი
2021, 25 ივნისი, 16:12
სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი, ულტრაკონსერვატორი პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის, ლევან ვასაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარების გამო მის თურქეთის კლინიკაში გადაყვანის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და "ერის" დამფუძნებლის საზოგადოებისადმი გამოგზავნილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას ასაჯაროებს: "ლევანს ვუთხარი ხალხი ნერვიულობს და გგულშემატკივრობსმეთქი და ეს შემოგითვალათ" – წერს მანჩო გიორგობიანი და "ფეისბუქის" მომხმარებლებს ამ სქრინშოტს უზიარებს: "დიდი მადლობა ყველას, უფალი გვიშველის, არ იდარდოთ", – ვკითხულობთ ლევან ვასაძის მიერ თურქეთის ერთ - ერთი კლინიკიდან გამოგზავნილ პირად შეტყობინებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, პოლიტიკურმა მოძრაობამ "ერი" ლევან ვასაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ლევან ვასაძე გამოკვლევების ჩასატარებლად თურქეთში, კერძოდ კი, სტამბულის ერთ - ერთ კლინიკაში გაემგზავრა.