მსოფლიო 10 უცნაური ფაქტი ლეონიდ ბრეჟნევის "ძალადობრივი" კოცნის შესახებ 2021, 25 ივნისი, 14:21 თავისი პოლიტიკური გამონათქვამების გარდა, რომლებიც საზოგადოებაში მოგვიანებით "ფრთიანი" ფრაზები ხდებოდა, ლეონიდ ბრეჟნევი "ძალადობრივ" კოცნაშიც ნამდვილი ჩემპიონი იყო, რომელსაც "სამმაგ" ამბორში ბადალი არ ჰყავდა. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ გენერალური მდივნის ყველაზე ცნობილი 10 კოცნის საინტერესო და ფრიად საგულისხმო დეტალებს.ნაკლებ სავარაუდოა, რომ 70-იან წლებში ერთი ჩეხი მაინც ყოფილიყო, ვისაც არ ეცოდინებოდა "სამმაგი ბრეჟნევის" (თითო - თითო კოცნა ორივე ლოყაზე და ფინალური საფირმო - ტუჩებში) შესახებ. ლეონიდ ილიჩისა და ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის, გუსტავ ჰუსაკის კოცნამ ძმური ქვეყნის მცხოვრებლებზე ისეთი ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ამ ისტორიული მოვლენის მოგონებები ჩეხთა გულებში დღემდე ცოცხლობს.ერთხელ ბრეჟნევმა რუმინეთის ლიდერისთვის ნიკოლაე ჩაუშესკუსთვის თავისი "საფირმო" ტრიუკის გამოყენება სცადა, თუმცა რუმინელი იყო ერთადერთი, ვინც მას ამ რიტუალზე პირდაპირ და კატეგორიულად უარი უთხრა, ვინაიდან მეტისმეტად ზიზღიანი იყო.1971 წელს "სამმაგი ბრეჟნევის" კიდევ ერთი მცდელობა წარუმატებლად დაგვირგვინდა, ამჯერად, გენერალური მდივნის მსხვერპლი მარგარეტ ტეტჩერი უნდა გამხდარიყო, თუმცა "რკინის ლედიმ" ამ მეგობრული ჟესტის თავიდან არიდება ტაქტიანად შეძლო, რაც თავდაჭერილი ინგლისელისთვის კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა.1973 წელს, როდესაც რკინის ფარდა დაეშვა, სსრკ-ში შეერთებული შტატების დელეგაცია ჩავიდა. გენერალური მდივნის ემოციური სიტყვის შემდეგ, მასთან ყვავილებით ხელში ახალგაზრდა ამერიკელი გოგონა მივიდა, რომელსაც მოსიყვარულე გენერალური მდივანი ვნებიანად ემთხვია. ქორეოგრაფიის რიგითი მასწავლებელი ენი ჰოლმანი ერთ ღამეში სრულიად მსოფლიომ გაიცნო.შეერთებული შტატების 39-ე პრეზიდენტი ჯიმი კარტერი იყო ერთადერთი ამერიკის პრეზიდენტი, ვისაც ბედმა გაუღიმა და ცნობილი საბჭოთა ლიდერის კოცნის ბედნიერება ერგო.ბრეჟნევის მეგობრული კოცნა იოსიპ ბროზ ტიტოსთან თურმე იმდენად ძლიერი ყოფილა, რომ ჭორების თანახმად, მას იუგოსლავიის ლიდერისთვის ტუჩიც კი დაუზიანებია.1968 წელს იასირ არაფატი სსრკ-ს პირველად ეწვია, სადაც მას ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივანთან საგანგებო შეხვედრა მოუწყვეს. პალესტინის ლიდერმა კრემლის ნდობა მალევე მოიპოვა, რასაც ბრეჟნევის ცნობილი "სამმაგი" კოცნაც მოწმობდა.ფოტოსურათზე აღბეჭდილი ლეონიდ ილიჩის მგზნებარე კოცნა ინდირა განდისთან, განსაკუთრებულ ადგილს იკავებს, ამ დიდებული ქალის სახელთან დაკავშირებულ სხვა სიწმინდეებთან ერთად მის აპარტამენტში, რომელიც მუზეუმად იქნა გადაკეთებული.1974 წელს კუბის ლიდერი, რომელიც სსრკ-ში პირველად მიფრინავდა, გენერალური მდივნის უცნაური რიტუალის შესახებ წინასწარ იცოდა, და ასევე ისიც ბრწყინვალედ იცოდა, რომ თუ მას ამის საშუალებას მისცემდა საკუთარ სამშობლოში ის დასაცინი გახდებოდა, თუმცა ორიგინალური გამოსავალი იქნა ნაპოვნი. ტრაპიდან ფიდელ კასტრო კბილებს შორის მოქცეული უზარმაზარი სიგარით უკანმოუხედავად გაიქცა, რამაც ბრეჟნევს კუბელის, თანამემამულეების წინაშე შერცხვენის საშუალება არ მისცა.ლეონიდ ილიჩის ყველაზე ცნობილი კოცნა გდრ-ს ლიდერთან - ერიხ ჰონეკერთან, 1971 წელს. ხალხთა მეგობრობის ეს აქტი ბერლინის კედელზე ახალგაზრდა, მაგრამ ძალიან ნიჭიერმა მხატვარმა დიმიტრი ვრუბელმა ასახა. "ძმური კოცნა" ბერლინის კედლის დაცემის სიმბოლოდ იქცა.821 შეფასება არ არის |