უსამართლო ქორწინებები აზიურად- შოკისმომგვრელი და აღმაშფოთებელი ფაქტები ფოტოსურათებთან ერთად
აზიის ჩამორჩენილ ქვეყნებში დღესაც გოგონების 40-70% ქორწინდება 18 წლამდე, 12 წლამდე - 5-20% (მაქსიმალური - იემენსა და ავღანეთში). ჩვეულებრივ, მათში ქორწინება გარიგებით ხდება: გოგონას ყიდულობს მისი ქმარი, რომელიც 3-5 ჯერ უფროსია მასზე და გოგონას არ აქვს უფლება შეეწინააღმდეგო მას, სასჯელი სხეულის საშინელი დაზიანებები და სიკვდილიც კი შეიძლება იყოს.
ინდოეთში ხშირია ბავშვების დაქორეინებები 5-12 წლამდე ასაკის გოგონებს 40-70 წლის მამაკაცებზე ათხოვებენ მშობლები, სასჯელები დაუმორჩილებლობისთვის არის გამართლებული “ტრადიციებით", სიტყვებით “ჩვენი ბაბუები ასე იქცეოდნენ", "სამხრეთელი გოგონები ნაადრევად მწიფდებიან", "14 წლის ასაკში მშობიარობა კარგია ორგანიზმისთვის" და ა.შ.
ჟურნალმა Time-მა აღწერა 10 წლის იემენელი გოგონას ცხოვრება, რომელმაც ასეთ პატარა ასაკში მოასწრო დაქორწინებაც და განქორწინებაც. გოგონა სახელად ნუჟუდი ყველაზე ახალგაზრდა განქორწინებული გოგონა გახდა მსოფლიოში. მისი ისტორიით საერთაშორისო ჟურნალებიც დაინტერესდნენ, პარიზში გადასახლების შემდეგ გოგონამ ავტობიოგრაფიული წიგნიც კი გამოსცა. ორივე ფოტოსურათზზე სწორედ ეს გოგონაა.
10 წლის ნუჟუდის შემდეგ, მისი მაგალითით, მისმა თანამემამულემ, 9 წლის არვა აბდუმ განქორწინების მოთხოვნა შეიტანა. მალე, მეზობელ საუდის არაბეთში, კიდევ ერთმა გოგონამ, ზრდასრული მამაკაცის 8 წლის ცოლმა განქორწინებას მიაღწია. მათ შემდეგ 11-12 წლის გოგონებმაც დაიწყეს ჩივილი.
მაგრამ, ყველას ისე ვერ უმართლებს როგორც ნუჟუდს გაუმართლა, ჩამორჩენილ ქვეყნებში დაუმორჩილებელი გოგონები დღესაც ისჯებიან, ან კვდებიან, მათ ბედს კი არავინ კითხულობს. ხშირ შემთხვევაში, ქალები თვითონვე წყვეტენ თავის მოკვლას, უმეტესად საკუთარი თავის დაწვას ცდილობენ. უცხოურ მედიაში მრავალი ფოტო გვარცელებულა იმ გოგონების, რომლებმაც თავის დაწვა სცადეს, მაგრამ სასწაულად გადარჩნენ.
ახლა კი ფოტოსურათები, სადაც გარიგებით ქორწინებებია აღწერილი:
ავღანეთი. 55 წლის საიდ მუჰამედი და 8 წლის როშან კასემი ნიშნობის დღეს სოფელ ჩავოშში. პატარძლის 60 წლის მამამ, აბდულ კასემმა თქვა, რომ ის თავს უბედურად გრძნობდა, რადგან ქალიშვილი სხვის სახლში ასე ადრეულ ასაკში მიაბარა, მაგრამ უკიდურესმა საჭიროებამ მას არჩევანი აღარ დაუტოვა.
ავღანეთი. პოლიციელმა მალალაი კარარმა დააკავა 35 წლის ჯანანი მას შემდეგ, რაც მან 15 წლის ცოლის, ჯამილას მოკვლა სცადა. ჯამილა დედასთან გაიქცა ქმრისა და დედამთილის მხრიდან რამდენიმეწლიანი ძალადობის შემდეგ. მამაკაცი გოგონას მოსაკლავად მისდევდა, მაგრამ საბოლოო ჯამში გოგონას ბებიას მიაყენა ჭრილობები, რომელიც შვილიშვილის დაცვას ცდილობდა. ჯამიმა 1 წლის ასაკში დანიშნეს, 10 წლისა კი უკვე ცოლად გააყოლეს მამაკაცს.
ავღანეთი. 40 წლის ფეიზ მუჰამედი და 11 წლის გულამ ჰიდერი, მისი მშობლების სახლში, ქორწილის წინა დღეს, სოფელ დამარდაში.
ავღანეთი. 13 წლის მაჯაბბინ მოჰამედი (მარცხნივ), ქმრისა და მისი პირველი ცოლის გვერდით.
იემენი. ტაჰანი (ვარდისფერში) მხოლოდ 6 წლის იყო, როდესაც ცოლად გააყოლეს 25 წლის მაჯედს (მის გვერდით მდგომი). ფოტოზე კიდევ ერთი გოგონაა - ის დაქორწინდა 8 წლის ასაკში.
იემენი, ახალგაზრდა გოგონები ქორწინების წინ
იემენი. აზია, 14 წლის დედა, მეორე ქალიშვილს აბანავებს, პირველი შვილი 12 წლის ასაკში გააჩინა.
ინდოეთი, მამას 5 წლის გოგონა მიჰყავს საქორწინო ცერემონიაზე 15 წლის ბიჭთან.
ინდოეთი, ასამის შტატი. ჰასინა მეუღლესთან, ალისთან ერთად დგას. ის დაქორწინდა 13 წლის ასაკში, ფოტოს გადაღების დროს დროს ის 14, 5 წლისაა და ორსულობის მეხუთე თვეშია.
ისევ ინდოეთი, გოგონა 12 წლისაა, ბიჭი კი 14 წლის
ინდოეთი, ამჯერათ საქმროც სა საცოლეც თანატოლები, 7 წლისანი არიან.
იემენი. 14 წლის დებრიტუ ქმარს გამოექცა. ის წითელი ჯვრის წევრებმა შეიფარეს და დახმარების ცენტრში გადაიყვანეს.
პალესტინა, ღაზას სექტორი, მცირეწლოვანი გოგონების მასობრივი ქორწინების ცერემონია.
მეამაყება ჩემს დაქვემდებარებაში მყოფი ბიჭები, ეროვნების განურჩევლად საქართველოს ვაჟკაცი შვილები არიან.
მთელ "გირჩს" მირჩევნია ნებისმიერი სამხედრო ჩემი შემადგენლობიდან.
პ.ს. თუ ვინმეს სურდა საშვი,მაშინ გირჩის საბუთით არ უნდა ერბინა კომისარიატში და წასულიყო ჯარებში,რა იციან და იქნებ მოწონებოდათ.
კიდევ კარგი კომენდანტის საათი იხსნება, თორემ უხერხულად ვგრძნობდი თავს.
სამსახურის გამო საშვი მაქვს და ნებისმიერ დროს ვმოძრაობდი საჭიროების მიხედვით, როცა მეზობელი სახლის წინ მდებარე აფთიაქში ვერ გადადის ასთმიანი შვილისთვის პრეპარატის საყიდლად.
პედოფილიაა აშკარად სახეზე.
სამწუხაროდ არის საქართველოში, მათ შორის ჩემს რეგიონშიც როცა ერთი გვარის ადამიანები ქორწინდებიან.
მე ცოტა სხვანაირად ვუყურებ მოგვარეებს შორის ურთიერთობას, ჩემი მოგვარეები გურიაშიც ცხოვრობენ (ჩიჩუებზე მაქვს საუბარი) და მათთანაც იდეალური ურთიერთობა მაქვს, კაცებთან ძმური და ქალებთან და-ძმური, რადგან ჩემებად ვთვლი.
გეთანხმებით, მეფეების ღვთიური წარმომავლობა უბრალოდ მითია და კარგად იყენებდნენ ხალხის სამართავად.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გვარი ერთერთი ყველაზე წარჩინებული იყო ოდიშის სამთავროში, ვთვლი რომ მონარქიის აღდგენა სრული უაზრობა იქნებოდა საქართველოში.
კაცი იყავი და გინდა თავადური წარმომავლობის იყავი და გინდა გლეხი.