x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
როგორ დავიცვათ თირკმელები სერიოზული დაავადებებისგან

image


თანამედროვე ადამიანები ძალიან ბევრ ცილოვან საკვებს მოიხმარენ, რაც თირკმელების მუშაობაზე უარყოფითად მოქმედებს.

ხალხი, დასაშვებ ნორმაზე, 2–ჯერ მეტ ხორციან საკვებს იღებს — განსაკუთრებით კი, მეორად და მესამედ გადამუშავებულ პროდუქტებს. ეს არის ცილის მაღალი შემცველობის ძეხვი, შებოლილი ხორცი, ასევე, დიდი რაოდენობით ცხოველური ცხიმის შემცველი სხვა პროდუქტები (მაგ., ყველი, არაჟანი, ხაჭო, ტორტები, ნამცხვრები, ფენოვანი ცომით მომზადებული საკონდიტრო ნაწარმი). ასეთი საკვები ხელს უწყობს ათეროსკლეროზის განვითარებას და ზიანს აყენებს თირკმელებსაც.

ცილა, ჩვენი ორგანიზმისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია, მაგრამ ნორმის დაცვა არის საჭირო. ითვლება, რომ 1 კგ. წონაზე, 1 გრ. ცილა სავსებით საკმარისია (მაგ., 100 გრ. მონადირის ძეხვი – 25, 3 გრ ცილას შეიცავს, იგივე რაოდენობის ღორის ხორცი – 14, 3 გრ., საქონლის ხორცი – 18, 6 გრ. და ა. შ.).

ცილის გარდა, თირკმელებს საფრთხეს, ორგანიზმში მოხვედრილი, ჭარბი რაოდენობის მარილიც უქმნის. დღეს საკვები ხშირ შემთხვევაში, დიდი რაოდენობით მარილს შეიცავს. აქ საუბარი ისევ და ისევ გადამუშავებულ, მეორად პროდუქტებზეა. ხოლო იმისათვის, რომ მოხმარებული მარილის რაოდენობა შევამციროთ, მარტივი საკვები უნდა მიირთვათ — თევზი, ახალი ბოსტნეული, ხილი, მცენარეული ზეთი...

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ თირკმლების ფუნქციონირება მამაკაცებისთვის და სუსტი სქესის წარმომადგენლებისთვის განსხვავებულია. ეს მარტივი ანატომიაა — ქალის სხეულის წონა, თითქმის ყოველთვის, მამაკაცის წონაზე ნაკლებია. შესაბამისად, ქალის ორგანიზმში მეტაბოლიზმის პროცესი უფრო ნაკლებად მიმდინარეობს და თირკმელებზე დატვირთვაც ნაკლებია.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თირკმელების ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაზღვრა, ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის დროს ხდება — ფუნდამენტის ჩაყრაში კი, გენეტიკურ ფაქტორსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

imageimage

არხის სხვა სიახლეები:imageimageimage1. ჰიტლერის ტრიუმფი – როგორ გახდა ერთი უთვისტომო კაცი მსოფლიოს მბრძანებელი
2. ნიგოზი სასარგებლოა, მაგრამ იმის გამო, რომ მოხმარების წესი არ ვიცით, ორგანიზმი თითქმის ვერაფერს იღებს!
3. აქ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს (15 ფოტო)

4. ქოლესტერინთან ბრძოლის 6 ძირითადი პროდუქტი. ვერაგი დაავადება, რომელიც 40 წელს გადაცილებული მოსახლეობის 30%-ზე მეტს აქვს

5. 80 წლის შემდეგ – როგორი იქნება ჩვენი პლანეტა საუკუნის ბოლოს

6. შეიძლება სიგიჟედ ჩათვალოთ, მაგრამ მეცნიერთა ნაწილი ამ თეორიას მხარს უჭერს

0
246
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
246
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0