x
მეტი
  • 30.06.2024
  • სტატია:135692
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510061
Gone in 60 Seconds - გატაცება 60 წამში
საინტერესო ფაქტები
image⭕️ 7 ელეონორის რეპლიკა იყო გაკეთებული ამ ფილმისთვის. 5 მათგანი გამოყენებული იქნა ფილმში. 2 კი ნიკოლას ქეიჯმა და ფილმის პროდიუსერმა ჯერი ბრუქჰაიმერმა დაიტოვეს.

⭕️ ნიკოლას ქეიჯი თითქმის ყველა ტრიუკს თავისით ასრულებდა, რაც ფილმის გადაღების დასრულების შემდეგ რბოლა მის ჰობად იქცა.

⭕️ როდესაც Mirror Man (T.J. Cross) ესაუბრება კლერკს მანქანებით სავსე ეზოსთან, ფონზე ჩანს აბრა, რომელზეც წერია "თუ დატოვებთ მანქანას ჩაუკეტავს, ის 60 წამში გაქრება". იგივე აბრა იყო 1974 წელს გადაღებულ „გატაცება 60 წამში“.

⭕️ სცენარის ერთ – ერთი პირვანდელი ვერსია მოიცავდა სხვადასხვა სცენებს 1974 წელს გადაღებული „გატაცება 60 წამში“-დან. მაგალითად, მემფისი (ნიკოლას ქეიჯი) შენიღბულიყო და მოხუცს დამსგავსებოდა, როდესაც ის ელეონორას მოპარვას დააპირებდა (ისევე, როგორც ორიგინალის მთავარი გმირი). ასევე, მიზეზი, რის გამოც სფინქსს (ვინი ჯონსს) "სფინქსს" უწოდებდნენ, იყო ის, რომ მის პერსონაჟს სცენარში თავდაპირველად ეწერა ცხვირის არარსებობა (ეგვიპტის ცნობილი სტრუქტურის მსგავსი) და მას ჰქონდა სათვალე, რომელსაც ხელოვნურ ცხვირზე იდებდა.

⭕️ დელროი ლინდომ შემთხვევით დაამტვრია მანქანა ფილმში, რის შემდეგაც რეჟისორმა გადაწყვიტა, რომ დაეტოვებინა აღნიშნული კადრი.

⭕️ ქალის მთავარი როლი სპეციალურად ანჯელინა ჯოლისთვის იყო დაწერილი.

⭕️ ხიდის ტრიუკები გადაიღეს ვინსენტ თომას ხიდთან, რომელიც კვეთს ლოს-ანჯელესის ნავსადგურს. ხიდი მთელი დღის განმავლობაში გადაკეტილი იყო რათა მანქანის ნახტომი გადაეღოთ. ეს ხიდის ისტორიაში ერთადერთი შემთხვევა მოხდა. ამ ხიდზე გადაღებულია ასევე სცენები შემდეგ ფილმებში Leathal Weapon 2 (1989), City of Angels (1998) და Charlie’s Angels (2000). 2012 წლის 19 აგვისტოს რეჟისორმა ტონი სკოტმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე ამ ხიდიდან გადახტომით.

⭕️ 2012 წელს ჯგუფი სახელად „გატაცება 60 წამის ბანდა“ დაკავებული იყო 39 მანქანის გატაცების გამო დიდ ბრიტანეთში.

⭕️ ტიმატი ოლიფანტი იყო კინო სტუდიის პირველი არჩევანი ფორსაჟის დომინიკ ტორეტოს როლზე, მაგრამ მან უარი განაცხადა იმის გამო, რომ მისი აზრით ფორსაჟი წააგავდა ფილმ „გატაცება 60 წამში“-ს. მხოლოდ ამის შემდეგ შესთავაზეს როლი ვინ დიზელს.

⭕️ ანჯელინა ჯოლი ამ ფილმში მონაწილეობაზე დათანხმდა მხოლოდ ერთი მიზეზის გამო - იმიტომ რომ მას ძალიან უყვარს მანქანები.

⭕️ Cinema Vehicle Services-მა გამოუშვა 12 განსხვავებული "ელეანორი" ამ ფილმის წარმოებაში გამოსაყენებლად. 12-დან არცერთი არ ყოფილა Shelby Mustang-ი, ისინი გადაკეთებული იყო 1967 წლის სტანდარტულ სწრაფ Mustang-ად. ამ მანქანებიდან შვიდი გადაურჩა გადაღებას სხვადასხვა მდგომარეობაში. იყო აწყობილი ასევე მე -13 ელეონორა, რომელიც შეიქმნა 1967 წლის Shelby GT500– ზე და აიწყო Cinema Vehicle Services– ის მიერ პროდიუსერის ჯერი ბრუკჰაიმერისთვის, მაგრამ ეს მანქანა ამ ფილმში არც გამოჩენილა.

⭕️ ფილმში მონაწილეობს სამი ოსკაროსანი მსახიობი: ანჯელინა ჯოლი, ნიკოლას ქეიჯი და რობერტ დიუვალი.

⭕️ ფილმში ერთადერთი ნამდვილი Shelby GT500 ჩანს ფილმის ბოლო სცენაში, როდესაც კიპი (ჯოვანი რიბისი) ნიქოლას ქეიჯს გადასცემს მანქანას. ავტომობილის მფლობელმა თანხმობა განაცხადა, ფილმში მისი მანქანა გამოყენებული ყოფილიყო იმ პირობით თუ მას ისევ უკან დაუბრუნებდნენ უვნებელს. იმისათვის რომ მანქანა ჯართს დამსგავსებოდა, ჯართის ნაწილებით იყო შეცვილი და ამ სახით იქნა შემდეგ ფილმში ნაჩვენები.

⭕️ ფილმის ბიუჯეტი: ????90–103 მილიონი - ????237 მილიონი.

ავტორი: ბესო ჭიკაიძე

0
61
შეფასება არ არის
ავტორი:G.A.G.
G.A.G.
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0