x
მეტი
  • 30.06.2024
  • სტატია:135692
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510061
A n a c o n d a - ა ნ ა კ ო ნ დ ა

ფილმის შექმნის ისტორია და საინტერესო ფაქტები

image

???? ფილმის გადაღებები ამაზონის ტყეებში ხშირად წყდებოდა ხოლმე, რადგან რამდენიმე მსახიობს სიკვდილამდე ეშინოდა გველების.

???? რეალურად, ანაკონდას თვალის გუგები მრგვალი აქვს, ფილმში კი შვეულად აქვს გაკეთებული რადგან ასე უფრო საშიშ შესახედს ხდიდა.

???? მთავარი ბოროტმოქმედის როლზე ჟან რენო განიხილებოდა, თუმცა მან უარი განაცხადა.

???? ქალის მთავარ როლზე განიხილებოდნენ ჯილიან ანდერსონი და ჯულიანა მარგულისი, თუმცა საბოლოოდ როლი ერგო ჯენიფერ ლოპესს.

???? ფილმში გამოყენებული გველი, სინამდვილეში იყო ანიმატრონიკა და არა კომპიუტერული გრაფიკით შექმნილი.

???? რეალურ ცხოვრებაში, მწვანე ანაკონდები ღამის ცხოველები არიან და ცხოვრების უმეტეს ნაწილს წყალში ატარებენ. ისინი ჩქარი მოცურავეები არიან, მაგრამ ხმელეთზე ზანტად გადაადგილდებიან.

???? მთავარი ბოროტმექმედის როლზე ასევე განიხილებოდნენ: შონ კონერი, ტომი ლი ჯონსი და ჯონ მალკოვიჩი, მაგრამ ყველა მათგანმა უარი განაცხადა.

???? ფილმის მომდევნო სერიებში ანაკონდები ადამიანებს ესხმიან თავს. რეალურად კი ისინი კანიბალიზმით უფრო არიან დაკავებულნი. მდედრი ანაკონდები, რომლებიც უფრო დიდი ზომისანი არიან, საკვებად მომცრო მამრ ანაკონდებს მოიხმარენ.

???? ფილმში ანაკონდები მარტივად იტაცებენ ადამიანებს. რეალურ ცხოვრებაში, დიდმა ანაკონდებმა შეიძლება ინადირონ მსხვილ ცხოველებზე, როგორებიცაა ტაპირები, ირმები, კაპიბარები და კაიმანები. ისინი იშვიათად ნადირობენ ადამიანებზე.

???? ფილმში ყველაზე დიდი მწვანე ანაკონდა სიგრძით 12 მეტრია. რეალურ ცხოვრებაში, ყველაზე გრძელი ანაკონდა იყო 5, 21 მეტრი. საშუალო სიგრძე ზრდასრული მდედრი ანაკონდასთვის არის 4, 6 -5 მეტრი. მამრი ანაკონდები უფრო მომცრო სიგრძისაა და საშუალო სიგრძე 3 მეტრია.

???? მწვანე ანაკონდა ყველაზე დიდი გველია, რომელიც ამერიკაში ბინადრობს, ხოლო სიგრძით კი მეორეა მსოფლიოში. გველის ყველაზე გრძელი ტიპია "ბადეობრივი პითონი" (Malayopython reticulatus), რომელიც სამხრეთ აზიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ბინადრობს.

???? ფილმში დიდ გველებად წარმოგვიდგებიან "მწვანე ანაკონდები", გველის ყველაზე მძიმე ტიპი მსოფლიოში და ერთ – ერთი ყველაზე გრძელი. ტერმინი "ანაკონდა" ასევე ეხება გველის კიდევ სამ ცნობილ სახეობას: ყვითელი ანაკონდა, შავ-წერტილებიანი ანაკონდა და ბოლივიური ანაკონდა.

???? ფილმის ბიუჯეტი: ????45 მილიონი - ????136 მილიონი.

ავტორი: ბესო ჭიკაიძე
0
53
შეფასება არ არის
ავტორი:G.A.G.
G.A.G.
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0