x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
15 საინტერესო ფაქტი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და მცირერიცხოვანი რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლების, ამიშების შესახებ

image

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რელიგიური უმცირესობის ჯგუფია, ამიშები ცნობილი არიან ტრადიციული ცხოვრების წესით. ისინი ბევრად უფრო მარტივად ცხოვრობენ, ვიდრე ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა, ხშირად მხოლოდ სოფლის მეურნეობისა და თევზაობის ხარჯზე.

1. ამიშების წარმომავლობა

ტერმინი "ამიში" მომდინარეობს იაკობ ამანის, შვეიცარიელი ანაბაპტისტისა და მენონიტის სახელიდან, რომელიც სასტიკად ემხრობოდა ბიბლიის სიტყვასიტყვით ინტერპრეტაციას. მისმა იდეებმა ეკლესიაში განხეთქილება გამოიწვია და ამანის მიმდევრები, რომლებიც მასთან ერთად დატოვეს, ამიშების სახელით გახდნენ ცნობილი.

image

2. ნათლობა და ქორწინება

ამიშებში ახალგაზრდები 18-22 წლამდე ინათლებიან. ასევე ცნობილია, რომ მათ ეკრზალებათ დაქორეინება, თუკი მონათლულები არ არიან, ამასთან, ორივე პარტნიორი მონათლული უნდა იყოს.

image

3. არა ძალადობას

ამიშები არიან ცნობილი პაციფისტები და უარყოფენ ძალადობის ნებისმიერ ფორმას. ამიტომ ისინი არ მონაწილეობდნენ არცერთ ომში.

image

4. თოჯინები სახის გარეშე

ითვლება, რომ თოჯინები სახის გარეშე ხალხს სიამაყისა და ამაოებისგან იცავს მსგავსი მიზეზით ამიშები არ უკრავენ მუსიკალურ ინსტრუმენტებზეც, ამტკიცებენ, რომ ინსტრუმენტები წარმოადგენს თვითგამოხატვის მეთოდს, რომელიც ხელს შეუწყობს სიამაყისა და უპირატესობის განცდის განვითარებას.

image

5. “რუმსპრინგი"

როდესაც ამიშების ოჯახში ბავშვი 16 წლის ხდება, ის ხდება "რუმსპრინგი". გარკვეული დროის განმავლობაში მას უფლება აქვს გავიდეს გარეთ და გააკეთოს ისეთი რამ, რაც ამიშების საზოგადოებაში იკრძალება. ამ დროის განმავლობაში მოზარდმა უნდა გადაწყვიტოს, მოინათლება და გახდება ამიშის ეკლესიის წევრი თუ სამუდამოდ დატოვებს საზოგადოებას.

image

6. ამიშები ციფრებში

ამიშები პირველად ემიგრირდნენ ჩრდილოეთ ამერიკაში 1700-იანი წლების დასაწყისში და თავდაპირველად დასახლდნენ პენსილვანიაში. დღეს 300000-ზე მეტი ამიში ცხოვრობს 28-ზე მეტ აშშ-ს შტატში და კანადაში.

image

7. ქალის როლი ამიშებში

ამიშების ოჯახში ქალი, პირველ რიგში, დიასახლისია, რომლის მოვალეობებში შედის მზარეულობა, სახლის საქმე და მეზობლების დახმარება. "საზოგადოებაში", ქალი, როგორც წესი, მიჰყვება ქმრის მაგალითს.

image

8. თავის არიდება და განკვეთა

ამიშებს შეუძლიათ დაისაჯონ თავიანთი საზოგადოების წევრები ორი განსხვავებული გზით. პირველი არის "თავის არიდება", რომლის დროსაც საზოგადოების წევრები ზღუდავენ ყოველგვარ კონტაქტს დამნაშავესთან, რათა შეარცხვინონ ის და მიანიშნონ შეცდომებზე. უფრო სერიოზული სასჯელია "განკვეთა". ეს არის ადამიანთან კონტაქტის სრული შეწყვეტა და საზოგადოებიდან მისი განდევნა. მშობლებმაც კი უნდა შეწყვიტონ კონტაქტი შვილთან, თუ ბავშვი განიკვეთა.

image

9. ავტომობილები

ცნობილია, რომ ამიშები არ იყენებენ ავტომობილებს, ისინი გადაადგილდებიან ცხენებით და ეტლებით.

image

10. წვერი

ქორწინების შემდეგ ამიში მამაკაცები წვერს იზრდიან, ამიტომ, ერთი შეხედვითაც შეიძლება გარკვევა, მამაკაცი დაოჯახებულია თუ არა.

image

11. კაბები

ქალ ამიშებს სულ სხვაგვარი ტრადიციები აქვთ, ისინი თავიანთ საქორწილო კაბებს აუცილებლად საკუთარი ხელით კერავენ და მას აუცილებლად იცვამენ ყოველ კვირა დღეს ეკლესიაში.

image

12. განათლება

ამიშის ბავშვები სწავლობენ პატარა სკოლებში ერთ კლასში, თემის მასწავლებლებთან ერთად. ამ დაწყებითი განათლების დასრულების შემდეგ, ბავშვი იწყებს პროფესიული მომზადების (მაგალითად, სოფლის მეურნეობისა და დურგლის უნარების) მიღებას ოჯახის და საზოგადოების წევრებისგან.

image

13. ქადაგება

ამიშები განსხვავდებიან სხვა ქრისტიანებისაგან იმით, რომ ისინი არ მონაწილეობენ მისიონერულ საქმიანობაში ან ევანგელიზმში. მარტივად რომ ვთქვათ, ისინი არ ცდილობენ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს თავიანთი რწმენა.

image

14. მკურნალობა

ამიშები არ ეწინააღმდეგებიან თანამედროვე მედიცინასა და მედიკამენტებს და სერიოზულ შემთხვევებში მიმართავენ ექიმებს. ვინაიდან ამიშებს დაზღვევა არ აქვთ, ავადმყოფისთვის მკურნალობის ფულს მთელი თემი აგროვებს.

image

15. ამიშების სარწმუნოების მიღება

ვისაც ამიშის ეკლესიაში გაწევრიანება სურს, გარკვეული გამოწვევები ელის. პირველ რიგში, უნდა ისწავლონ პენსილვანიელი ამიშის (ზოგიერთები მხოლოდ გერმანულ ენაზე ლაპარაკობენ) გერმანული დიალექტი, ასევე უარი უნდა თქვან თანამედროვე კომფორტებზე, რომლებიც ამიშებს უბრალოდ არ აქვთ. ახალმონათლულს ამიშების ოჯახში აბინავებენ ​​რათა მათ ცხოვრების წესი შეიცნოს. ოჯახში გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ ხდება კენჭისყრა ეკლესიაში პოტენციური მოქცეულის საზოგადოების წევრად აღიარების მიზანშეწონილობის შესახებ.

image















0
420
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
420
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0