x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
10 ნიშანი იმისა,რომ თქვენ კარგი ინტუიცია გაქვთ
image

1) თქვენი წინათგრძნობა სიტუაციის ან ადამიანის შესახებ თითქმის ყოველთვის მართლდება


და ამავე დროს წამოწყებული საქმის დროს თუ წინასწარ გიფუჭდებათ განწყობა, მართლაც ამ ბიზნესში ცუდი შედეგები დგება. ან პირიქით, მოულოდნელად თუ კარგ და მხიარულ ხასიათზე ხართ, ამ დროს ირკვევა, რომ - საქმე კარგად დასრულდა. იგივე ეხება წინათგრძნობას სხვა ადამიანების მიმართ.

2) წინასწარმეტყველური და უბრალოდ სასარგებლო სიზმრები


თქვენ ნახულობთ სიზმრებს, რომლებიც ხდება. აუცილებელი არაა კონკრეტული ეპიზოდები ახდეს, არამედ ზოგადი ენერგეტიკა და დამოკიდებულება, რომელიც გეხმარებათ საჭირო კითხვებზე პასუხის მიღებაში.


3) საჭირო პასუხებს იღებთ მოულოდნელი წყაროებიდან


დროულად იღებთ პასუხს ან მინიშნებას თქვენთვის საინტერესო საკითხზე. შემთხვევითი შეხვედრა, აუცილებელი სტატია ინტერნეტში, ტექსტი სიმღერადან, ნივთი, რომელსაც თვალი მოჰკარით და ა.შ.



4) მოულოდნელი იდეები გიჩნდება

და ეს ხდება მაშინ, როდესაც საერთოდ არ ფიქრობთ ამ თემაზე. უბრალოდ ისვენებთ ან დაკავებული ხართ რაიმე მარტივი საქმით. თქვენი ქვეცნობიერება გიკავშირდებათ ზუსტად მაშინ, როდესაც თქვენი ინფორმაციის ველი არ არის გადატვირთული, როდესაც ამ ინფორმაციის აღქმას შეძლებთ.


5) დროულად გაურბიხართ საფრთხეს

არაერთხელ გქონიათ შემთხვევა, როდესაც რაიმე სასწაულით გადაარჩინეთ თქვენი სიცოცხლე, ჯანმრთელობა ან ქონება. ან რაღაც ნეგატიური სიტუაცია თავისთავად მოგვარდა.


6) გიყვარს მარტოობა

ცდილობთ მარტო იყოთ, ეს თქვენ გამშვიდებთ და ძალების აღდგენაში გეხმარებათ.


7) როდესაც ეწინააღმდეგები შენს გრძნობებსა და ინტუიციას, პრობლემები იწყება


როდესაც შენ მოქმედებ და ირწმუნებ თავს"ასეა საჭირო / ასეა სწორი / ასეა ლოგიკური" მაგრამ შინაგანი მე გეწინააღმდეგება და სიტუაცია მართლაც არ ეწყობა.


8) თქვენ ძალიან ემპათიური ადამიანი ხართ

გესმით სხვა ადამიანების, მათი მოტივები და გრძნობები. თანაუგრძნობთ სხვებს და გესმით მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა.


9) გრძნობთ საკუთარ ენერგიის დონეს და იცით როგორ უნდა გაზარდოთ იგი

ყოველ წამს საკმაოდ მკაფიოდ აცნობიერებთ თქვენი ენერგიის დონეს და გაქვთ საკუთარი მიდგომები და გზები, თუ როგორ უნდა აღადგინოთ იგი.


10) საკუთარ თავთან ჰარმონიაში ხართ

თქვენ ნამდვილად იცით რა გსურთ. შეიგრძნობ საუთარ სხეულს და იცი რომ საკუთარ თავთან მართალი ხარ.

0
515
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
515
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0