მუსიკა ფრედი მერკურის 11 იშვიათი ფოტო, რომელიც პაპარაცებმა მისი სიკვდილის წინ გადაიღეს 2021, 20 ივნისი, 17:16 ბრიტანული როკ - ჯგუფის "Queen"- ის თაყვანისმცემლები სიხარულს ვერ მალავდნენ როდესაც მსოფლიო ეკრანებზე "ბოჰემური რაფსოდია" გამოვიდა, 2018 წელს რეჟისორ ბრაიან სინგერის მიერ გადაღებული ბიოგრაფიული ფილმი, ცნობილი როკ-ჯგუფის "Queen"-ის სოლისტისა და ლეგენდარული მუსიკოსის ფრედი მერკურის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობდა.ფილმის გარშემო არსებული დაპირისპირების მიუხედავად, მისმა საერთო მოგებამ მთელ მსოფლიოში 900 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რამაც ის ყველაზე მაღალშემოსავლიან მუსიკალურ ბიოგრაფიულ ფილმად აქცია. მიუხედავად იმისა, რომ "ბოჰემური რაფსოდია" სავსე იყო გრანდიოზული მუსიკალური კომპოზიციებითა და საოცარი კოსტიუმებით, ფილმში არც მერკურის ორიენტაციისა და არც მისი დაავადების შესახებ საუბარი არ ყოფილა, თუმცა მის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე პაპარაცების მიერ გადაღებულმა ფოტოებმა მის პირად ცხოვრებას ნათელი მოჰფინა, რაზეც ყველა კმაყოფილი ნამდვილად არ დარჩენილა.ფრედი მერკური, რომელსაც დაბადებისას ფაროჰ ბულსარა დაარქვეს, პაკისტანელ მშობლებს ტანზანიაში შეეძინათ. მისი პიროვნება სცენაზე იყო კაშკაშა და ექსპრესიული, სცენის მიღმა კი, ის თავის პარტნიორთან ჯიმ ჰატონთან ერთად საკმაოდ მშვიდ ცხოვრებას ეწეოდა.ფრედი თავის პირად მცველთან ტერი გიდინგთან და საკუთარ შეფ - მზარეულთან ჯო ფანელთან ერთადამიტომ, როდესაც მომღერალს შიდსის დიაგნოზი დაუსვეს, მისმა კოლეგამ, გიტარისტმა ბრაიან მეიმ განაცხადა, რომ ფრთხილად უნდა ემოქმედა."ის თანაგრძნობას არასდროს ითხოვდა. ის იყო ძალიან ძლიერი პიროვნება და ყოველთვის უყვარდა თავისი ბედის თავად კონტროლი", - განაცხადა ბრაიანმა მერკურის შესახებ.კონცერტის შემდეგ ფრედი მანქანაში ჯდება, ღელავს რადგან გარშემო ბევრი ადამიანი ირევა."მას შემდეგ რაც თავისი დაავადების შესახებ შეიტყო მას თვალებში ვერანაირ დრამას და ვერც ცრემლებს ვერ შეამჩნევდით. ის წარმოუდგენლად ჩაკეტილი იყო", - დაამატა მეიმ.მტკიცდება რომ "Daily Mirror"– ში გამოქვეყნებული ეს ფოტოები ფრედი მერკურის უკანასკნელი კადრებია, მუსიკოსი 1991 წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა.კადრებში ფრედის უკვე ისედაც დაპატარავებული სხეული კიდევ უფრო მყიფედ გამოიყურება.ის ბრონქოპნევმონიით გარდაიცვალა, რომელიც მომღერალს აივ - ინფექციისა და შიდსის ფონზე განუვითარდა.სიცოცხლის ბოლო დღეებში ლეგენდარული მომღერალი მარტო არ ყოფილა. ის უახლოესი მეგობრების გარემოცვაში იყო, და რაც მთავარია, მის გვერდით მისი პარტნიორი ჯიმ ჰატონი გახლდათ.წყვილმა ერთმანეთი 1984 წელს ერთ - ერთ კლუბში გაიცნო, სადაც ფრედიმ მას სასმელის ყიდვა შესთავზა. იმ პერიოდისთვის ჰატონი ურთიერთობაში იმყოფებოდა და შეთავაზებაზე უცნობ მამაკაცს უარი უთხრა. ერთი წლის შემდეგ ისინი კლუბში კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს, და მას შემდეგ აღარც დაშორებულან. მათმა სიყვრულმა 6 წელს გასტანა.ჰატონი და მერკური თავიანთ ურთიერთობას საიდუმლოდ ინახავდნენ, მაგრამ 1994 წელს მომღერლის პარტნიორმა გადაწყვიტა საზოგადოებისთვის პირადი მომენტები მემუარების მეშვეობით გაეზიარებინა, რომელსაც "მერკური და მე" უწოდა.ეს ფოტოები ჰატონმა 1991 წელს ლონდონის გარდენ ლოჟში, მათი სახლის უკანა ეზოში გადაიღო.მას შემდეგ, რაც მერკურის სიცოცხლის ბოლო დღეების ამსხველი ფოტოები ინტერნეტქსელში გავრცელდა, მომღერლის ბევრი თაყვანისმცემელი ძალიან გაბრაზდა, მათ ეს ყოველივე ლეგენდრული მუსიკოსის პირადი სივრცის ხელყოფად და მის ცხოვრებაში უხეშ ჩარევად შეაფასეს.237 შეფასება არ არის |