x
მეტი
  • 18.07.2024
  • სტატია:136026
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510299
პროსოციალური ქცევა და ინდივიდუალური თავისებურებები მოზარდებში
პროსოციალური ქცევა გულისხმობს ისეთი სახის აქტივობას, რომლის მთავარი მოტივი სხვა ადამიანის დახმარებაა. მაღალი კორელაცია არსებობს მორალურ მსჯელობასა და პროსოციალურ ქცევას შორის, თუმცა არა აბსოლუტური. მოზარდის პროსოციალური ქცევი შესაძლოა საფუძვლად ედოს დახმარების სანაცვლოდ სარგებლის მიღების მოტივი.

მოზარდის პროსოციალური და მორალური ქცევის ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს:სქესობრივი მომწიფება, მოვლენის სხვა პოზიციიდან დანახვის უნარი, მორალური მსჯელობა, ემპათია, პიროვნება, ოჯახი, თანატოლები, სკოლა და კულტურა.

უმცროსი მოზარდობის პერიოდის პოზიტიური ცვლილებები:ინტელექტუალურ, მორალურ და ყოფით სფეროში, მოზრდილობის გრძნობის გაჩენა, საკუთარი გარეგნობის მიმართ ყურადღება.

საკუთარი თავის მიმართ, ემოციურ-ღირებულებითი დამოკიდებულება. თვითშეფასების, თვითშემეცნების, თვითრეგულაციის ზრდა. ურთიერთობის წრის გაზრდა. ცოდნისა და უნარ-ჩვევების დამოუკიდებლად შეძენის სურვილი.აქვს სურვილი, იყოს სხვებზე უკეთესი. გაცნობიერებული, შემეცნებითი მოტივაცია. ახალი სოციალური როლის დაუფლება - არის უფროსის საყრდენი და მხარშიმდგომი.


უმცროსი მოზარდობის ნეგატიური გამოვლინებები:ეგოცენტრიზმი. უფროსების მიზანმიმართული მანიპულაცია. ფიზიკური განვითარება წინ უსწრებს ფსიქიკურ განვითარებას. მოწყვლადი, არამდგრადი ფსიქიკა. ნეგატიური დამოკიდებულება უფროსებისადმი (მშობლები, მასწავლებლები). კონფლიქტი საკუთარ თავთან და გარშემომყოფებთან. მარტოობის შიში (აზრები სუიციდზე). მიდრეკილება ალკოჰოლის, სიგარეტის, ნარკოტიკებისადმი (რისკის ჯგუფი).

უფროსი მოზარდობის პერიოდის პოზიტიური ცვლილებები: ფიზიკური მომწიფება, მოზღვავებული ენერგია, ფორმალური აზროვნების განვითარება, მყარი ‘’მე’’კონცეფციის ჩამოყალიბება, შემოქმედებითობა და აქტიურობა, საკუთარი უნიკალურობის გაცნობიერება, საკუთარი ქცევის რეგულაციის უნარი, გენდერული როლის დაუფლება, სიყვარულის მეგობრობის გრძნობის განვითარება, თვითანალიზი და თვითგამორკვევა.

უფროსი მოზარდობის პერიოდის ნეგატიური გამოვლინებები: არაადექვატური თვითშეფასება (მაღალი ან დაბალი), დამოკიდებულ ადამიანებთან ურთიერთობისას მაღალი შფოთვა, ჭარბი ყურადღება საკუთარი გარეგნობისადმი, მარტოობის შიში (ეშინია, რომ სხვები ვერ გაუგებენ).

ინდივიდუალური თავისებურებები მოზარდებში. ხასიათი განისაზღვრება, როგორც ადამიანის ფსიქიკური მახასიათებლების მყარი ერთიანობა, რომელიც განსაზღვრავს ინდივიდისთვის დამახასიათებელ, ტიპურ ქცევას, გარკვეულ ცხოვრებისეულ სიტუაციებსა და პირობებში.იგი გამოვლიდება სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას, საქმეში, საკუთარ თავთან და ქონებასთან მიმართებაში.ხასიათი მჭიდროდაა დაკავშირებული მორალთან, მსოფლმხედველობასთან, რწმენასთან, რაც განაპირობებს ინდივიდის სოციალურ პოზიციას.

მოზარდის დამოკიდებულება საკუთარი ხასიათის მიმართ. 12-14 წლის ასაკში ფორმირდება "მეს" ის კომპონენტები, რომლებიც დაკავშირებულია საკუთარ მე-სა და სხვებს შორის მსგავსება-განსხვავების გაცნობიერებასთან. 15-18 წლის ასაკში პირველ პლანზე გადმოდის სოციალური და პროფესიური თვითგანსაზღვრულობა, საკუთარი ადგილის განსაზღვრა ცხოვრებაში. 14 წლის ასაკში- იზრდება სწრაფვა თვითდაკვირვებისკენ, მცირდება "მე-ხატის" სიმყარე, მცირდება ზოგადი თვითპატივისცემის დონე, არსებითად იცვლება ზოგიერთი თვისების თვითშეფასება.15 წლის შემდეგ- მდგომარეობა უმჯობესდება, კვლავ შეიმჩნევა თვითპატივისცემის დონის ზრდა, სუსტდება მორცხვობა, უფრო მყარი ხდება თვითშეფასება. 17-18 წლის ასაკში დგება სტაბილიზაციის ხანა. მოზარდებისთვი დამახასიათებელია

სენსიტიურობა(მგრძნობიარობა) ყველაფერი იმის მიმართ, რაც მათ პიროვნებას, ხასიათს, ქცევას ეხება.

როგორც წესი დამოკიდებულება ან თვითგაცნობიერება საკუთარი ქცევის, აზრებებისა და გრძნობების მიმართ ჩნდება 13-15 ასაკში. მხოლოდ ამის შემდეგ აქვს აზრი მოზარდთან საუბარს იმის შესაებ, რომ მისი ხასიათი და მისი პიროვნება არ არის ერთი და იგივე რამ.

ყოველ ადამიანს აქვს როგორც, თანდაყოლილი, ბუნებრივი ნიშნები და სურვილები, აგრეთვე, სოციალური, კულტურული თვისებებიც. მოზრდილის ხასიათში გადახლართულია, როგორც ბუნებრივი ასევე სოციალური თვისებები

0
14
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ცხოვრებაშვილი
მარიამ ცხოვრებაშვილი
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0