x
image
თამილა გურაშვილი
რატომ დაიწყო ღია და დახურული პოლიტიკური კონსულტაციები სოსო გოგაშვილმა?

image
მშვიდობა და ჯანმრთელობა ყველას, მეგობრებო, მინდა საჯაროდ დავაფიქსირო, რომ დავიწყე ღია და დახურული პოლიტიკური კონსულტაციები საზოგადოების სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებთან და ზოგიერთ პოლიტიკოსთან.
....რატომ❓
- საჯარო სამსახურში, კერძოდ ძალოვან უწყებაში მუშაობა დავიწყე “ქ. ო.”-ს გამარჯვების შემდეგ, 2012 წელს. დიდი მოტივაციით, ენერგიით, გეგმებით და ენთუზიაზმით, მე ხომ მაქსიმალისტი და გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ:)
მას შემდეგ მალევე დაიწყო ბრძოლა ჩემს წინაღმდეგ, ( აქ დეტალებში არ შევალ)როგორც გუნდიდან ასევე მის გარედან. ისინი ამას წლების მანძილზე ძალიან ეფექტურად და კორდინირებულად ანხორციელებდნენ, როგორც ერთი გუნდის წევრები ერთი მიზნის მისაღწევად და თავისი საერთო მტრის დასამარცხებლად.
მე აღმოვჩნდი ის ადამიანი, რომელმაც სისტემა შიგნიდან გაიცნო, შეისწავლა, გაიგო ბევრი რამ და მოიპოვა მნიშვნელოვანი ინფორმაციები.
“სისტემისთვის უცხო კაცი, არსაიდან შემთხვევით მოხვედრილი”... და ა. შ. ჩემი მისამართით მსგავსს და უარესსაც ბევრჯერ მოისმენდით, ან წაიკითხავდით. ამას აკეთებდნენ ხელფასიანი, თუ უხელფასო ლაქია რუპორები.( გააგრძელებენ, სანამ სალაფავი ექნებათ:)
შემთხვევით არაფერი არ ხდება, ეს ერთი. მეორე- მადლობა ღმერთს, რომ აღმოვჩნდი იქ, სადაც აღმოვჩნდი.
ჩვენი ხალხი - ძირითადი წყარო ხელისუფლებისა ზუსტად ჩემგან გაიგებს ყველაფერს იმ მანკიერი და ბინძური სისტემის შესახებ, რომელიც არ აძლევს ქვეყანას და ხალხს განვითარების საშუალებას. ხელისუფალთა უმეტესობა ვალდებულებისამებრ არ ზრუნავს ხალხზე. მათი ძალაუფლების მთავარი წყარო ღატაკდება.
ასე ხდება ბოლო 30 წლის განმავლობაში, დიახ ძალაუფლების წყარო ღატაკდება და ამავდროულად ითრგუნება სულიერად. ერთადერთი, რასაც ის იღებს სისტემისაგან ეს არის გასართობი “ცირკი შაპიტო”, რომლის ცქერაში და დარდის გადაყოლებაშიც მას გაურბის ყველაზე ძვირფასი დრო.
დასანანია, რომ იმ 20 წლის გოგო-ბიჭების უმრავლესობა, რომლებიც გეგმებს ალაგებდნენ 30 წლის წინ, თუ როგორი წარმატებულები უნდა გამხდარიყვნენ დამოუკიდებელ ძლიერ ქვეყანაში და ეცხოვრათ ბედნიერად, გადაიქცნენ უკვე 50 წელს გადაცილებულ სიდუხჭირის და სტრესის გამო ნაადრევად დაბერებულ, ხელმოცარულ შუახნის კაცებად და ქალებად. თუმცა ამის აღიარება უჭირთ, ან არ უნდათ:(
გაფრინდა წლები...მივიღეთ განუვითარებელი, თითქმის ბოლომდე გაპარტახებული ქვეყანა და ხალხი, რომელიც მხოლოდ ქიშპობაში, მტრობაში, უმცირესობის ბატონობაში და უმრავლესობის სიღატაკეში ღაფავს სულს.
შინაურიც და გარეულიც მას მიათრევენ დიდ ფართო გზაზე, გაურკვეველი მიმართულებით. ისიც მიჩხარუნობს, როგორც საქორწინო მანქანაზე თოკით გამობმული ალუმინის ქილა, რომელიც შეიძლება მოწყდეს და მიეგდოს გზის პირას, სადაც ვიღაც იპოვის ჯართში ჩააბარებს და შემდეგ გადამუშავებული უკვე სხვა ნივთად მოვლენილი, კვლავ ვიღაცის მოსახმარ საგნად გადაიქცევა.
ესე მიდის წლები...დიდი შანსია, რომ უსასრულოდ...ის კი ჯერჯერობით მხოლოდ სხვის სახმარად, ან გასართობად განწირული რჩება....
მუდმივად იჩეკებიან, იყოფიან და მრავლდებიან მავნე ბაქტერიებივით “ახალი” პარტიები, მათი ლიდერი პოლიტიკოსები, კი ქვეყნის გადამრჩენებად და აღმშენებლებად გვამადლიან თავს. არადა ამ დროს არიან უპრინციპო, უმორალო, უთავმოყვარეო, ურწმუნო, ყველაფრის მკადრებელი პერვერტები.
მათ გაფეტიშებაზე, პიარსა და რეკლამაზე დახარჯული ნაძარცვი, ხალხის კუთვნილი მილიონებით შექმნილი კერპები, ისევ იმ ხალხს “გმირებად”, “ვაჟკაცებად”და “ეროვნულებად” ეჩვენებათ.
პარალელურად ეს პიარმანქანა ანადგურებს და აკნინებს ყველა ეროვნულ და პატრიოტულ იდეას, თუ წამოწყებას, მათ შორის ნამდვილ გმირებსაც.
ეკლესიის ავტორიტეტის ნგრევა ხომ მთავარ სამიზნედ უკვე დიდი ხანია აიღეს:(
ისევ იგივე წრე, ისევ იგევე სცენარი, ჩაკეტილი ციკლი, განუვითარებელი ქვეყანა, დაკარგული მამული და დაკარგული თაობები.
მიმოიხედავ ირგვლივ და ჩვენი მეზობლები და დანარჩენი მსოფლიო მიდის წინ, ვითარდება, ძლიერდება და ერთიანდება.. იქ რაც მთავარია ხალხი ერთიანი და ბედნიერია... სახეზე ღიმილი აქვთ.. სიტყვა გამიგრძელდა, თუმცა სათქმელი ბევრია და მომავლისთვის იყოს...
ამჟამად ჩვენს ორგანიზაციაში რამდენიმე კვლევა და პროექტი მომზადების პროცესშია. ესენია: ეკონომიკური და ფინანსური რეფორმები, საარჩევნო სისტემა, მისი გაყალბების მექანიზმები და პრევენცია, ფეიკნიუსი, მართვადი მიკერძოებული მედია, სამთავრობო სტრუქტურების სისტემური რეფორმირების პაკეტი, ეკლესია და მისი როლი, საგარეო პოლიტიკის სტრატეგია.
24 საათი როგორც შეგვიძლია ვმუშაობთ ამ საკითხებზე, მაგრამ არ მეგულება არცერთი დღეისათვის არსებულ ველზე მოასპარეზე ძლიერი პოლიტიკური პარტია, რომელიც ამ ყველაფერს გააკეთებს, ან სურვილს მაინც გამოთქვამს გააკეთოს.
ამასობაში ქვეყანა მართლა დიდი საფრთხეების და გამოწვევების წინაშეა, სასწრაფო მოქმედებებია საჭირო. შანსები იწურება და შეიძლება ბოლოც იყოს.
მაქვს სურვილი დავდგე იქ სადაც ამის სურვილი და შესაძლებლობა იქნება, რომ მცირედი წვლილი შევიტანო ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაში, ჩემს მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად.
მაქსიმუმი, თუ ვერ შევძელით, მინიმუმ იმას მაინც შევძლებთ, რომ ხალხს სიმართლეს გავაგებინებთ ყველაფერზე, რაც მათ ბედიღბალს უკავშირდება და განუსაზღვრავს მომავალს. დანარჩენი ღმერთის ნებაა
....აი ამიტომ! ????????????????????????♥️საქართველო ♥️ " - წერს სუსის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე სოსო გოგაშვილი.
1
248
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
248
  
2021, 17 ივნისი, 21:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1