კინო 7 საუკეთესო ფრანგული ეროტიკული ფილმი 2021, 16 ივნისი, 16:07 ღვინო, კრუასანები, ფრანგული კოცნა ... ამ და სხვა დეტალებზე ქვემოთ ვისაუბრებთ...გაგაცნობთ 7 საუკეთესო ეროტიკულ ფილმს საფრანგეთიდან. 1)შუადღის ლამაზმანი-ლუის ბუნიუელის 1967 წლის ფილმი. ეს იყო ბუნიუელის პირველი ფერადი ფილმი. ფილმმა მიიღო ვენეციის ოქროს ლომი. იგი გადმოსცემს საშუალო კლასის, ბურჟუაზიის წარმომადგენელი ქალის, დიასახლისის ამბავს.(კატრინ დენევი) ქალი ცხოვრობს მეუღლესთან ერთად, რომელიც მის მიმართ გულგრილია. ამიტომ ქალი დღისით, როცა ქმარი სამსახურში მიდის, მეძავად მუშაობს საკუთარი სექსუალური ფანტაზიების დაკმაყოფილების მიზნით. 2)ადელის ცხოვრება- 2013 წლის ფრანგული თინეიჯერული ასაკის რომანტიკული დრამატული ფილმი, რომლის ავტორი, პროდიუსერი და რეჟისორია აბდელათიფ ქეშიში, ხოლო მთავარ როლებშია ადელ ექსარკოპულოსი და ლეა სედუ. ფილმი მოგვითხრობს ფრანგ მოზარდზე, ადელეზე (ექსარკოპულოსი), რომელიც აღმოაჩენს სურვილს და თავისუფლებას, როდესაც ლურჯთმიანი მხატვარი (სეიდუ) შევა მის ცხოვრებაში. ფილმი ასახავს მათ ურთიერთობებს, დაწყებული ადელეს უმაღლესი სკოლის წლებიდან, მისი თინეიჯეობის წლებამდე და კარიერის წლებს, როგორც სკოლის მასწავლებელი. ფილმი ლურჯი თბილი ფერია, დაფუძნებულია 2010 წლის, ამავე სახელწოდების, ჟული მარუს, ფრანგულ გრაფიკულ რომანზე, რომელიც 2013 წელს ჩრდილოეთ ამერიკაში გამოქვეყნდა. 3)ემანუელა-ემანუელ არსანის წიგნის ეკრანიზაცია, 1974 წლის პირველ ფილმში მთავარი გმირის ემანუელის სექსუალურ თავგადასავლებზე სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიაში.მთავარ როლში სილვია კრისტელი. 4)ქვემოთ არ დაიხედო-საფრანგეთ-არგენტინის 2008 წლის ერთობლივი ფილმი, 19 წლის ელოი ხვდება სამყაროში, სადაც ლამაზი და სექსუალური ელვირა ცხოვრობს მოხუცებულ დედასთან ერთად. ელვირა მას სექსს ასწავლის თავის ყველა გამოვლინებაში - ტანტრულიდან კამა სუტრამდე. საუკეთესო ლათინოამერიკული ფილმი მონრეალის ფესტივალზე. 5)მწარე მთვარე- რომან პოლანსკის 1992 წლის ეროტიკული თრილერი. მთავარ როლებს ასრულებენ პიტერ კოიოტი, ემანუელ სენიე, ჰიუ გრანტი და კრისტინ სკოტ ტომასი. ფილმი დაფუძნებულია ფრანგი ავტორის, პასკალ ბრუკნერის იგივე სახელწოდების მქონე რომანზე. ინგლისელი წყვილი, ნაიჯელ და ფიონა დობსონები ხმელთაშუა ზღვაში, სტამბულიდან ინდოეთამდე მიმავალ გემზე იმყოფებიან. ისინი გემზე მალევე შეხვდებიან ლამაზ ფრანგ ქალს. იმავე საღამოს, მოგვიანებით, ნაიჯელი მიმის ბარში მარტოდ მოცეკვავეს ნახავს. ნაიჯელი გაიცნობს მიმის ამერიკელ ქმარსაც, რომელიც მასზე ბევრად უფროსია. იგი ეტლში ზის.მათ ჯერ არ იციან რა ამბავი უნდა მოისმინონ უცნაური წყვილისგან და რა შედეგები მოჰყვება სხვისი ინტიმურ ცხოვრებით დაინტერესებას. 6)გაორებული საყვარელი-ფრანსუა ოზონის 2017 წლის ფრანგულ-ბელგიური ეროტიული ტრილერი დოპლანგერების, ჰალუცინაციებისა და სექსის შესახებ. მოდელ ხლოის მუცლის ტკივილი აწუხებს და ექიმები ერთხმად ამბობენ, რომ ამაში არა ფიზიკური დაავადებაა დამნაშავე, არამედ ფსიქოლოგიური. ხლოი პოულობს ფსიქოანალიტიკოს პოლს და იწყებს მასთან თერაპიიულ კურსებზე სიარულს და მალე საყვარლები ხდებიან. თოთქოს ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ერთხელაც ხლოი გაიგებს, რომ პოლს ტყუპი ძმა ჰყავს, ლუი.... 7)ლედი ჩატერლეი-2006 წლის ისევ ბელგიურ-ფრანგული ნამუშევარი, რეჟისორი პასკალ ფერანი, კონი ჩატერლეი ხეიბარი ადვოკატის ცოლია, რომელიც მზადაა მეუღლეს მთელი ცხოვრება შესწიროს. თუმცა ადვოკატი სულაც არ მოითხოვს მისგან თავგანწირვას და კონის საყვარლის ყოლის უფლებას რთავს. (დევიდ ლოურენსის რომანის მიხედვით გადაღებული ფილმი 2006 წელს ხუთი ”სეზარის” მფლობელი გახდა) 1133 3-ს მოსწონს
|