კინო Karate Kid - კარატისტი ბიჭუნა (თუ კუნგ-ფუისტი ბიჭუნა? რაზე დაობდა ჯეკი ჩანი) 2021, 14 ივნისი, 22:10 ფილმის შექმნის ისტორია და საინტერესო ფაქტები
„კარატისტი ბიჭუნა“ არის ფილმი რიმეიქი 1984 წელს გადაღებული იგივე სახელწოდების ფილმისა
მთავარი როლის შემსრულებელი ჯეიდენ სმიტი რეალურ ცხოვრებაში არის უილ სმიტის შვილი.
ვარიჯიში ჟაკეტის გამოყენებით, იყო თავად ჯეკი ჩანის იდეა. ეს იყო საწყისი მოძრაობები ჯეიდენ სმიტისთვის უშუს შესასწავლად.
ფილმის პროდიუსერი უილ სმიტი გაკვირვებული იყო თუ რამხელა გავლენა ჰქონდა ჯეკი ჩანს ჩინეთში, რადგან ჯეკი ჩანის სტატუსი იმდენად დიდი იყო, რომ ისეთ ადგილებში აძლევდნენ სცენების გადაღების უფლებას სადაც წესით აკრძალული და დაუშვებელი იყო.
1987 წლიდან მოყოლებული 2010 წელს გადაღებული „კარატისტი ბიჭუნა“ იყო პირველი ფილმი, რომელსაც გადაღების უფლება მისცეს „აკრძალულ ქალაქში“. („აკძალული ქალაქი“ მდებარეობს პეკინში, რომელიც არის მუზეუმ-ქალაქი)
ჯეიდენ სმიტმა, ამ ფილმისთვის გაიარა 3 თვიანი უშუს ვარჯიშები.
ფილმის სათაური არის „კარატისტი ბიჭუნა“, რიმეიქი წინამორბედი ფილმების, რომლებიც 1984, 1986, 1989 და 1994 წლებში გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედება ვითარდება ჩინეთში და ფილმში დემონსტრირებულ ჩინურ საბრძოლო ხელოვნებას ჰქვია უშუ და არა კარატე, სონის სტუდია და ჯეკი ჩანი დაობდნენ იმაზე, რომ ფილმს შესაბამისად „კუნგფუისტი ბიჭუნა“ უნდა რქმეოდა და არა „კარატისტი ბიჭუნა“, თუმცა სტუდიის უფროსობამ მათი აზრი არ გაითვალისწინა, რადგან მათი გათვლებით ეს მარკეტინგულად არ იქნებოდა სწორი სვლა და მაყურებელი ვერ დაუკავშირებდა ამ ფილმს ძველ „კარატისტი ბიჭუნა“-ს ფილმებს.
მიუხედავად იმისა, რომ ფილმს ჰქვია „კარატისტი ბიჭუნა“, ფილმში საერთოდ არაფერია კარატეზე. და არც კარატის საბრძოლო ხელოვნებაა დემონსტრირებული.
რალფ მაჩიო, ძველი „კარატისტი ბიჭუნა“-ს მთავარი როლის შემსრულებელმა უარი განაცხადა ფილმი კამეოს სახით მაინც გამოჩენილიყო.
ფილმის სათაური და ფილმში დემონსტირერბული საბრძოლო ხელოვნება ერთგვარ პრობლემას ქმინდა მაყურებელებს შორის, რადგან მათ გაურკვევლობაში აგდებდა ის ფაქტი, რომ ფილმის სათაური ლაპარაკობდა კარატეზე, ხოლო ფილმში ნაჩვენები საბრძოლო ხელოვნება კი იყო უშუ (კუნგ-ფუ). ამის გამო ბევრი ეწერებოდა კარატის სექციებზე, თუმცა ფილმში არის ერთი ორი კადრი სადაც ჯეიდენ სმიტი სიტყვიერად მიანიშნებს უშუზე. (იგივე კუნგ-ფუ)
ჯეკი ჩანი ერთ-ერთ ინტერვიუში სიცილით იხსნებს, რომ როდესაც უილ სმიტმა მას დაურეკა ფილმის თაობაზე და აცნობა, რომ მას სურდა „კარატისტი ბიჭუნა“-ს რიმეიქის გადაღება და ჯეკი ჩანის მთავარ როლზე მიწვევა, ჯეკი სიხარულით დასთანხმდა და მაშინვე ჰკითხა თუ ვინ იქნებოდა მასწავლებლის როლში. რაზეც უილ სმიტმა გაკვირვებულმა უპასუხა... „შენ ჯეკი. სხვა ვინ?“ ჯეკი ჩანმა, მაშინვე მივხვდიო თუ რა სულელური შეკითხვა დავუსვი და რომ სულ დამავიწყდა რამდენი წლის ვიყავიო, რადგან მეგონა კარატისტი ბიჭუნას როლს მე მთავაზობდაო.
აქვე ცნობისთვის - ჯეკი ჩანი არის უშუისტი და არა კარატისტი
ფილმის ბიუჯეტი: 40 მილიონი - 359 მილიონი
ავტორი: ბესო ჭიკაიძე 48 შეფასება არ არის
|