x
მეტი
  • 02.12.2024
  • სტატია:138611
  • ვიდეო:351978
  • სურათი:512276
The Crow - ყ ვ ა ვ ი
შექმნის ისტორია და საინტერესო ფაქტები
image???? თუ რომელიმე კინომოყვარულს შეეკითხებით თუ რა ფილმია „ყვავი“, ყველა გიპასუხებთ, რომ ეს არის ფილმი, რომლის გადაღების დროსაც მოკლეს ბრენდონ ლი - ბრიუს ლის შვილი.

???? „ყვავი“, ეს არის ეკრანიზაცია ჯეიმს ო’ბარის კომიქსის მიხედვით, რომელიც გამოიცა 1989 წელს. 80-ანი წლების დასაწყისში მან დაიწყო გრაფიკული რომანის წერა იმ იმედით, რომ ეს დაეხმარებოდა მას ტკივილის გადატანაში, რაც გამოწვეული იყო მისი საცოლის დაღუპვით ავტოკატასტროფაში, ნასვამი მძღოლის გამო. 20 წლის ჯეიმსმა თავის რომანში ჩადო მთელი თავისი ბოღმა და სასოწარკვეთილება და ამიტომაც არის ალბათ, რომ რომანი მეტისმეტად აგრესიული გამოვიდა. მოგვიანებით ავტორმა აღიარა, რომ რომანზე მუშაობამ მას ტკივილი საერთოდ არ შეუმსუბუქა, არამედ პირიქით.

???? 1990-ანი წლების დასაწყისში, კომიქსების ეკრანიზაციას ხელი მოჰკიდა დამწყებმა რეჟისორმა ალექს პროიასმა, რომელიც ახლა ცნობილია ფილმებით Dark City, I robot, Knowing, Gods of Egypt. იგი იდეალური რეჟისორი იყო „ყვავი“-ს, რადგან მას საუკეთესოდ გამოსდიოდა როკ მუსიკის, ტყავებში გამოწყობილი მამაკაცების, გარგულიების, გოთიკური ეკლესია-ტაძრებისა და მისტიკური ატმოსფეროს ერთმანეთში შერწყმა.

???? ფილმი „ყვავი“ ყოველთვის ასოცირდება სახელ ბრენდონ ლი-სთან, რადგან სწორედ ამ ფილმის გადაღების დროს მოკლულ იქნა იგი ერთ-ერთი სცენის დროს, როდესაც მისთვის მკერდში უნდა ესროლათ. მოხდა ისე, რომ რევოლვერის დოლურაში (ბარაბანი) ფუჭი ვაზნის ნაცვლად აღმოჩნდა ნამდვილი, რამაც განაპირობა უკვე ბრენდონისთვის სასიკვდილო ჭრილობის მიყენება.

???? მსახიობის სიკვდილმა უდიდესი გავლენა მოახდინა ფილმზე როგორც ყველაზე გაყიდვადი, ყურებადი და მოთხოვნადი ფილმი 1994 წელს გამოსული ყველა ფილმს შორის.

???? მიუხედავად იმისა, რომ მსახიობ მაიკლ მესის (მსახიობი, რომელმაც ფილმში ესროლა ბრენდონ ლის ერთ-ერთი სცენის გადაღების დროს) ბრალი არ მიუძღვის ბრენდონის სიკვდილში, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო მომხდარის გამო და რომ მას არასოდეს უნახავს ფილმი „ყვავი“. მან ასევე აღნიშნა, რომ დღემდე სტანჯავს კოშმარები მომხდარი ფაქტის გამო. მაიკლ მესი გარდაიცვალა 2016 წელს. (მიზეზი კიბო)

???? „ყვავის“ კომიქსების ავტორი ჯეიმს ო’ბარი აცხადებდა, რომ მას საშინლად არ მოსწონდა ბრენდონ ლის კანდიდატურა, როდესაც ის როლზე დაამტკიცეს, რადგან ბრენდონის სამსახიობო დონე ისეთი ფილმებისთვის იყო განკუთვნილი როგორიცაა „Showdown in Little Tokyo” - გარჩევები პატარა ტოკიოში, სადაც ის დოლფ ლუნდგრენთან ერთად თამაშობს.

???? თავდაპირველად, როდესაც „ყვავის“ გადაღებაზე ალაპარაკდნენ, კინოკომპანიის პროდიუსერებს უნდოდათ ფილმი „ყვავი“ მიუზიკლი ყოფილიყო სადაც მათავარ როლს მაიკლ ჯექსონი შეასრულებდა, რაზეც კომიქსების ავტორის მხრიდან უხეშად, რომ ვთქვათ „დედის მოკითხვებმაც“ არ დააყოვნა.

???? ფილმში ნაჩვენები მანქანების რბოლა, სინამდვილეში მინიატურული მანქანებით იყო შესრულებული, რადგან კომპანიას არ ჰქონდა შესაბამისი ფინანსები, რათა რეალური რბოლა გადაეღოთ.

???? მიუხედავად იმისა, რომ ფილმს ჰქვია „ყვავი“, ფილმში არცერთი ყვავი არ იყო გამოყენებული. მხოლოდ ყორანი, რადგან ყორანი გაცილებით დიდია ვიდრე ყვავი და უფრო მოგრძო და მოლამაზებული ნისკარტი აქვს.

???? სანამ ბრენდონ ლის განიხილავდნენ როლზე, მანამდე სტუდიას სურდა შემდეგი მსახიობების ხილვა ამ როლისთვის: რივერ ფენიქსი (ხოაკინ ფენიქსის ძმა), კრისტიან სლეიტერი და ჯონი დეპი, მაგრამ ყველა მათგანმა უარი განცხადა, გარდა რივერ ფენიქსისა, რადგან ის ფილმის გადაღებების დაწყებამდე ნარკოტიკებით დაიღუპა.

???? ფილმის გახსნითი სცენა სადაც ნაჩვენებია ცეცხლში გახვეული ქალაქი, სინამდვილეში გამოყენებულია მინიატურული შენობები.

???? ფილმში იყო რამდენიმე კადრი ერთი პერსონაჟით, რომელიც მონტაჟის დროს ამოიღეს. პერსონაჟს ერქვა Skull Cowboy - ჩონჩხისთავა კოვბოი, რომელიც იყო გიდი ბრენდონ ლის პერსონაჟის და უთითებდა ყველაფერს თუ რა როგორ უნდა გაეკეთებინა რათა საიქიოდან მობრუნებულს, ისევ შეძლებოდა უკან დაბრუნება. ამისათვის კი შურისძიების წესები უნდა დაეცვა, რაც თავის დროზე თვითონ არ გააკეთა და მისი მკვდარი სხეული ამ ქვეყნად შემორჩა საუკუნეების მანძილზე.

???? კამერონ დიაზი იყო პირველი მსახიობი, რომელსაც შესთავაზეს ბრენდონ ლის საცოლის როლი ფილმში, რაზეც მან უარი განაცხადა, რადგან საერთოდ არ მოეწონა სცენარი.

???? ერიკ მებიუსი, რომელმაც ითამაშა მთავარი როლი „ყვავი“-ს მესამე ნაწილში, პირველ ნაწილში განიხილებოდა Funboy-ს როლზე. სწორედ Funboy-ს როლის შემსრულებელმა იმსხვერპლა ბრენდონ ლი გადაღებების დროს.

???? გადასაღები მოედანი და შენობის ფასადები, გამოყენებულ იქნა კომედიურ ფილმში “Baby’s Day out” - პატარა მიდის სასეირნოდ. (ამ სათაურით ვიცით ჩვენ ეს ფილმი)

???? თავდაპირველად სცენარის მიხედვით, სცენა სადაც მაიკლ მესის პერსონაჟი ბრენდონს ესვრის არ ყოფილა დაწერილი. ეს სცენა პირდაპირ გადასაღებ მოედანზე ბოლოს წუთს სპონტანურად იქნა მოფიქრებული რეჟისორის მიერ, რამაც შეიწირა კიდეც მსახიობი, და დღე ბრენდონ ლის სიკვდილით დამთავრდა.

???? და ბოლოს: ბრენდონ ლი იყო ლეგენდარული ბრიუს ლის შვილი.

???? ფილმის ბიუჯეტი: ????23 მილიონი - ????94 მილიონი.


ავტორი: ბესო ჭიკაიძე
0
16
შეფასება არ არის
ავტორი:G.A.G.
G.A.G.
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0