x
მეტი
  • 09.11.2024
  • სტატია:138142
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511852
არის თუ არა პუტინი მკვლელი?-ბორის ჯონსონის პასუხი
image

გარდა ამისა, G7- ის სამიტზე ჯონსონმა და მაკრონმა იკამათეს Brexit-ის გამო.


დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა G7 სამიტის დროს უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, ეთანხმება თუ არა თეთრი სახლის ხელმძღვანელის, ჯო ბაიდენის პოზიციას, რომელმაც აღიარა, რომ რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი მკვლელია.


პასუხის გაცემისას ჯონსონი პირდაპირ არ დაეთანხმა ბაიდენის მოსაზრებას და გარკვეულწილად კითხვისგან თავის არიდებით გამოთქვა საკუთარი აზრი. კერძოდ, ჯონსონმა აღნიშნა, რომ პუტინმა "მიუღებელ რამეებს სჩადის" და სრულიად დარწმუნებულია, რომ სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლა ინგლისის სოლსბერიში პირადად სანქცირებული იყო რუსეთის პრეზიდენტის მიერ.


პრემიერ მინისტრმა ისიც გაიხსენა, რომ პუტინის ბრძანების შედეგად არა მხოლოდ სკრიპალები დაზარალდნენ, არამედ ბრიტანეთის უდანაშაულო მოქალაქეც.


ჯონსონმა ასევე გაამახვილა ყურადღება ოპოზიციის ლიდერ ალექსეი ნავალნიზე, რომელიც სასჯელს იხდის.

”თქვენ ხედავთ, როგორ ექცევა იგი თავის მთავარ მოწინააღმდეგეს, ალექსეი ნავალნის”, - თქვა ჯონსონმა და აღნიშნა, რომ ციხის ახლანდელი პოლიტიკა ასეთია- ”პრაქტიკულად აწამებენ”.


ჯონსონმა არ ისურვა პუტინსა და ბაიდენს შორის მოლაპარაკებების შედეგებზე კომენტარის გაკეთება და არც რაიმე რჩევა მიცემა, თუმცა, აღნიშნა, რომ მისი ამერიკელი კოლეგა პუტინს ზუსტად გადასცემს"მკაცრ პოზიციას", რომელსაც იგი სრულიად ეთანხმება და მხარს უჭერს ამ რიტორიკას.

"ეს არის ის, რაც მე თვითონ გავაკეთე, როდესაც პუტინი ბოლოს ვნახე ”, - დასძინა ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ სამიტის დროს ჯონსონმა მოახერხა არა მხოლოდ ხმამაღალი განცხადებების გაკეთება, არამედ საფრანგეთის ლიდერთან ემანუელ მაკრონთან ჩხუბიც.სკანდალური შეტაკების მიზეზი იყო Brexit და..რაც არ უნდა კომიკურად ჟღერდეს...სოსისი.


ჯონსონი მაკრონს გაუბრაზდა იმის გამო, რომ საფრანგეთის მეთაურმა მინიშნებით ისე ისაუბრა ჩრდილოეთ ირლანდიაზე, როგორც გაერთიანებულ სამეფოსგან განცალკევებულ სახელმწიფოზე.



ჯონსონი Brexit- ისგან გამოწვეული შედეგების შესახებ საფრანგეთის ლიდერთან საუბრისას, შეეცადა აეხსნა ჩრდილოეთ ირლანდიის საბაჟო საზღვრებზე შექმნილი ბრობლემები. მან მაკრონს ჰკითხა, რას იზამდა, თუ ტულუზიდან პარიზში სოსისის შეტანა შეუძლებელი გახდებოდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ამაზე უპასუხა, რომ ასეთი შედარება არაკორექტულია, რადგან პარიზი და ტულუზა ერთი და იგივე სახელმწიფოს ნაწილია. ჯონსონმა თავის თანაშემწეებთან საუბარში აშკარა უკმაყოფილობა გამოხატა საფრანგეთის პრეზიდენტის ასეთი მცდარი შეხედულებების გამო.

0
434
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
434
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0