x
ლაიმის დაავადება და მისი მანიფესტაცია

image

ლაიმის დაავადება არის ინფექცია, რომელიც გამოწვეულია ბაქტერიების 4 ძირითადი სახეობით: Borrelia burgdorferi, Borrelia mayonii, Borrelia afzelii და Borrelia garinii.აქედან პირველი ორი უფრო მეტად გავრცელებულია შეერთებულ შტატებში, ხოლო უკანასკნელი 2 ევროპასა და აზიაში.გადაცემა ხდება ტრანსმისიული გზით ტკიპების საშუალებით.თვითონ ტკიპა ინფიცირდება ირმების, ჩიტების ან თაგვებისგან გამოკვების დროს.იმისათვის, რომ ადამიანი დაინფიცირდეს ტკიპა კანზე უნდა იყოს მიმაგრებული 36-დან 48 საათამდე, რა დროშიც კბენის შემდეგ ტკიპა შედის კანქვეშ და თავის გზას აგრძელებს, ცირკულირებს, ადამიანის სისხლის მიმოქცევის სისტემაში.ძირითადად, ტკიპები ლოკალიზდებიან სხეულის იმ ნაწილებში, სადაც მათი შემჩნევა რთულია, მაგ.: სკალპი, საზარდულის მიდამო, იღლია.
ინფიცირებული ადამიანების უმეტესობას ლაიმის დაავადება უვითარდებათ უმწიფარი ტკიპების კბენის შედეგად, ვინაიდან მომწიფებულ ტკიპებთან შედარებით ისინი მცირე ზომის გამო უფრო რთულად შესამჩნევები არიან.

არ არსებობს მტკიცებულებები, რომ ინფექცია ვრცელდება წყლის, ჰაერის ან საკვების საშუალებით, ინფექცია ასევე არ გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს, მათ შორის არც შეხების, არც კოცნის, სექსუალური აქტის და სისხლის გადასხმის დროს.
ლაიმის დაავადებაზე ადამიანის ორგანიზმი რეაგირებს ინდივიუალურად, შესაბამისად სიმპტომებიც ვარირებს.დაავადება იყოფა 3 სტადიად: 1.საწყისი ლოკალიზებული, 2.საწყისი დისემინირებული და 3.გვიანი დისემინირებული.ზოგ შემთხვევაში სიმპტომები ვლინდება გვიან სტადიაზე, საწყისი სტადიის არსებობის გარეშე.

დაავადებისთვის ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომებია:
ბრტყელი, ცირკულარული, წითელი ფერის გამონაყარი, რომელიც ხარის თვალს მოგვაგონებს
დაღლილობა
სახსრების ტკივილი და შეშუპება
კუნთების ტკივილი
თავის ტკივილი
ტემპერატურის მომატება
შეშუპებული ლიმფური კვანძები
ძილის დარღვევები
კონცენტრაციის გართულება

ბავშვებში სიმპტომები იგივეა, თუმცა უფრო ხშირია:
დაღლილობა
სახსრების და კუნთების ტკივილი
ტემპერატურის მომატება
გაციების მსგავსი სიმპტომები

სიმპტომები შესაძლოა გამოვლინდეს ინფიცირებიდან ძალიან სწრაფად, ან თვეებისა და წლების შემდეგ.

ლაიმის მკურნალობა მეტად ეფექტურია ადრეული სტადიებზე.საწყისი ლოკალიზების სტადიაზე ტარდება ორალური ანტიბიოტიკების 10-14 დღიანი კურსი.ანტიბიოტიკებიდან გამოიყენება:დოქსიციკლინი, ამოქსიცილინი, ცეფუროქსიმი, თითოეული მათგანი გამოიყენება როგორც ზრდასრულებში, ისე ბავშვებში.მეძუძურ დედებში გამოიყენება ამოქსიცილინი და ცეფუროქსიმი.
ანტიბიოტიკები ინტრავენურად გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც პროცესში ერთვება გული და ცენტრალური ნერვული სისტემა.მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ ინტრავენური ანტიბიოტიკები იცვლება ორალურით, კურსი გრძელდება 14-28 დღე.
გვიან სტადიებზე, როდესაც ვლინდება ლაიმის ართრიტი, ინიშნება ორალური ანტიბიოტიკები 28 დღე.
მკურნალობის მიუხედავად თუ სიმპტომები არ ქრება ეს მიგვანიშნებს ლაიმის დაავადების შემდგომი სინდრომის ან ლაიმის დაავადების მკურნალობის შემდგომი სინდრომის ჩამოყალიბებაზე.აღნიშნული სინდრომი ვლინდება ინფიცირებულთა 10-20%-ში, გამომწვევი მიზეზი კი უცნობია.
ლაიმის დაავადების შემდგომი სინდრომი გავლენას ახდენს მობილობასა და კოგნიტურ უნარებზე, მკურნალობა კი მიმართულია ტკივილისა და დისკომფორტის შემცირებისკენ.უმეტეს შემთხვევაში აღინიშნება გამოჯანმრთელება, თუმცა ეს პროცესი ხანგრძლივია და სჭირდება თვეებიდან რამდენიმე წლამდე.
ლაიმის დაავადების შემდგომი სინდრომის სიმპოტმებია:
დაღლილობა
ძილის პრობლემები
კუნთებისა და სახსრების ტკივილი
სახსრების შეშუპება
მეტყველების პრობლემები
კონცენტრაციის გართულება და ხანმოკლე მეხსიერების პრობლემები

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ლაიმის დაავადება იყოფა 3 სტადიად, თუმცა არ არის აუცილებელი ინფიცირებულმა გაიაროს ყველა სტადია.

1 სტადია-საწყისი ლოკალიზება
პირველი სიმპტომები ვლინდება ტკიპას კბენის შემდეგ 1-2 კვირაში, ერთ-ერთი პირველი სიმპტომი არის ხარის თვალის მსგავსი გამონაყარი, რომელიც ლოკალიზდება ნაკბენის ადგილზე დიდი წითელი ლაქის სახით, რომელსაც გარს აკრავს სუფთა, ნათელი წრე, შემდეგ კი ისევ წითელი წრე, ამ გამონაყარს ეწოდება ერითემა მიგრანსი.შეხებისას ის შეიძლება იყოს თბილი, მაგრამ არ არის მტკივნეული, არც ქავილი აღინიშნება და უმეტეს შემთხვევაში ფერმკრთალდება.

image

ერითემა მიგრანსი ლაიმის დაავადების ერთ-ერთი პიტური ნიშანია, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ის არც კი ვლინდება და მის მაგივრად შეიძლება გამოხატული იყოს სილურჯეები.

ამ სტადიაზე გამონაყარს შესაძლოა თან სდევდეს ვირუსული ან გაციების მსგავსი სიმპტომებიც.

სხვა სიმპტომებს მიეკუთვნება:
ცხელება
ტემპერატურის მომატება
გადიდებული ლიმფური კვანძები
ყელის ტკივილი
მხედველობის ცვლილებები
დაღლილობა
კუნთების ტკივილი
თავის ტკივილი

2 სტადია-საწყისი დისემინაცია
ეს სტადია დგება რამდენიმე კვირიდან თვეებში, ძირითადი ჩივილი არის საერთო სისუსტე, გამონაყარი კი არა მარტო ნაკბენის არეში, არამედ სხვა მიდამოებშიც ვრცელდება.
სიმპტომები:
მულტიფორმული ერითემა
გულსცემის რიტმის ცვლილება-ლაიმის კარდიტი
ნევროლოგიური მდგომარეობები-მგრძნობელობის დაკარგვა, ყურებში ხმაური, სახის და კრანიალური ნერვების დამბლა და მენინგიტი.

3 სტადია-გვიანი დისემინაცია
მესამე სტადია ვითარდება პირველი და მეორე სტადიის მკურნალობის ჩაუტარებლობის შემთხვევაში და ვლინდება კბენიდან თვეებისა და წლების შემდეგ.
სიმპტომები:
ართრიტი
თავის ტვინის დარღვევები, ენცეფალოპათია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხამოკლე მეხსიერების დაკარგვა, კონცენტრაციის გართულება, ცნობიერების დაბინდვა, ძილის დარღვევები და მგრძნობელობის დაკარგვა კიდურებში.

დიაგნოსტირება მოიცავს სამედიცინო ისტორიის შეგროვებას და ფიზიკურ გამოკვლევას, საწყისი ლოკალიზების სტადიაზე ტესტირება არ არის რეკომენდებული, მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ, როდესაც სისხლში გამოჩნდება ანტისხეულები ტარდება შემდეგი ტესტები:
ELISA- გამოიყენება B.burgdorferi-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების დასადგენად
ვესტერნ-ბლოტინგი- გამოიყენება, როდესაც ტესტი ELISA პოზიტიურია და ამაყრებს ლაიმის დაავადების დიაგნოზს
PCR- გამოიყენება იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ართრიტი და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების სიმპტომები, საკვლევი მასალა არის სასახსრე ან ცერებრო-სპინალური სითხე.

პრევენციისთვის აუცილებელია
ტყეში სიარულისას დაიფაროთ სხეულის ყველა ნაწილი
გამოიყენეთ მწერებისგან დამცავი საშუალებები, ისინი იცავს 2 საათის განმავლობაში, არ წაუსვათ ბავშვებს დამცავი ხელებსა და სახეზე
გამოიყენეთ ლიმონის ევკალიპტის ზეთი, რომელსაც აქვს მწერების დამცავის მსგავსი მოქმედება, დაუშვებელია 3წლამდე ბავშვებში მისი გამოყენება
იყავით ყურადღებით, ხშირად შეამომწეთ ბავშვები და შინაური ცხოველები, თუ თქვენ უკვე გადაიტანეთ დაავადება ეს არ გამორცხავს რეინფიცირებას
მოიშორეთ ტკიპა პინცეტით : მოათავსეთ პინცეტი ტკიპას თავთან ახლოს ან პირთან, ნაზად მოაშორეთ კანის ზედაპირს და კარგად შეამოწმეთ, რათა მისი არც ერთი ნაწილი არ დარჩეს კანში.

0
101
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო მჭედლიძე
ნინო მჭედლიძე
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0