x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
უკრაინელი მოდელი თურქ საყვარელთან ჩხუბის შემდეგ გარდაიცვალა
image

უკრაინელი მოდელი თურქ საყვარელთან ჩხუბის შემდეგ სტამბოლში გარდაიცვალა, ამის შესახებ იუწყება გამოცემა strana.ua.



33 წლის ანჟელიკა სრაბიანცი უკრაინის ქალაქ სუმიდან იპოვნეს იმ სახლის ფანჯრების ქვეშ, სადაც ის სტამბოლში ცხოვრობდა. იგი საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა. გაზეთის ცნობით, გარდაცვალებამდე გოგონა ეჩხუბა თავის ახალგაზრდა საყვარელს, პროფესიით კინოლოგს ბურაკ ერჯანს. იმ დღეს წყვილმა რესტორანში ივახშმა და სახლისკენ მიმავლებმა გზაში იჩხუბეს, რა დროსაც ანჟელიკამ მამაკაცს სახეში ჩაარტყა და წარბი გაუხეთქა.

image


სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს კადრები, თუ როგორ შედის ფეხშიშველი გოგონა ბურაკთან ერთად ლიფტში, სავარაუდოდ ისინი ბინაში ავიდნენ.


მამაკაცი ირწმუნება, რომ დავა სახლში გაგრძელდა, შემდეგ ანჟელიკა აივნისკენ გაიქცა და მოაჯირზე ჩამოეკიდა. ბურაკი ამტკიცებს, რომ ცდილობდა მის გადარჩენას, მაგრამ გოგონა ძირს ჩავარდა მე-5 სართულიდან და სასიკვდილოდ დაიმტვრა. მან ვიდეოც კი ჩაწერა, თუმცა კადრებში მხოლოდ გოგონას ხელები ჩანს და ისმის დახმარებაზე თხოვნა-მუდარა.

"ბურაკ, ბურაკ" ისმის ჩანაწერში გოგონას ყვირილი, ბურაკი პასუხობს "მოდი აქ", საპასუხოდ ისმის ისევ ანჟელიკას ხმა "გთხოვ"...

გოგონას ძირს ჩავარდნაც არის მოხვედრილი ვიდეოკადრებში.


ბურაკ ერჯანმა ვერ გასცა პასუხი კითხვაზე, თუ რატომ იღებდა ვიდეოს, როდესაც გოგონას სიცოცხლე საფრთხეში იყო და დახმარებას ითხოვდა?

image

მამაკაცი უარყოფს უკრაინელი ქალის სიკვდილში საკუთარ ბრალეულობას და აცხადებს, რომ მანამდეც სცადა ანჟელიკამ თვითმკვლელობა .


სამართალდმაცავებმა ნარკოტიკები აღმოაჩინეს ახალგაზრდების ბინაში. ჯერჯერობით ბურაკი დაკავებულია განზრახ მკვლელობის ბრალდებით.




ამა წლის იანვარში უკრაინელმა გოგონამ 28 წლის ანა ბუტიმმ, რომელიც თურქეთში იყო გათხოვილი, ქმარს ოფიციალურად გაყრა მოთხოვა(უკვე ცალკე ცხოვრობდა)საპასუხოდ ყოფილმა ქმარმა სოციალური ქსელში ლოკაციის ადგილით მიაგნო, ჩაუსაფრდა და სახე სამუდამოდ დაუსახიჩრა.

image

0
412
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
412
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0