ქალი და მამაკაცი როგორ ინადირებენ ქალის გულს სხვადასხვა ქვეყნის მამაკაცები 2021, 12 ივნისი, 20:15 თითოეული ერის წარმომადგენლებს აქვთ ქალის გულის მონადირების პერიოდის საკუთარი მახასიათებლები. ესპანეთი. ეჭვიანი და ფეთქებადი ხასიათის ესპანელი თითქმის დაუყოვნებლივ აცხადებს თავის უფლებებს ქალზე. გაცნობის პერიოდში ყვავილების ჩუქება იშვიათია, მაგრამ რესტორანში ნახევარ/ნახევარზე გადახდა ნორმალურია. მაგრამ ეს არა ესპანელი მაჩოს სიძუნწის ბრალი კი არა არის, არამედ ესპანელი ქალების დამოუკიდებლობა, რომლებსაც კაცებისგან ასეთი "ავანსები" არ სჭირდებათ. ესპანეთში ასეთი გამოთქმა არსებობს- ესპანელი გოგონას საუზმეზე იწვევს, თუ მეგობრული გრძნობები ამოძრავებს, სადილზე, თუ სიმპატია აქვს მის მიმართ და ბოლოს, ვახშამზე, თუ მისი დაუფლების სურვილი აქვს. იტალია. ტყუილად არ ითვლება, რომ ევროპაში იტალიელი საქმროები ერთ-ერთ ყველაზე შესაშურნი არიან. იტალიელი მამაკაცები ბავშვებს ჰგვანან, ისინი უშუალო მიმდობები და გულღიანი არიან. ინტრიგა, სტრატეგია, ხრიკები მათი სიტილი არ არის. როგორც წესი, იტალიელი პირველივე შეხვედრისთანავე განმარტავს, თუ რა მიზნები აქვს მას. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წარმოაჩენს ქალი თავს. ის მზადაა რჩეული აავსოს საჩუქრებით, აჩუქოს ყვავილები და ტკბილეული, არ დააკლოს კომპლიმენტები. იგი მარტივად კარგავს თავს, მაგრამ ერთია: სადარაჯოზე დგას ფხიზელი იტალიელი დედა, რომელიც ცხოვრების მეგზურს სწორ არჩევანში ეხმარება! საფრანგეთი- ფრანგი მუსიე მეწვრილმანე, მერკანტილურია, წინდახედული. ქალი მისგან ძვირადღირებულ საჩუქრებს არც უნდა ელოდოს. თუმცა თუ გოგონა ნამდვილად მოეწონა, მას რესტორანში გადახდაც კი შეუძლია და თუ ხარჯს შუაზე გაყოფს, სერიოზული ურთიერთობის იმედი არ უნდა გქონდეთ. ზოგადად, ეს გასაკვირი არ არის: ხშირად ფრანგი -ინტრიგანი ერთდროულად ორ ან სამ ქალბატონს ეკიდება. რატომ გაიღოს ზედმეტი ხარჯები მანამ, სანამ არჩევანს არ გააკეთებს? ინგლისი. რა თქმა უნდა, ინგლისელი ჯენტლმენია. უზადო გარეგნობა და დახვეწილი მანერები - ეს მისი სტილია. საჩუქრად მოხდენილი პატარა ნივთები, დახვეწილი იუმორი, გალანტური საქციელი და რჩეულის ცხოვრების დეტალებისადმი გულწრფელი ინტერესი - ეს ინგლისელი ნამდვილად დაინტერესდება. ერთობლივი ხარჯების გადახდა ხდება მხარეთა შეთანხმებით. გერმანია. გერმანელი პედანტურია, ეს ყველამ იცის, მაგრამ რომანტიკოსიც არის. მართალია, რომანტიკოსი თავშეკავებულია: ის ზეციდან მთვარეს არ ჩამოგიხსნის შოკოლადის სახლს არ აგიგებს, მაგრამ პატარა ყვავილების წნულის ჩუქება კი შეუძლია. სხვათა შორის, მას შეუძლია შესთავაზოს გოგონას ბინაში წასვლა პირველივე პაემანზე - იმის ფიქრის გარეშე, რომ ფრაუს ღირსება შელახოს. ასეთი არიან გერმანელები, პირდაპირები. დიახ, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა ფრაუ შეთავაზებას, ყავაზე, ლანჩზე თუ ვახშამზე, ყველა თავისას იხდის. თურქეთი. აღმოსავლელი მამაკაცი დახვეწილია კომპლიმენტებსა და ურთიერთობებში, გაწაფულია ოქროს მთების და ზეციური ტკბობის დაპირებებზე. ტკბილეული- თაიგულების პერიოდში, ის მზადაა შეასრულოს ნებისმიერი სურვილი და დააკმაყოფილოს გოგონას ნებისმიერი კაპრიზი. რჩეული ყოველ წამს ისმენს, თუ რა არაჩვეულებრივად ლამაზია ის, ერთადერთი ქალი მსოფლიოში, რომელსაც მზადაა მთელი ცხოვრება უცქიროს. თუმცა არის ერთი ნიშანი, თუ იგი არ აპირებს საკუთარი მშობლების თქვენთვის გაცნობას, რაიმე სერიოზულ ურთიერთობაზე ლაპარაკი ზედმეტია, მისი კომპლიმენტებს გროშის ფასი აქვს. 237 3-ს მოსწონს
|